როგორ გამოიყურება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მდიდრული სახლი კალიფორნიაში, რომელიც წყვილმა 14.7 მილიონად შეიძინა
დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმა და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა სამხრეთ კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ოლქში მდიდრული და გამორჩეული სახლი შეიძინეს.
აღნიშნული დასახლება ცნობილია იმით, რომ მათ მეზობლად ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრიუს უილისი, ჯონ ტრავოლტა და ოპრა უინფრი ცხოვრობენ.
წყვილმა სახლი რუსი მეწარმის, სერგეი გრიშინისგან 14.7 მილიონ აშშ დოლარად იყიდა.
ხმელთაშუაზღვისპირული სტილით აგებულ სახლში სულ 9 საძინებელი და 16 სააბაზანოა. სახლში ასევე მოწყობილია სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, მშრალი და სველი საუნა, კინოთეატრი და სათამაშო ოთახი. სახლთან ახლოს ცალკე შენობა განკუთვნილია სტუმრებისთვის.
ამასთან, წყვილის ახალ სახლს უზარმაზარი ბაღი აქვს, რომელიც ღამე ნათურებით ნათდება. ეზოში ასევე მოწყობილია ტენისის მოედანი და საცურაო აუზი.
მიმდინარე წლის დასაწყისში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ სამეფო სტატუსებზე უარს აცხადებენ და დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება სურთ. წყვილი საცხოვრებლად ჯერ კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდა.