"ადამიანი-მაღვიძარა", "დაკრძალვის კლოუნი", "საპირფარეშოს დამხმარე"- პროფესიები, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ | Allnews.Ge

"ადამიანი-მაღვიძარა", "დაკრძალვის კლოუნი", "საპირფარეშოს დამხმარე"- პროფესიები, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ

ჩვენს გარშემო არსებული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება. ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ მეორე ქალაქში რომ ახლობელს დალაპარაკებოდით, ფოსტაში უნდა შეგეკვეთათ საქალაქთაშორისო ზარი და ტელეფონისტის მომსახურეობით გესარგებლათ, ხოლო საუკეთესო რძეს თავად მემაწვნე ან მერძევე მოგიტანდათ ბინაზე. დღესდღეობით არაერთმა პროფესიამ, რომელიც წარსულში ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებობა შეწყვიტა.

წარმოგიდგენთ პროფესიებს, რომლებიც დღეს აღარ არსებობს.

წყლის დამატრებელი

მე-20 საუკუნებმდე მსოფლიოში ეს პროფესია საკმოად ფართოდ იყო გავრცელებული.  მათ წყალი ქალაქის ქუჩებში დაჰქონდათ და გამვლელებზე ჰყიდდნენ.

 

დაკრძალვის კლოუნი

ამ პროფესიის ადამიანს გარდაცვლისის ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა და მთელი დღე მისი გვამის გარშემო ემღერა და ეხუმრა-ამაში მდიდარი რომაელები ფულს უხდიდნენ. ძველ რომაელებს მიაჩნდათ, რომ ამ მეთოდებით ბოროტ სულებს დააფრთხობდნენ და თანაც, თუ მიცვალებულს მხიარულად გააცილებდნენ, მას იმ ქვეყნადაც უდარდელი ცხოვრება ექნებოდა.

კეგლების დამწყობი

ბავშვები, რომლებიც კეგლებს აწყობდნენ ბოულინგში, ავტომატებმა შეცვალა.

ადამიანი-მაღვიძარა

ადამიანმა-მაღვიძარამაც კარგა ხანია არსებობა შეწყვიტა. გაღვიძებაში დღეს ჩვენ ათასნაირი გაჯეტი გვეხმარება.

საპირფარეშოს დამხმარე

ძველ დროში მონარქების უმეტესობას ე.წ. საპირფარეშოს დამხმარე ჰყავდა. ეს პროფესია სულაც არ იყო სამარცხვინო და მას როგორც წესი დიდგვაროვანთა შვილები ითავსებდნენ.

ყინულის მჭრელები

ეს პროფესია გამოიყენებოდა ყინულის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად. თანამედროვე მაცივრების ეპოქაში ამ პროფესიამ თავისი ფუნქცია დაკარგა.

ადამიანი-რადარი

თქვენ წარმოდგინეთ, ასეთი პროფესიაც არსებობდა. მტრის თვითმფრინავების აღმოჩენა დღეს მთლიანად ავტომატიზირებულია.

ვირთხების დამჭერი

ევროპაში ათიათასობით ადამიანი იყო დაკავებული ვირთხების პოპულაციის კონტროლით, რათა დაეცვათ საზოგადოება უამრავი საშიში ინფექციის გავრცელებისაგან.

კავალერია

ძველ დროში კავალერია ჯარის განუყოფელი ნაწილი იყო. ცხენებზე ამხედრბეული ჯარისკაცები საომარი მოქმედებების დროს მოწინააღმდეგეს თავს ესხმოდნენ. კავალერია ბოლოს მე-2 მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. დღეს ისინი ტანკებმა ჩაანაცვლეს.

მეფანრე

 სანამ ელექტროობას გამოიგონებდნენ, ეს ადამიანები ანთებდნენ, აქრობდნენ და საწვავით უზრუნველყოფდნენ ქუჩის ფანრებს.