6 ყველაზე სადავო საზღვარი მსოფლიოში
დღესდღეობით მსოფლიოს არაერთ ქვეყანას შორის საზღვარი საკმაოდ მშვიდობიანად ითვლება. მათ შორიაა დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა და აშშ-კანადის საზღვარი. თუმცა, მსოფლიოს არაერთ ნაწილში საზღვრები დაპირისპირების საგანს წარმოადგენენ, რომლებიც განპირობებულია ქვეყნების ან ერებს შორის კონფლიქტით, სადავო ეროვნული რესურსებით ან წარსულის აზრთა სხვადასხვაობით.
6. სენკაკუს კუნძულები (აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა)
ერთი შეხედვით, სენკაკუს კუნძულები თავისი კლდოვანი და წყლიანი ადგილის გამო სულაც არ ტოვებს საქიშპო შეხედულებას, თუმცა კამათი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იაპონიის კონტროლირებად და ჩინეთისგან აღიარებულ კუნძულებზე ნავთობისა და გაზის საბადოები აღმოაჩინეს. 2012 წელს, როცა ერთ-ერთი კუნძული იაპონელმა მდიდარმა ოჯახმა იაპონიის მთავრობას მიჰყიდა, ჩინელი ხალხის აღშფოთება და მასიური ანტი- იაპონური არეულობა გამოიწვია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ძალები აზიაში მზრდადია, ბევრი ექსპერტი მიუთითებს სიფრთხილისკენ, რომ სენკაკუს კუნძულების გარშემო არსებულმა დაძაბულობამ შეიძლება სხვა უფრო დიდი კონფლიქტები გამოიწვიოს.
5. კურილიის კუნძულები
56 კუნძულისგან შემდგარი ვულკანურად აქტიური არქიპელაგის გამო დავა წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რომლის გამოც იაპონიამ და რუსეთმა ხელი არ მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც მეორე მსოფლიო ომის დასრულების ფორმალიზება იყო. ომის დასრულებისას საბჭოთა კავშირი შეიჭრა კურილიის კუნძულებზე, რომლის გარკვეულ ნაწილსაც მანამდე რუსეთის იმპერია აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულების საბჭოთა კავშირისთვის გადაცემა იალტის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, იაპონია მაინც აგრძელებდა ისტორიულად ფლობის პრეტენზიას სამხრეთით მდებარე კუნძულებზე.
4. დასავლეთ საჰარა
1970-იან წლებში დასავლეთ საჰარას ადგილობრივი მოსახლეობა, საჰარავები, მაროკოს ებრძოდნენ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. მათმა ორგანიზაციამ, პოლისარიოს ფრონტმა, შეიარაღებული აჯანყება დაიწყო, მაგრამ ამავდროულად მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო. 1991 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით ორივე მხარე მშვიდობიან ხელშეკრულებაზე დათანხმდა. სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი ადგილობრივი საჰარავებისთვის, რომლებსაც უნდა აერჩიათ დამოუკიდებელი დასავლეთ საჰარა ფრონტ პოლისარიოს მმართველობით ან ოფიციალურად შესულიყვნენ მაროკოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. თუმცა მშვიდობა ჯერ ისევ არაა რუკაზე. მაროკომ ათასობით ადამიანი ჩამოასახლა ამ ტერიტორიაზე, გავლენა რომ ჰქონოდა რეფერენდუმის შედეგებზე, ხოლო ფრონტ პოლისარიომ კვლავ განაახლა შეიარაღებული მოქმედებები. მიუხედავად ამისა, მშვიდობიანი ხელშეკრულების დადების იმედი დღემდე არსებობს.
3. ანტარქტიკა
მთელმა რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა და არგენტინმა, წამოაყენეს პრეტენზია გაყინული კონტინენტი ანტარქტიკისთვის, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა 1959 წლის შეთანხმებით მათი პრეტენზიები უგულებელჰყვეს. შეთანხმება ამ საზეიმო სიტყვებით ქვეყნებს უკრძალავდა მათ მფლობელობაში ყოფილიყო კონტინენტის რომელიმე ნაწილი: " მთელი კაცობრიობის ინტერესებშია, რომ ანტარქტიკამ სამუდამოდ იარსებოს, რათა გამოყენებული იქნას ექსკლუზიურად სამშვიდობო მიზნებისთვის და არასოდეს გახდეს სცენა ან ობიექტი საერთაშორისო აზრთასხვადასხვაობისთვის", ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ანტარქტიკაზე ბუნებრივი რესურსების აღმოჩენის შემთხვევაში შეიცვლება მიდგომები და განახლდება ხელში ჩაგდების საკითხები. ხოლო პინგვინების მოძრაობაზე დამოუკიდებლობისთვის ჯერ არსად თქმულა.
2. ისრაელი/პალესტინა
შეუძლებელია ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის უგულებელყოფა, რომელიც დაუცველობის განცდას ქმნის ახლო აღმოსავლეთისთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის.
1. სომალი
აფრიკის ახლანდელი საზღვრები მნიშვნელოვნად განპირობებულია ევროპული კოლონიების, როგორებიც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყო, კონკურენციის შედეგებით. მეორე მსოფლიო ომის დროს სომალის ტერიტორია მთლიანად შეუერთდა ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციას, გარდა ფრანგული სომალის ნაწილისა. გაერთიანების ეს პროცესი მაშინაც გაგრძელდა, როცა სომალმა 1960 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა 1980-იანი წლების ბოლოს სამოქალაქო ომის გამო, რომელიც ათეული წელი გაგრძელდა, დაიშალა. 1991 წელს სომალის ჩრდილოეთმა ნაწილმა, ადენის ყურეს სანაპირო მხარემ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თუმცა სომალის რესპუბლიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დღემდე არაა აღიარებული.
Intermedia.ge