განათლება
23.10.2019 / 10:10
შრიფტის ზომა:

განათლების სამინისტრო - 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი უკვე მიიღო

განათლების სამინისტრო - 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი უკვე მიიღო

2019 წლის ოქტომბრიდან პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის პროცესი დაიწყო, რომელიც უწყვეტად გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 1500-1800 ლარს მიაღწევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც აქვს მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა.

„განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებასთან ერთად, მათი კომპეტენციისა და ანაზღაურების ზრდას გულისხმობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რეფორმის ფარგლებში, ანაზღაურების ზრდა პირდაპირ კავშირშია პედაგოგის კომპეტენციის დადასტურებასა და სტატუსის ამაღლებასთან. არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი, მათ შორის 5 700-ზე მეტმა მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში სტატუსების მიხედვით მასწავლებლის ანაზღაურება შემდეგნაირად ნაწილდება:

უფროსი მასწავლებელი - 1011 ლარი;

წამყვანმა მასწავლებლებელი - 1435 ლარი;

მენტორი მასწავლებლებელი - 1745 ლარი.

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, შესაბამისი პროპორციით ეზრდებათ ხელფასი, რაც საშუალოდ 100 ლარით ზრდას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც მასწავლებლის კომპეტენციას პედაგოგთა ახალი რაოდენობა დაადასტურებს და აიმაღლებს სტატუსს, წლის ბოლომდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ნახეთ როგორია მსოფლიოში უდიდესი ურბანული ფერმა, რომელიც პარიზის ცენტრში გაიხსნა | Allnews.Ge

ნახეთ როგორია მსოფლიოში უდიდესი ურბანული ფერმა, რომელიც პარიზის ცენტრში გაიხსნა

რამდენიმე დღის წინ პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს კულტურული კომპლექსის, Porte de Versailes-ის სახურავზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ურბანული ფერმა გაიხსნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გადატვირთული ქალაქის გულში ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანის საშუალებას იძლევა. ფერმა გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიის გამო ცერემონია 2 თვით გადადეს.

ულამაზეს გამწვანებულ ბაღში რესტორანი და კაფეც გახსნეს, რაც მის სტუმრებს განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას აძლევს. ამასთან, საკვებ ობიექტებში სტუმრებს ბაღში მოყვანილი პროდუქტით უმასპინძლდებიან. ურბანული ფერმა შენობის მე-15 სართულზეა განთავსებული და საერთო ჯამში, 14 000 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს.

Lonely Planet-ის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში ბაღში ერთ დღეში 900 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილისა და ბოსტნეულის მიღებაა შესაძლებელი. ვერტიკალურად გაშენებულ ფერმაში უახლეს ტექნოლოგიებს იყენებენ, რის შედეგადაც პროდუქტის მოყვანას გაცილებით ნაკლები ადგილი და წყალი სჭირდება. როგორც ცნობილია, ფერმას ასევე საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება და მასში სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები გაიმართება.