
საუკუნეთა განმავლობაში პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცი ქალთან შედარებით პრივილეგიებით სარგებლობდა. გენდერული თანასწორობის მისაღწევად ქალების ბრძოლა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დაიყო და ზოგიერთ ქვეყანაში ის დღემდე გრძელდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, რომლის მოსაპოვებლადაც ქალები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იყო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ყველაზე ადრე მოიპოვეს:
ახალი ზელანდია - 1893
ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც პარლამენტის დადგენილებით, ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1893 წელს მიიღეს. ამ უფლების მოპოვებამდე მოძრაობას სათავეში ქეით შეფარდი ჩაუდგა, რომელიც დღეს ახალ ზელანდიურ 10 დოლარიან კუპიურაზეა გამოსახული
ფინეთი - 1906
1906 წელს, როდესაც ფინეთი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ავტონომიური პრივილეგიებით სარგებლობდა, ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. ქალებმა 1907 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეძლეს.
დანია -1915
დანიაში ქალებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1908 წელს მისცეს, საპარლამენტო არჩევნებში კი, 1915 წელს.
ისლანდია - 1915
ისანდიაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქალებს 1915 წელს მისცეს. ხმისმიცემის უფლება 25 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ქალს ჰქონდა.
რუსეთი -1917
გერმანია, გაერთიანებული სამეფო- 1918
ბელგია, ლუქსემბურგი, უნგრეთი, საქართველო, სომხეთი- 1919
აშშ - 1920
ქვეყნები, სადაც ქალებმა ხმისმიცემის უფლება ყველაზე გვიან მოიპოვეს:
შვეიცარია-1971
ერაყი-1980
ომანი- 1994
საუდის არაბეთი - 2015