01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
01.11.2018 / 13:11
შრიფტის ზომა:

როგორ გამოიყურება სპილო გრანდი ოპერაციიდან მეორე დღეს? - ინტერვიუ მის მომვლელთან

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო გრანდი უკვე თამაშის ხასიათზეა. ამის თქმის საშუალებას გრანდის ცეკვას მიმსგავსებული მოძრაობები მაძლევს.

გრანდის მომვლელის კოლია ლელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სპილომ 3-საათიანი ძალიან რთული ოპერაცია გადაიტანა, დღეს ის საკმაოდ ენერგიულადაა, არც უხასიათობას და არც უმადობას არ უჩივის.

თავისი მომვლელის დანახვისას გრანდმა ალბათ ივარაუდა, რომ ჭამის დრო იყო მოსული, თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი და მომვლელი კოლიას ფიქრები ერთმანეთს აცდენილი არ იყო, ვოლიერიდან ხორთუმი გამოყო, რომელიც შემდეგ პირისკენ წაიღო, რითაც ჭამის იმიტაცია შექმნა. კოლია ლელაძე, რომელიც გრანდს მისი საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან, ანუ უკვე 4 წელია უვლის, სპილოს ჩანაფიქრს მარტივად მიუხვდა და მაშინვე ვაშლი გაუწოდა. კმაყოფილმა გრანდმა მომვლელს ხორთუმი კიდევ ერთხელ გაუწოდა, თუმცა, ამჯერად მასაც და მეც წყალი შეგვასხა და ვოლიერის ირგვლივ სიარული დაიწყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"გრანდი, რაც საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ გვერდში ვუდგავარ"- გვითხრა მომვლელმა კოლიამ და ის მომენტი გაიხსენა, როდესაც სპილოს ანესთეზია გაუკეთეს და დააძინეს, - "ძალიან გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ისევ გამოვიდოდა მდგომარეობიდან და ისევ გაგვახარებდა".

კოლია ლელაძის თქმით, გრანდი ძალიან მეგობრული და თანაც დამჯერია, ამის სადემონსტრაციოდ მომვლელი ვოლიერთან ახლოს მივიდა და გრანდს რამდენიმე სიტყვა უთხრა, თუმცა ჩემდა გასაკვირად არა ქართულად, არამედ ინგლისურად. უცხო ენაზე მიცემულ მითითებას გრანდი უპირობოდ დაემორჩილა და საჩუქრად კიდევ ერთი ვაშლი მიიღო.

გრანდის ისტორია

თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.

"დაინფიცირებული იყო თვითონ ის ადგილი, სადაც ეშვი მოტყდა. ეშვები მას დაუზიანდა ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც მისი ტრანსპორტირება ხდებოდა მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში"- განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექორმა, ზურაბ გურიელიძემ.

გუშინ კი ოპერაცია უკვე მეორე ეშვის ამოსაღებად ჩატარდა. საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe) ჩამოვიდნენ. თბილისში იმყოფებოდა BBC-ის გადამღები ჯგუფიც, რომელმაც გრანდი სერიალისთვის "დიდი ცხოველების ოპერაცია" (Big Animal Surgery) გადაიღო.

ისეთი დიდი ცხოველების ოპერაცია, როგორიც სპილოა, რა თქმა უნდა, ყოველდღე არ ტარდება, თუმცა არც განსაკუთრებულ იშვიათ შემთხვევებს განეკუთვნება.
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსგავსი მასშტაბის ცხოველისთვის ოპერაციის გაკეთება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, ოპერაციას თავი რომ დავანებოთ, სირთულეს ანესთეზიის გაკეთება და სწორი დოზის განსაზღვრაც კი წარმოადგენს. შემდეგი ეტაპი სპილოს სწორ პოზიციაში ჩაძინებაა. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ჩაძინებულმა სპილომ დაწოლისას არაფერი დაიშავოს და შემდეგ ისე დაწვეს, რომ სუნთქვას ხელი არ შეუშალოს და ამასთანავე, ვეტერინარებს ოპერაციის ეფექტურად ჩატარების შესაძლებლობა მისცეს, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი სპილო დრუკი ქირურგებმა და მომვლელებმა სპეციალური ქამრების მეშვეობით ოპერაციის დღეს ჭერზე ჩამოკიდეს, თუმცა, ცხოველის ქამრებთან შეგუება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს, რათა მისთვის დისკომფორტის განცდა შეემცირებინათ.

აქვე საინტერესოა ის, რომ ოპერაციის შემდეგ სპილოსთვის სახვევის გაკეთება შეუძლებელია, რადგან გაღვიძების შემდეგ ის ყველანაირად შეეცდება სახვევის მოხსნას მის შესაჭმელად ან სათამაშოდ.

მკითხველის კომენტარები
(2)

Shitttt
03 ნოემბერი , 2018 22:11

ქართულის წერა მაინც არ იცი, აღშფოთებული ვარ!!!

112
02 ნოემბერი , 2018 08:11

კოლიამ არ იცის რომ შენობაში მოწევა არ შეიძლება?!სასწრაფოდ დარეკეთ 112 ში მოწევის შესაწყვეტად!არღმაღშოთებელია,ეს,აღმაღრშფოთებული ვარ!თ!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გამოიყურება სპილო გრანდი ოპერაციიდან მეორე დღეს? - ინტერვიუ მის მომვლელთან | Allnews.Ge