
სანტა კრუზ დელ იზლოტი (Santa Cruz del Islote) არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული. იგი კოლუმბიის სანაპიროებთან მდებარეობს.
კუნძულზე 500 ადამიანი ცხოვრობს. ფეხბურთის სტადიონის ზომის კუნძულზე დაახლოებით 30-მდე საცხოვრებელი სახლია. კუნძული სან ბერნადოს არქიპელაგს ეკუთვნის, ის ადამიანის ხელით შექმნილი კუნძულია. კუნძულზე 4 მთავარი ქუჩა და 10 უბანია. აქ ვერ შეხვდებით ავტომობილებსა და მოტოციკლებს.
კუნძულს ელექტროენერგიით 2 მზის პანელის სადგური და გენერატორი ამარაგებს.
ადამიანები კუნძულზე თავს ძირითადად თევზაობით ირჩენენ. ამასთან, ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ტურიზმია.
იხილეთ ვიდეო: