
2 წლის წინ აფრო-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში მასობრივი ანტირასისტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ შესამჩნევია რასობრივი განსხვავებები და ისინი ხელისუფლებისგან სრულ თანასწორობას მოითხოვდნენ.
ამასთან ქვეყნის მასშტაბით აქტივისტებმა არაერთი ცნობილი ისტორიული პიროვნების ქანდაკება დააზიანეს და ჩამოაგდეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული პირები რასისტები იყვნენ. დაზიანებულ შენობებს შორის რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტის ქანდაკებაც იყო.
წარმოგიდგენთ აშშ-ის პრეზიდენტების ჩამონათვალს, რომლებიც მონათმფლობელები იყვნენ და მათ საკუთრებაში ათობით (ან მეტი) მონა შედიოდა.