28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
12.10.2020 / 10:10
შრიფტის ზომა:

ყარაბაღის კონფლიქტი: წარსული, აწმყო, მომავალი

შესავლისთვის

საქართველოში სომხეთსა და აზერბაიჯანს სათანადოდ კარგად არ იცნობენ. ნებისმიერ უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის სამ საგანმანათლებლო საფეხურს (ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტორანტურას) ისე დაამთავრებ, რომ ერთი სემესტრის მანძილზე არავინ გასწავლის ამ ქვეყნების ისტორიას.

საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ ქართველთა უმრავლესობა დასავლეთის ქვეყნებს უფრო სტუმრობს, ვიდრე უახლოეს სამეზობლოს. ხშირად თავი ისე გვიჭირავს, თითქოს სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან შორს არიან. მათთან კავშირს, ძირითადად, ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეები ინარჩუნებენ. არადა, თუ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შიდარეგიონული ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ვერ მოხერხდა და განჭვრეტად მომავალში ვერ მოხერხდება ერთიანი ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სივრცის შექმნა. შენგენის მოდელზე აწყობილი "უსაზღვრებო კავკასია" ჯერჯერობით ქიმერაა, რომელიც ფეხზე მობმული ლოდივით მიჰყვება ევროინტენგრაციის გზაზე მიმავალ საქართველოს. უფრო მეტიც, სამხრეთ კავკასიაში საზღვრის თითოეული გოჯისთვის ბევრს ომობენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ისტორია ამ ყველაფრის თავი და თავი ყარაბაღის კონფლიქტია, რომელიც ბევრს ჰგონია, რომ 1988 წელს ან თუნდაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაიწყო.

სინამდვილეში, ისტორია ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია. ეს კონფლიქტი იმდენად არის ისტორიული, ისტორიულ მეხსიერებასა და ორი მხარის კატეგორიულად დაპირისპირებულ ნარატივებზე აგებული, რომ ისტორიის ცოდნის გარეშე ჩვენც ვერაფერს გავიგებთ.

ასე განსაჯეთ, პირველი საჯარო დებატი სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა ლიდერებს შორის მიმდინარე წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა. ორმა დილეტანტმა "ისტორიკოსმა" დისკუსიის 45 წუთიდან 30 წუთი ისტორიაზე კამათს დაუთმო. არა 1990-იანი წლების ან კიდევ უფრო ახალ პერიოდზე, არამედ ანტიკურ ხანაზე, შუა საუკუნეებზე, მეცხრამეტე საუკუნეზე და ა.შ. პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამზადებულ, მათ მიერ შემოთავაზებულ ნარატივებს ჩვენ ვერ დავეყრდნობით, ამიტომ შევეცადოთ მეტ-ნაკლები ობიექტურობით აღვადგინოთ ეს ისტორია.

სომეხთა და აზერბაიჯანელთა კოლექტიური მეხსიერებები ხშირ შემთხვევაში კონსტრუირებულია და ისინი პოლიტიკური მიზნებისკენ არის მიმართული. ამ მეხსიერებებში არამარტო ყარაბაღია ამოსავალი წერტილი, არამედ იქვეა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საკითხი; ყარსის, ზანგეზურისა და ნახჭევანის ისტორიები; არც ბაქოსა და შუშაში ხოცვა-ჟლეტათა თემატიკა იკავებს უკანასკნელ ადგილს სიძულვილის მეხსიერებაში. ამიტომ, ჩვენც უფრო ფართო დიაპაზონზე უნდა ვისაუბროთ.

კავკასიაში ბოლო სომხური სახელმწიფო XI საუკუნეში განადგურდა და სომხეთს სახელმწიფოებრიობა 1918 წლამდე აღარ ღირსებია. აქედან მოყოლებული, ვიდრე XIX საუკუნეში რუსეთის მიერ კავკასიის ოკუპაციამდე, რეგიონში სომხური მოსახლეობის ხვედრითი წილი კლებულობდა და ამის საპირისპიროდ იზრდებოდა მუსლიმური დემოგრაფიული ელემენტი.

საკუთარ სახელმწიფოებრიობას მოკლებული, არამეგობრულ გარემოში დარჩენილი სომხები უსაფრთხო გარემოს ეძებდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს აფარებდნენ თავს. აქედან გაჩნდნენ სომხური დიასპორები ინდოეთიდან კალიფორნიამდე და პეტერბურგიდან ეთიოპიამდე.   საკუთრივ "ისტორიულ სომხეთში" ყველაზე მეტად ეთნიკური სომხური ელემენტი სწორედ ყარაბაღის მიუდგომელმა მთებმა შემოინახეს. იქ იყვნენ გამაგრებულნი სომეხი ნახარარები (დიდებულები). ეს დიდმნიშვნელოვანი ფაქტორია სომეხთა კოლექტიური მეხსიერებისთვის.

თუმცა, 1828-1829 წლებში რუსეთის მიერ ერევნისა და ყარაბაღის სახანოების აღების მომენტისთვის ადგილზე სომხური მოსახლეობა არ აჭარბებდა 20%-ს. აზერბაიჯანელთა მეხსიერებაში დალექილი ამ ისტორიის ცოდნის გარეშე ვერ გავიგებთ თუ რას გულისხმობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი, როდესაც ის 2018 წელს აცხადებდა "ერევანი ჩვენი ისტორიული მიწაა და ჩვენ, აზერბაიჯანელები უნდა დავბრუნდეთ ამ ისტორიულ მიწებზე." ვიღაცას ის შეიძლება გიჟიც ეგონა, მაგრამ არა, პოპულისტმა პოლიტიკოსმა იცის თავისი ხალხის ისტორიული მეხსიერების იმპულსები და სენტიმენტები.

1828 წელი წყალგამყოფია, რადგან მას შემდეგ უკუპროცესი დაიწყო: რუსეთ-ოსმალეთის ყველა შემდეგი ომს მუსლიმთა ოსმალეთში ემიგრაცია და ოსმალეთიდან სომხების ჩამოსახლება მოსდევდა. ამრიგად, 1917 წელს, რუსეთის იმპერიის აღსასრულისთვის ყარაბაღში სომეხთა ხვედრითი წილი დაახლოებით 75%-ს, ნახჭევანში 40%-ს, ერევანსა და ზანგეზურში (დღევანდელი სიუნიქი, ირანთან მოსაზღვრე სომხეთის სამხრეთი ნაწილი) 50%-ს აღწევდა. შედარებით ნაკლებნი იყვნენ სომხები ყარსში. ამრიგად, ფაქტობრივად არც ერთი მაზრა (რაიონი) არ ყოფილა უდავო, ყველაფერი სადავო იყო.

რუსეთის იმპერიაში სომხეთი და აზერბაიჯანი არ არსებობდნენ; იყო ერევნის, განჯისა და ბაქოს გუბერნიები. ერევანსა და ყარაბაღს ერთმანეთისგან მაღალი მთები აშორებთ. მეცხრამეტე საუკუნეში მატარებლით ჯერ ერევნიდან ტფილისში, შემდეგ ტფილისიდან განჯაში და განჯიდან ყარაბაღში უნდა ჩასულიყავი. ამიტომ, ყარაბაღი განჯის გუბერნიის შემადგენლობაში მოხვდა. განჯა კი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შობილი აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ცენტრი იყო. ამასთანავე, ბაქოში სომხური პლუტოკრატია (მდიდარი სომხობა) რუსულ ადმინისტრაციასთან ერთად დომინირებდა და მუსლიმი მუშები მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ. ამ კომპლექსურ ვითარებას ჯერ მეფის და შემდეგ საბჭოთა იმპერიები საკუთარი რეპრესიული აპარატებით აკონტროლებდნენ, მაგრამ რამდენჯერაც იმპერია შეირყა, იმდენჯერ იფეთქა დაძაბულობამ და უმოწყალო სისხლისღვრაში გადაიზარდა. ასე მოხდა 1905 და 1917 წლის რევოლუციების შემდეგ, ასე მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესშიც. 1918-1920 წლების სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველმა რესპუბლიკებმა არაერთხელ იომეს და არაერთი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს ბაქოში, ყარაბაღში, ნახჭევანში, ზანგეზურში თუ სხვაგან. მაგრამ მაშინ ის მაინც ხერხდებოდა, რომ სომხეთის პარლამენტში აზერბაიჯანული, ხოლო აზერბაიჯანულ პარლამენტში სომხური ფრაქციები არსებობდნენ; ორი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ ტფილისში ან პარიზში, ხელს აწერდნენ შეთანხმებებს და ა.შ. დღეს ვითარება გაცილებით უფრო რადიკალური და პოლარიზებულია, ყველაზე გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც არ შეუძლია ორი ქვეყნის პარლამენტებში საპირისპირო მხარეთა ფრაქციების წარმოდგენა.

1918 წლის მიწურულს სამხრეთ კავკასიაში შემოსულმა ბრიტანულმა ჯარებმა სტატუს ქვო უცვლელი დატოვეს, იხელმძღვანელეს რა რუსეთის ყოფილი იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფითა და ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული გათვლებით, სომხური უმრავლესობით დასახლებული ყარაბაღი აზერბაიჯანს მიაკუთვნეს, ხოლო ერევანი, ზანგეზური, ნახჭევანი და ყარსი სომხეთს. მოგვიანებით აზერბაიჯანელმა აჯანყებულებმა მუსლიმი უმრავლესობით დასახლებული ნახჭევანი დაიკავეს, ხოლო 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ყარსი თურქეთს გადასცა. ყარაბაღი საკვანძო ადგილი იყო სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დასრულების გზაზე. 1920 წლის მარტში იქ დაწყებულმა სომხურმა აჯანყებამ, ამას მოყოლილმა სისხლისღვრამ და ორი სახელმწიფოთა არმიების ფრონტზე მობილიზაციამ ბაქო სრულიად დაუცველი დატოვა, სადაც უბრძოლველად შევიდა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული წითელი არმია და აზერბაიჯანის გასაბჭოება განახორციელა. სამხრეთ კავკასიაში უბრძოლველად გადმოსული ბოლშევიკებისთვის ერევნისა და ტფილისის დაკავება მხოლოდ თვეების საკითხიღა იყო. 1920-იანი წლების საბჭოთა ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული სტატუს ქვო დიდწილად უცვლელი დატოვა: ნახჭევანი და ყარაბაღი აზერბაიჯანს, ხოლო ერევანი და ზანგეზური სომხეთს მიაკუთვნა. კომუნისტური მმართველობის 70 წლის მანძილზე სომხეთიცა და აზერბაიჯანიც ჰომოგენიზაციისკენ, მონოეთნიკურობისკენ ისწრაფვოდნენ. შედეგად, სომხეთი ბევრად უფრო "სომხური" გახდა და აზერბაიჯანი ბევრად უფრო "აზერბაიჯანული". საბჭოთა მმართველობის საწყის წლებში შეიქმნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი. თუმცა მას ეთნიკური ჰომოგენიზაციისკენ მიმართული ცვლილებები არ შეხებია და ინარჩუნებდა ავტონომიურ მმართველობას. ავტონომიას, ძირითადად, მართავდა სომხური უმრავლესობა, ხოლო ეკონომიკურად და ინფრასტრუქტურულად ის აზერბაიჯანზე იყო მიბმული. აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ უნდა გამოგვრჩეს: ყარაბაღის ისტორიული რეგიონი განსხვავდება მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქისგან. ისტორიული რეგიონი მოიცავს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსაც და ოლქის გარშემო სომხეთის მიერ დღეის მდგომარეობით ოკუპირებულ შვიდ რაიონსაც.

ანუ, დღეს ბრძოლა მიდის არა ოლქისთვის, ესე იგი ადმინისტრაციული ერთეულისთვის, არამედ ისტორიული რეგიონისთვის. ამ მხრივაც ზედმიწევნით ისტორიულ მეხსიერებაზეა აგებული კონფლიქტი.

ამ მეხსიერებაში ასევე მნიშვნელოვანია 1915-1923 წლებში, ჯერ ოსმალეთის იმპერიიდან, შემდეგ თურქეთის რესპუბლიკიდან, სომხების განდევნა და ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც თავად სომხები გენოციდს უწოდებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი იყო საბჭოთა კავშირის მოსაზღვრე ნატოს წევრი სახელმწიფო, ხოლო ისტორიულად თურქეთისადმი შიში კავკასიელ ქრისტიანებში ყოველთვის იწვევდა რუსეთისადმი მეტ ლოიალობას, საბჭოთა სომხეთში ხდებოდა გენოციდის მეხსიერების კულტივირება, მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლის ჰეროიზაცია, სომეხი ერის ვიქტიმიზაცია და ა.შ. მაგალითად, 1965 წელს ერევანში გაიმართა გენოციდის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი დემონსტრაცია, ხოლო 1967 წელს აღიმართა გენოციდის დიდი მემორიალი (ციცერნაკაბერდი).

მუსლიმთა წინააღმდეგ ეგზისტენციური ბრძოლა და ამ ბრძოლაში რუსეთის დახმარება ისტორიის ყველა სომხური სახელმძღვანელოს განუყოფელი ნაწილი იყო. ნებსით თუ უნებლიეთ, მეხსიერების ასეთი კონსტრუირება გაუცხოებას თესავდა არამხოლოდ თურქების, არამედ აზერბაიჯანელების მიმართაც. მიხეილ გორბაჩოვის მიერ ინიცირებულმა "პერესტროიკისა" და "გლასტნოსტის" პოლიტიკამ, საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაციამ და შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურების მორყევამ სომეხ-აზერბაიჯანელთა დაგროვილ ნაციონალისტურ ემოციებს გასაქანი მისცა. ამავე პერიოდში, გორბაჩოვმა დაიწყო ძველი, იური ანდროპოვის პროტეჟეების პოლიტიკიდან ჩამოშორება. 1987 წელს თანამდებობა დატოვა კრემლში აზერბაიჯანული საკითხის მთავარმა ლობისტმა, სკკპ პოლიტბიუროს წევრმა და სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ – ჰეიდარ ალიევმა.

კრემლი დასუსტდა, ხოლო კრემლში აზერბაიჯანის საკითხს "პატრონი" აღარ ჰყავდა. შედეგად, შესუსტდა აზერბაიჯანში კომუნისტთა ხელისუფლებაც და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებს ტონს უკვე ქუჩაში მყოფი ნაციონალისტები აძლევდნენ. ამის პარალელურად, 1988 წელს სომხური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ყარაბაღის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო. დაიწყო კონფლიქტი. შეტაკებებისა და ხოცვა-ჟლეტის არეალი ხშირად სცდებოდა ყარაბაღს.

ასეთი ეთნო-კონფლიქტები თავად სსრკ-ის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. ამიტომ, პირველ ეტაპზე კრემლმა მისი დარეგულირება სცადა, მაგრამ მოსკოვის ძალაუფლება დასასრულისკენ მიექანებოდა და მას საკმარისი ძალა აღარ შესწევდა.

მოგვიანებით მოსკოვში გადააფასეს მიმდინარე მოვლენები: სომხეთის მხრიდან ყარაბაღისთვის იბრძოდნენ საბჭოთა ფუნქციონერები, ხოლო აზერბაიჯანში უკვე ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა, რომლისთვისაც არც ანტირუსული განწყობა იყო უცხო. ისტორიულ მოკავშირედაც სომხეთი უფრო სჩანდა, ვიდრე აზერბაიჯანი. ამიტომ, ნელ-ნელა კრემლის სიმპათიები სომხებისკენ გადაიხარა. 1990 წელს საბჭოთა ჯარებმა ბაქოში მოაწყვეს "შავი იანვარი" – აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაგრძელდა ინტენსიური სამხედრო მოქმედებები. მართვის გამოცდილებას მოკლებულმა აზერბაიჯანელმა ნაციონალისტებმა ფრონტის ხაზზეც და ეკონომიკაშიც ფიასკო განიცადეს. ამას მოჰყვა ჯერ ნახჭევანში, ხოლო შემდეგ ბაქოში ჰეიდარ ალიევის დაბრუნება და მისი ხელისუფლებაში მოსვლა. ალიევი, ფაქტობრივად, წაგებულ ომში დაბრუნდა აზერბაიჯანში. 1994 წელს ხელი მოეწერა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. სომხეთი ფორმალურად დღემდე არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ("არწახის") დამოუკიდებლობას, მაგრამ ახორციელებს მის ეფექტურ კონტროლს. აზერბაიჯანმა მძიმე მარცხი განიცადა, მან დაკარგა არამხოლოდ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, არამედ მის გარშემო კიდევ შვიდი რაიონი. 1990-იანი წლების ქაოსში, ეკონომიკურ რეცესიასა და კორუფციაში ჩაფლულ ქვეყანას ომის მოგება არ შეეძლო.

ყარაბაღში სამშვიდობოები ან საერთაშორისო დამკვირვებლები არ განუთავსებიათ. ამიტომ, უკვე 26 წელია ადგილზე ვითარება ფეთქებადსაშიში რჩება და პერიოდულად განახლებული შეტაკებების დროს მტყუან-მართალის გარჩევა ყოველთვის ჭირს. ეუთოს ფარგლებში შექმნილია მოლაპარაკებათა პოლიტიკური მექანიზმი – ე.წ. "მინსკის ჯგუფი", რომლის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა ამ მექანიზმს ხელშესახები შედეგისთვის არ მოუღწევია.

წყარო- Publika.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყარაბაღის კონფლიქტი: წარსული, აწმყო, მომავალი | Allnews.Ge