
კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად და დავიცვათ მარტივი წესები.
"მარტივი წესები დარჩა შესასრულებელი - ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია, მე მესმის, რომ ყველა ექსპერტი საქართველოშია - ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის ექსპერტი იყო ყველა და ახლა ყველა ყველაფრის ექსპერტია, მათ შორის, კორონასი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისივე განმარტებით, მსოფლიოში კრიტიკულად მიიჩნევა, თუ ჩატარებულ ტესტირებებში 5%-ზე მეტ ადამიანს კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა. იმნაძის თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებელი ახლა მიუახლოვდა 2%-ს.
"რაც შეეხება ტესტირებას, ხომ არ შეიძლება ბეღურების გუნდი რომ მოფრინავს, იმას ესროლო ბალისტიკური რაკეტები, საფანტიანი თოფი უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ელემენტარული რაღაცებია, უმრავლეს ქვეყნებში ითვლება კრიტიკულად, როდესაც 5%-ზე მეტია ტესტირებულებში გამოვლენის შემთხვევები, ე.ი. ტესტები უნდა მოუმატო. ჩვენ მთელი ეს პერიოდი ტესტირებებში დადებითების პროცენტი სადღაც 1%-ზე ნაკლები გვქონდა, ახლა სადღაც 2 %-ს მივუახლოვდით. ასე რომ, ტესტირება გაიზარდა მაშინ, როცა საჭირო იყო.", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.
როგორც კალაძემ "ფეისბუქზე" პირდაპირი ჩართვისას აღნიშნა, პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდება სივრცე მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით.
"პარლამენტის წინ დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად ხდება ამ სივრცის მოწესრიგება და განახლება, რომელიც კარგ მდგომარეობაში არ იყო. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად ხდება სივრცის განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სადრენაჟო სისტემებითა და თბოიზოლაციით. ამ სამუშაოს ფარგლებში არსებული ქვის ფილები მთლიანად განახლდა, გაიწმინდა სპეციალური ინსტრუმენტებით. სამუშაოები უკვე დასრულებულია, ბოლოს მოირეცხება, გაიწმინდება და საბოლოო სახეს მიიღებს. ასევე, შადრევნები, რომელიც გაუბედურებული იყო. აგრეგატები, რომელიც მიწის ქვემოთ არის განთავსებული, მთლიანად შეიცვალა და მილები მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და განახლებული. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პანდემიის გამო პრობლემები, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ ლოკაციაზეც შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ იმ ტემპით ვერ მიდიოდა სამუშაოების წარმოება, როგორც ეს დაგეგმილი იყო და რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა. საბოლოოდ, კი სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.
მკითხველის კომენტარები
(1)
ბატონო პაატა, ღმერთმა გონება გაგინათოს