განათლება
11.08.2017 / 09:08
შრიფტის ზომა:

სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება

სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება

სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. როგორც განათლებისაა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადად საუბარია შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე. ასევე შაქრიან, გაზიან სასმელებზე.

მინისტრის განმარტებით, აკრძალვა შეეხება იმ პროდუქტებს, რაზეც ზუსტად არის ცნობილი, რომ მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

"ხომ იცით, თავიდან როგორ ხდება. ჩათვლიან, რომ ეს არის დროებითი, პატარა კამპანია. ამან არ უნდა გაიაროს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მეორე ნაბიჯია, რომ წავახალისოთ ბუფეტის ოპერატორები, სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიაზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბუფეტებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროცესი მონიტორინგით გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, სანქცია მებუფეტესთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

20 ძალიან ცუდი საქორწინო ფოტო, რომელიც ქორწინებას გადაგაფიქრებინებთ | Allnews.Ge

20 ძალიან ცუდი საქორწინო ფოტო, რომელიც ქორწინებას გადაგაფიქრებინებთ

ქორწინებაზე ძირითადად ქალები ოცნებობენ, თუმცა არიან კაცებიც, რომლებიც მის ორგანიზებაში საკმაოდ დიდ დროს, ენერგიას და ფინანსებს ხარჯავენ.

ქორწილის დაგეგმვის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფოტო და ვიდეოგადაღებაა, რომლისთვისაც წყვილები პროფესიონალებს ქირაობენ, რათა მათი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ფოტოებზე აღბეჭდონდა დასამახსოვრებელი გახადონ.

მიუხედავად იმის, რომ ბევრი ქორწილის ფოტო ჩვეულებრივი შედევარია, არსებობს ისეთი ფოტოები, რომლებიც საერთოდ არაა გამოსაჩენი და ალბათ ნორმალური წყვილი მას საერთოდაც დახევდა. თუმცა აღმოჩნდენ წყვილები, რომლებმაც ასეთი ფოტოები, პირიქით წარმატებულ კადრებად ჩათვალეს და სოცქსელებშიც გამოაქვეყნეს.

მაშ, ასე წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც კარგად გაგაცინებთ და შესაძლოა, საერთოდ ქორწილიც კი გადაგაფიქრებინოთ.