საზოგადოება
19.06.2020 / 13:06
შრიფტის ზომა:

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაგეგმილი აქციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ.

რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მარშრუტები თავისუფლების მოედანზე დატრიალდებიან და მარჯვენა სანაპიროზე გავლენ, საიდანაც თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებენ.

ავტობუსების - N31, N37 და N46 მარშრუტები მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმართულებით მოძრაობისას, ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით ისარგებლებენ და მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, იმავე მარშრუტით კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან, შემდეგ კი გადაადგილებას დადგენილი სქემით შეძლებენ.

რაც შეეხება N20, N3 და N95 მარშრუტებს, მათ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, სქემა არ ეცვლებათ. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავლენ და კვლავ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მარჯვენა სანაპიროსკენ გააგრძელებენ, ხოლო შემდგომ ზაარბრიუკენის ხიდის მეშვეობით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N124 ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგურ "რუსთაველის" ნაცვლად, ბარათაშვილის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს; N80 მარშრუტი კი თავისუფლების მოედანზე დატრიალდება და მოძრაობას ე.წ. კონკასთან დაასრულებს.

მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N64, N72, N120, N133, N137 და N170 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის ქუჩიდან ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან და ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ; N10, N140 და N149 მიკროავტობუსები კოტე აფხაზის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. შემდგომ გადავლენ მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან, ჭანტურიას ქუჩიდან კი შეეძლებათ, დადგენილი სქემით იმოძრაონ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები | Allnews.Ge

ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები

მსოფლიოში 2,095 მილიარდერიდან 30 წლამდე მხოლოდ ათია. ბედმა აშშ-ის, ბრაზილიის, გერმანიის, ჰონგ კონგის, ირლანდიისა და ნორვეგიის ქვეყნების მოქალაქეებს გაუღიმათ.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიის მიზეზით, ბევრმა კომპანიამ ეკონომიკური ზიანი განიცადა, Forbes-ის სიაში 3 ახალგაზრდა მილიარდერი მაინც გამოიკვეთა.

წარმოგიდგენთ 2020 წლის მილიარდერების სიის ყველაზე ახალგაზრდა წევრებს:

კაილი ჯენერი

ასაკი: 22

ბიზნესის ღირებულება: 1 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: კოსმეტიკა

სახელგანთქმული მაკიაჟის მაგნატი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. ნოემბერში მან Kylia Cosmetics- ის 51%-იანი წილი მიჰყიდა სილამაზის გიგანტს Coty Inc.- ს 600 მილიონ დოლარად.

ალექსანდრა ანდრესენი

ასაკი: 23

ბიზნესის ღირებულება: 1,1 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: საინვესტიციო ფირმა

კატარინა ანდერსენი

ასაკი: 24

ბიზნესის ღირებულება: 1,1 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: საინვესტიციო ფირმა

2007 წელს ნორვეგიელმა დებმა მემკვიდრეობით მიიღეს ოჯახის საკუთრებაში არსებული საინვესტიციო კომპანია Ferd- ის 42%. მათი მამა იოჰანი კვლავ მართავს Ferd- ს და აკონტროლებს ხმის უფლების 70%-ს ორმაგი კლასის წილის სტრუქტურის მეშვეობით.

გუსტავ მაგნარ ვიცო

ასაკი: 26 წლის

ბიზნესის ღირებულება: 2.3 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: თევზის მეურნეობა

ვიცო ფლობს სალმარის ASA– ს თითქმის ნახევარს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ორაგულის მწარმოებელს, რომელსაც კვლავ მისი მამა მართავს.

ევან შპიგელი

ასაკი: 29 წლის

ბიზნესის ღირებულება: 1,9 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: Snapchat

Snapchat- ის დამფუძნებელი მსოფლიოში ვაჭრობითი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა აღმასრულებელი დირექტორია.

პედრო დე გოდოი ბუენო

ასაკი: 29 წლის

ბიზნესის ღირებულება: 1,1 მილიარდი დოლარი

სიმდიდრის წყარო: დიაგნოსტიკური მომსახურება

მილიარდერების რიგებში ახალმოსული პედრო არის გარდაცვლილი ედსონ დე გოდოი ბუენოს (ოდესღაც ბრაზილიის ყველაზე მდიდარი სამედიცინო მილიარდერის) შვილი. ბუენო არის ლაბორატორიული მომსახურების ფირმის Diagnosticos da America SA– ს აღმასრულებელი დირექტორი და უდიდესი აქციონერი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი აქციები თითქმის გასამმაგდა.