უფასო მოგზაურობა, მასაჟი, $4 ათასი ბავშვის დაბადებაზე და 1-წლიანი დეკრეტული შვებულება - რა უპირატესობებით სარგებლობენ სილიკონის ველში დასაქმებულები
მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა - სილიკონი ველი კალიფორნიაში მდებარეობს, სადაც ისეთი დიდი კომპანიებია თავმოყრილი, როგორიცაა Google, Apple, Yahoo! და eBay. სალიკონი ველში დასაქმებული ადამიანები ისეთი განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობენ, რომლებიც სხვაგან იშვიათად შეგვხვდება.
დეკემბერში არდადეგების დროს რამდენიმე დღის გამავლობაში კომპანია Apple თავის თანამშრომლებს უფასო სასმელებსა და საკვებს სთავაზობს. ამასთან, მათ ცოცხალი მუსიკის მოსმენაც შეუძლიათ.
Airbnb თანამშრომლებს ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 2 000 აშშ დოლარის ფარგლებში მის სიაში მყოფ ნებისმიერ სასტუმროში დასვენებას სთავაზობს.
Asana თანამშრომლებს 10 000 აშშ დოლარის ფარგლებში სამუშაო სივრცის მათი სურვილის მიხედვით მოწყობას სთავაზობს.
Facebook თითოეულ ახალშობილზე მშობლებს 4 000 აშშ დოლარს გადასცემს. იმ შემთხვევაში კი, თუ მშობლებს ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ, კომპანია მათ ბავშვთა სახლში ბავშის პოვნაში ეხმარება და შვილად აყვანის ხარჯებს უფარავს.
Amazon თანამშრობლებს სამსახურში შინაური ცხოველის წაყვანის ნებას აძლევს, რათა ცხოველებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ.
იმისათვის, რომ თანამშრობლებმა შრომისუნარიანობა შეინარჩუნონ Square მათ ნებისმიერ დროს უფასო მასაჟს სთავაზობს.
Oracle თანამშრომლებს ტანსაცმლის გარეცხვასა და მოვლას სთავაზობს, რათა ისინი მუდამ ფორმაში იყვნენ.
შინაური ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში კომპანია VMware თანამშრომლებს 2-დღიან შვებულებას სთავაზობს.
ახალშობილის დაბადების შემდეგ Netflix მშობლებს 1-წლიან დეკრეტულ შვებულებას სთავაზობს, რა დროსაც ისინი ანაზღაურებას იღებენ.
Tesla-ს თანამშრომებს უფლება აქვთ კომპანიისგან მანქანა "ითხოვონ" არაამარტო სამუშაო დღეებში, არამედ უქმეებისა და შვებულების დროსაც.