30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
07.10.2021 / 09:10
შრიფტის ზომა:

სახლი 4 კვ.მ.-ში - საშინელი პირობები, რომლებშიც სამხრეთ კორეის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს

როდესაც სამხრეთ კორეაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში, ეგზოტიკური კულტურა, უზარმაზარი ცათამბჯენები, გერმრილი სამზარეულო და განვითარებული ტექნოლოგიები გვახსენდება.

თუმცა, განვითარების მიუხედავად სამხრეთ კორეაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა საკმაოდ თვალშისაცემია. ქვეყანაში ათასობით ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

კორეელმა ფოტოგრაფმა სიმ კიუ-დონგმა გადაწყვიტა ქვეყანაში არსებული რეალობა შელამაზების გარეშე ეჩვენებინა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კორეის ყველაზე ღარიბ რაიონში- გოშივონში მცხოვრებ ადამიანებს ფოტოებს უღებდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისი თქმით, თითოეული ოთახი მხოლოდ საწოლის, მაგიდისა და რამდენიმე კარადისგან შედგება. სივიწროვის გარდა, ოთახები ერთმანეთისგან თხელი კედლებითაა გამიჯნული, რის გამოც მაცხოვრებლებს მეზობლების ხმა ესმით. სივრცის სიმცირის გამო აქ მცხოვრებ ადამიანებს პირადი ცხოვრება პრაქტიკულად არ აქვთ.

რაც შეეხება ფასებს, სიმი აცხადებს, რომ მათი ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება. ამასთან, მაცხოვრებლებს საერთო აბაზანისა და საპირფარეშოს გამოყენება უწევთ.

ყველაზ ცუდი კი ის არის, რომ გოვიშონი არ არის ერთადერთი დასახლება, სადაც ხალხი ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს. მსგავსი გარეობნები სამხრეთ კორეაში მრავლადაა.

„აქ ძალიან პატარა ოთახებია. იმის გამო, რომ მოსახლეობას სტანდარტული საცხოვრებლების ქირის გადახდა არ შეუძლია, ისინი ასეთ საშინელ პირობებზე თანხმდებიან. აქ ძირითადად ახალგაზრდები ცხოვრობენ, რომლებიც ბედის საძიებლად სეულში გადმოვიდნენ საცხოვრებლად“- აცხადებს ფოტოგრაფი.

მკითხველის კომენტარები
(8)

სიმართლე.
08 ოქტომბერი , 2021 10:10

დააკვირდი ავტორო! რა აკლია. რაც ნორმით ადამიანს სჭირდება, ყველაფერი გააჩნია. ფართის სიმცირეს საერთოდ განიცდიან და პატარა საცხოვრებელი ფართი, კორეაში ტრადიციულად მიღებულია. ასეა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში და ჩინეთშიც. გაერკვიეთ კარგად, რა ტერიტორია უკავიათ და რამდენნი არიან. ჩვენი მშიერი ღატაკი, ასე ცხოვრობს და იკვებება? ვაი თქვენს პატრონს.

გაგას და მის დამლაიქებლებს!
08 ოქტომბერი , 2021 08:10

ძაან განათლებულად მოგაქვს თავი , მაგრამ ის არ გცოდნია, რომ ჩრდილოეთ კორეაში, ლუკმა პური პორციებით და ჩეკებით გაიცემა, ხალი შიმშილით იხოცება და ელემენტარული ცხოვრების ნორმალური პირობები არ გააჩნიათ.ოთხ უზარმაზარ თეთრ კედლებში, მშიერ, მწყურვალ და მუდმივ სტრესის და შიშის ქვეშ ცხოვრებას, ქუჩაში გამაძღარი, ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრება ჯობია!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სახლი 4 კვ.მ.-ში - საშინელი პირობები, რომლებშიც სამხრეთ კორეის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს | Allnews.Ge