05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რატომ არის განწყობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ინტელექტი? | Allnews.Ge

რატომ არის განწყობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ინტელექტი?

რატომ არის განწყობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ინტელექტი? ეს ყველაფერი მარცხზე თქვენი გამოხმაურებით აიხსნება. თუ თქვენ აღიქვამთ მარცხს როგორც შესაძლებლობას რომ რაღაც ახალს მიაღწიოთ, იქნებით უფრო წარმატებული იმაზე მეტად, ვისაც თქვენზე მაღალი IQ აქვს.

როგორც ფსიქოლოგი კეროლ დიუკი ამბობს, ადამიანებს ორი ძირითადი მენტალიტეტი აქვთ - "ფიქსირებული" და "ზრდაზე ორიენტირებული".

თუ თქვენ ფიქსირებული აზროვნება გაქვთ, ესე იგი მიგაჩნიათ რომ ცვლილებები არ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ რაიმე გამოწვევის წინაშე დგახართ, დამარცხებულად და უუნაროდ გრძნობთ თავს.

ხოლო თუ თქვენ ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება გაქვთ, გჯერათ, რომ აუცილებლად შეცვლით და გააუმჯობესებთ ვითარებას, თუ ეცდებით. ნაცვლად იმისა რომ თქვათ "ეს ძალიან რთულია" ან "მე ამას ვერ შევძლებ", ამბობთ, "ვეცდები გავაკეთო". ხოლო იმის ნაცვლად რომ თქვათ "ისინი უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მე", ეკითხებით საკუთარ თავს "რისი სწავლა შემიძლია მათგან მე?".

როდესაც ფსიქოლოგები უფრო ახლოდან დააკვირდნენ ადამიანის ტვინის ელექტრო-იმპულსებს, აღმოაჩნეს, რომ ფიქსირებული აზროვნების მქონე ადამიანის ტვინი კრიტიკულ გამოხმაურებებს არ აქცევდა ყურადღებას, როდესაც ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების მქონე ადამიანის ტვინი პირიქით მასზე ფოკუსირდებოდა.