
სინგაპურის მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, მშობლებსა და ახალშობილებს ერთჯერადი ფულადი დახმარება დაენიშნებათ. მიზეზად კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ფინანსური კრიზისი სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
ვიცე პრემიერ- მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირება გამოიწვია.
"ჩვენ მივიღეთ უკუკავშირი მოსახლეობისგან იმის შესახებ, რომ covid-19- მა მშობლების გეგმების შეცვლა გამოიწვია. ჩვენ ერთჯერადად, დამატებით დახმარებას გავუწევთ ახალშობილებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შობადობის შემცირება არ მოხდეს"- განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა ჰენგ სვიტ კიტმა ორშაბათს პარლამენტში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებითი ფულადი დახმარება მიზნად ისახავს შობადობის გაზრდას სინგაპურში. შეღავათები აქამდეც არსებობდა, მაგალითად, მშობლები ერთ შვილზე 7,330 აშშ დოლარის შეღავათით სარგებლობდნენ.
ვიცე-პრემიერის თქმით, კუნძულოვანი ქვეყანა პანდემიის გამო ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ნაყოფიერების მაჩვენებელს. სინგაპურში შობადობის მაჩვენებელი უკვე ერთ – ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სინგაპურის მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, მშობლებსა და ახალშობილებს ერთჯერადი ფულადი დახმარება დაენიშნებათ. მიზეზად კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ფინანსური კრიზისი სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
ვიცე პრემიერ- მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირება გამოიწვია.
"ჩვენ მივიღეთ უკუკავშირი მოსახლეობისგან იმის შესახებ, რომ covid-19- მა მშობლების გეგმების შეცვლა გამოიწვია. ჩვენ ერთჯერადად, დამატებით დახმარებას გავუწევთ ახალშობილებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შობადობის შემცირება არ მოხდეს"- განაცხადა ვიცე პრემიერ-მინისტრმა ჰენგ სვიტ კიტმა ორშაბათს პარლამენტში.
გადაწყვეტილების მიხედვით, დამატებითი ფულადი დახმარება მიზნად ისახავს შობადობის გაზრდას სინგაპურში. შეღავათები აქამდეც არსებობდა, მაგალითად, მშობლები ერთ შვილზე 7,330 აშშ დოლარის შეღავათით სარგებლობდნენ.
ვიცე-პრემიერის თქმით, კუნძულოვანი ქვეყანა პანდემიის გამო ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო აზიანებს ქვეყნის ნაყოფიერების მაჩვენებელს. სინგაპურში შობადობის მაჩვენებელი უკვე ერთ – ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.
მკითხველის კომენტარები
(1)
ასე უნდა მოიქცეს ასაქრთველოც იყოს ერთჯერადი და მსუყე დახმარება რომ გაზარდონ ბავშვი შობადობაც გაიზრდება და ჯანმრთელობაც