საზოგადოება
05.02.2018 / 10:02
შრიფტის ზომა:

უფლებები, რომლებიც საუდის არაბეთში ქალებს წელს მიენიჭება

უფლებები, რომლებიც საუდის არაბეთში ქალებს წელს მიენიჭება

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების გაფართოების მიმართულებით ბოლო თვეებში ხელშესახები ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, ქალებს ახლა უკვე შეუძლიათ ავტომობილის მართვა. ამისთვის ქალს მხოლოდ მეურვე მამაკაცის (ხშირ შემთხვევაში ეს ქმარი, მამა ან ძმაა) ნებართვა სჭირდება.

მიმდინარე წელს ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების ნებართვა მიეცათ. სპეციალური საოჯახო ტრიბუნები, სადაც ქალებს უშვებენ, იანვარში საუდის არაბეთის სამ სტადიონზე გამოჩნდა.

მარტიდან საუდის არაბეთში მოიხსნება საჯარო კინოთეატრებზე დაწესებული აკრძალვაც, რომელიც 35 წელი მოქმედებდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საუდის არაბეთში ქალებს ახლა უკვე რესტორნებში მუშაობაც შეეძლებათ. ექსპერიმენტის სახით ქალების სამსახურში პირველ ეტაპზე მხოლოდ 16 რესტორანში მიიღებენ.

რა შეიძლება ვნახოთ საუდის არაბეთში მოგზაურობის დროს - ფოტოგრაფი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

მიუხედავად ამისა, ბევრ სფეროში ქალებს მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. ქალებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 33% შეადგენს.

საუდის არაბეთში მეურვის ნებართვის გარეშე ქალს არ შეუძლია: გათხოვება, ბანკში ანგარიშის გახსნა, სამედიცინო ოპერაციების გაკეთება, პასპორტის ან ID-ბარათის აღება და სხვა. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ქუჩაში ცეკვისთვის ქალს დაპატიმრება ელის.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი იქნება თბილისის ახალი პარკი, რომელიც ყოფილ იპოდრომზე გაშენდება | Allnews.Ge

როგორი იქნება თბილისის ახალი პარკი, რომელიც ყოფილ იპოდრომზე გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი აშენდება. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას პარკის დეტალური გეგმა წარუდგინა. პროექტი მართლაც შთაბეჭდავია. მასზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს. თბილისის ცენტრალური პარკი 36 ჰექტარზე განთავსდება, ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. პარკის მშენებლობას სრულად დააფინანსებს "ქართუ".

პროექტის მიხედვით ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო    სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

პარკში განთავსდება ცხენოსნის ქანდაკება, როგორც ამ ტერიტორიის სიმბოლო. წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს თბილისის მომავალი ცენტრალური პარკის პროექტიდან: