საზოგადოება
24.08.2018 / 07:08
შრიფტის ზომა:

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის

საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მერკელის განცხადებით, კვოტები გარკვეული სპეციალობებისთვის შეიქმნება, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება", - განაცხადა მერკელმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის მიცემის საკითხი მერკელთან დღევანდელ შეხვედრაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დააყენეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, მათ გერმანიის კანცლერისგან მიიღეს დაპირება, რომ გერმანია ამ კუთხით მუშაობას დაიწყებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მსოფლიო მონარქების 7 უცნაური ჩვევა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ | Allnews.Ge

მსოფლიო მონარქების 7 უცნაური ჩვევა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

ისტორიამ ბევრი ისეთი ცნობილი პიროვნების სახელი შემოინახა, რომელიც საკმაოდ უცნაური, ზოგჯერ კი, ექსცენტრული ჩვევებითა და არაორდინარული ქცევებით გამოირჩეოდა, თუმცა იყვნენ ისეთი მმართველებიც რომელთა უცნაურობებს ძნელია რომ ამაზრზენი არ უწოდო. დღეს, სწორედ იმ მსოფლიო მონარქების 7 უცნაურობას წარმოგიდენთ, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, შოკში ჩაგაგდებთ.

ჰენრი VIII - ბრიტანეთის მეფე მეფეს ყოველთვის თან საგანგებოდ შერჩეული ბიჭი ახლდა, რომელსაც მონარქისთვის პორტატული ტუალეტი დაჰქონდა, მას გახდაშიც ეხმარებოდა და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ უკანალსაც უსუფთავებდა. ასეთ ახალგზრდებს "ტუალეტის ბიჭს" უწოდებდნენ და როგორც წესი, მათ მეფესთან დაახლოებული კეთილშობილური ოჯახებიდან ირჩევდნენ. "უკანალის მწმენდავის" თანამდებობა ინგლისში დაახლოებით 4 საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

კრისტიან VII - დანიის მეფე ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელს, ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ვაჟს - კრისტიან VII ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გამუდმებით მასტურბაციით იყო დაკავებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე დანიის პარლამენტის სხდომაც კი ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. მსგავსმა შეკრებებმა დანიის კარზე არსებული პრობლემა ვერ მოაგვარა.

ხუანა I შეშლილი - ესპანეთის დედოფალი მეუღლის, ფილიპე I- ის გარდაცვალებამ დედოფალს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა, ჭკუიდან შეშლი ხუანა გარდაცვლილის ცხედარს მთელი წლის განმავლობაში საკუთარ ოთახში ინახავდა და მას ისე ეპყრობოდა თითქოს ფილიპე I ცოცხალი ყოფილიყო. ყველა კითხვაზე კი დედოფალი მტკიცედ პასუხობდა, რომ მისი ქმარი მალე გაიღვიძებდა.

ჩარლზ II - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე ჩარლზ II სტიუარტი მსოფლიოში ცნობილი თავისი უჩვეულო პარიკის წყალობით გახდა: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეფემ ის სწორედ იმ საყვარლების ბოქვენის თმისგან დაამზადა, ვისთანაც ის სარეცელს იყოფდა.

მარია ელეონორა ბრანდენბურგელი - შვედეთის დედოფალი ამ ქალბატონმა კი სახელი იმით გაითქვა, რომ გარდაცვლილი მეუღლის, შვედეთის მეფის გუსტავ ადოლფის გულს სპეციალურ ზარდახშაში, საკუთარ საწოლთან ინახავდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ზარდახშასთან რამდენიმე ღამე მისმა პატარა ქალიშვილმაც გაატარა, რის შემდეგაც გოგონამ სერიოზული ფსიქიკური ტრავმა მიიღო, რისგანაც სიცოცხლის ბოლომდეც კი ვერ განიკურნა.

ფარუკი - ეგვიპტის მეფე ეგვიპტის მმართველი მთელ მსოფლიოში ცნობილი თავისი პორნოგრაფიული ფილმების კოლექციით გახდა, რომლებზეც ძირითადად, არაბი კაცების ახალგაზრდა ბიჭებთან სქესობრივი აქტი იყო აღბეჭდილი. 1952 წლის ეგვიპტის რევოლუციის დროს მისი ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მისი "ოქროს კოლექციაც" მთლიანად გაიძარცვა.

"მეფე - მზე" ლუი XIV - საფრანგეთის მეფე

რაც შეეხება ამ მონარქს, ის ყველა სხვა დანარჩენისგან რადიკალურად გამოირჩეოდა. ჭორების თანახმად, მეფეს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება პირდაპირ საკუთარ ტახტზე უყვარდა და ამის გაკეთებას არც შეხვედრების დროს ერიდეობდა. "მეფე - მზეს" საპირფარეშოს გაგონებაც კი არ სურდა, ხოლო უსიამოვნო სუნი რამენაირად რომ გაექრო მონარქმა მთელს სასახლეში ყვავილები დარგო და დიდი რაოდენობით სუნამოსაც იყენებდა.