
ილონ მასკი, ლარი პეიჯი, მარკ ცუკერბერგი, ოპრა უინფრი - სამყაროში უამრავი ისტორია არსებობს ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ახლა მილიარდერები არიან. ყველა მშობელს სურს, საკუთარ შვილს უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. მთავარი კითხვა - როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი. ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არის რაღაცები, რითაც შეგიძლიათ ბავშვს ხელი შეუწყოთ და მოუმზადოთ პირობა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს.
ეს ფსიქოლოგებისა და წარმატებული ადამიანების რჩევების ერთგვარი ნაკრებია.
ბავშვებთან ფულზე ლაპარაკი შეიძლება და აუცილებელიც კია
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეს ტაბუდადებული თემა არ არის. ადრეული ასაკიდან ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, საიდან მოდის ფული, რატომაა საჭირო და როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ.
გააგზავნეთ ბავშვები საყიდლებზე
არ არის აუცილებელი, ბავშვი საყიდლებზე მარტო გაუშვათ. შეიძლება თან წაჰყვეთ, მაგრამ საქმე მან უნდა გააკეთოს. თუ პროდუქციის დასახელების წაკითხვა არ შეუძლია, დაეხმარეთ.
სამი ყულაბის თეორია - ფინანსების დაგეგმვის პირველი ნაბიჯი
ეს იდეა რობერტ კიოსაკმა და მარკ ალენმა საკუთარ წიგნებში აღწერეს. უნდა გქონდეთ სამი ან 4 ყულაბა, რომელთა დანიშნულებასაც ბავშვი თავად განსაზღვრავს.
ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ ფული არ გაქვთ
ბევრი მშობელი იმის გამო, რომ არ სურს ბავშვს კონკრეტული ნივთი უყიდოს, ეუბნება, რომ ფული არ აქვს. ამას განსაკუთრებით მაშინ აკეთებენ, როცა მაღაზიის ცენტრში ბავშვი სათამაშოს იღებს და თვალანთებული თხოვნით შეჰყურებს.
კვირაში ერთხელ ბავშვთან ერთად გამოაცხვეთ ნამცხვარი
არაფერი ისე არ დაეხმარება ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზებაში, როგორც კულინარიული ექსპერიმენტები მშობელთან ერთად. ეს პროცესი ავითარებს:
შეუქმენით ბავშვებს სასწავლებლად უნიკალური ატმოსფერო გემოებით, სუნითა და ხმით
"სამოტივაციო ველი" არის კონცეფცია, რომელიც 1951 წელს კურტ ლევინმა გამოიგონა. მან ირგვლივ მდებარე ობიექტების გავლენა შეისწავლა ადამიანის განვითარებაზე. ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება მარკეტინგში. ძალიან ბევრი პედაგოგი და ფსიქოლოგიც აღნიშნავს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის სასწავლო მასალის ათვისებაში სამოტივაციო ველს. მაგალითად, მიუტანეთ საყვარელი ვაშლი რთული ამოცანის ამოხსნისას.
მიეცით ბავშვს სკოლის გაცდენის უფლება
წარმატებას აღწევენ არა ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ სასკოლო საგნებსა და ქულებზე არიან ორიენტირებულნი, არამედ მოხერხებული ხალხი, რომლებიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. ზოგჯერ სკოლაში წასვლის ნაცვლად, მიეცით უფლება, მოაწყონ განტვირთვის დღე და იფიქრონ ახალ შესაძლებლობებზე.
სკოლის გაცდენა ხანდახან სასარგებლოა:
ხანდახან მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ზარმაცი მშობელი
თუ ზოგჯერ არ მოუმზადებთ საჭმელს და არ დაეხმარებით საშინაო დავალებების შესრულებაში, ეს ყოველივე დამოუკიდებლობისა და ინიციატივის უნარის განვითარებაში დაეხმარება. ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. რაც უფრო დიდი ასაკისაა ბავშვი, მით მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებაა შესაძლებელი. ძაღლის გამოკვება, ფეხსაცმლის გასუფთავება, ტანსაცმელების დაწყობა ყველა ბავშვს შეუძლია. მიეცით მათ შესაძლებლობა, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ საკუთარი მოვალეობა ოჯახში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ილონ მასკი, ლარი პეიჯი, მარკ ცუკერბერგი, ოპრა უინფრი - სამყაროში უამრავი ისტორია არსებობს ადამიანებზე, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს და ახლა მილიარდერები არიან. ყველა მშობელს სურს, საკუთარ შვილს უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. მთავარი კითხვა - როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი. ამის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არის რაღაცები, რითაც შეგიძლიათ ბავშვს ხელი შეუწყოთ და მოუმზადოთ პირობა, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოს.
ეს ფსიქოლოგებისა და წარმატებული ადამიანების რჩევების ერთგვარი ნაკრებია.
ბავშვებთან ფულზე ლაპარაკი შეიძლება და აუცილებელიც კია
ეს ტაბუდადებული თემა არ არის. ადრეული ასაკიდან ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, საიდან მოდის ფული, რატომაა საჭირო და როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ.
გააგზავნეთ ბავშვები საყიდლებზე
არ არის აუცილებელი, ბავშვი საყიდლებზე მარტო გაუშვათ. შეიძლება თან წაჰყვეთ, მაგრამ საქმე მან უნდა გააკეთოს. თუ პროდუქციის დასახელების წაკითხვა არ შეუძლია, დაეხმარეთ.
სამი ყულაბის თეორია - ფინანსების დაგეგმვის პირველი ნაბიჯი
ეს იდეა რობერტ კიოსაკმა და მარკ ალენმა საკუთარ წიგნებში აღწერეს. უნდა გქონდეთ სამი ან 4 ყულაბა, რომელთა დანიშნულებასაც ბავშვი თავად განსაზღვრავს.
ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ ფული არ გაქვთ
ბევრი მშობელი იმის გამო, რომ არ სურს ბავშვს კონკრეტული ნივთი უყიდოს, ეუბნება, რომ ფული არ აქვს. ამას განსაკუთრებით მაშინ აკეთებენ, როცა მაღაზიის ცენტრში ბავშვი სათამაშოს იღებს და თვალანთებული თხოვნით შეჰყურებს.
კვირაში ერთხელ ბავშვთან ერთად გამოაცხვეთ ნამცხვარი
არაფერი ისე არ დაეხმარება ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზებაში, როგორც კულინარიული ექსპერიმენტები მშობელთან ერთად. ეს პროცესი ავითარებს:
შეუქმენით ბავშვებს სასწავლებლად უნიკალური ატმოსფერო გემოებით, სუნითა და ხმით
"სამოტივაციო ველი" არის კონცეფცია, რომელიც 1951 წელს კურტ ლევინმა გამოიგონა. მან ირგვლივ მდებარე ობიექტების გავლენა შეისწავლა ადამიანის განვითარებაზე. ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება მარკეტინგში. ძალიან ბევრი პედაგოგი და ფსიქოლოგიც აღნიშნავს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის სასწავლო მასალის ათვისებაში სამოტივაციო ველს. მაგალითად, მიუტანეთ საყვარელი ვაშლი რთული ამოცანის ამოხსნისას.
მიეცით ბავშვს სკოლის გაცდენის უფლება
წარმატებას აღწევენ არა ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ სასკოლო საგნებსა და ქულებზე არიან ორიენტირებულნი, არამედ მოხერხებული ხალხი, რომლებიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. ზოგჯერ სკოლაში წასვლის ნაცვლად, მიეცით უფლება, მოაწყონ განტვირთვის დღე და იფიქრონ ახალ შესაძლებლობებზე.
სკოლის გაცდენა ხანდახან სასარგებლოა:
ხანდახან მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ზარმაცი მშობელი
თუ ზოგჯერ არ მოუმზადებთ საჭმელს და არ დაეხმარებით საშინაო დავალებების შესრულებაში, ეს ყოველივე დამოუკიდებლობისა და ინიციატივის უნარის განვითარებაში დაეხმარება. ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. რაც უფრო დიდი ასაკისაა ბავშვი, მით მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებაა შესაძლებელი. ძაღლის გამოკვება, ფეხსაცმლის გასუფთავება, ტანსაცმელების დაწყობა ყველა ბავშვს შეუძლია. მიეცით მათ შესაძლებლობა, იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ საკუთარი მოვალეობა ოჯახში.
მკითხველის კომენტარები
(1)
ამ სტატიის კითხვისას,მდიდარი ოჯახის შვილები,გასკდნენ სიცილით))