უნიკალური კადრები: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა დუბაი, სანამ იქ ნავთობს აღმოაჩენდნენ | Allnews.Ge

უნიკალური კადრები: ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა დუბაი, სანამ იქ ნავთობს აღმოაჩენდნენ

ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოჩენამდე დუბაი მცირე დასახლებიან (800 ათასი) ერთ მშრალ და გვალვიან უდაბნოს წარმოადგენდა, თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში იქ ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა.

1958 წელს ბრიტანელებმა იქ ნავთობი აღმოაჩინეს (იმ დროისთვის საამიროები ბრიტანეთის მმართველობაში შედიოდა) 1970 წლის შემდეგ კი "შავი ოქრო" უკვე არაბების სრულ განკარგულებაში გადავიდა.

გთავაზობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქის უნიკალურ საარქივო კადრებს, რომლებიც ნათლად ასახავს თუ როგორ მოკრძალებულად გამოიყურებოდა ახლა უკვე მსოფლიოს ერთ - ერთი უმდიდრესი და ულამაზესი ქალაქი - დუბაი ნავთობის აღმოჩენამდე.  

ბურ - დუბაი 1960-იან წლები

წყალმომარაგება დუბაიში, 1960-იანი წლები

დუბაის ერთ-ერთი ყურე, რომელიც ადრე მარგალიტით ვაჭრობისა და თევზაობის პატარა ცენტრს წარმოადგენდა

აქლემების ქარავანი დუბაის გავლით მოგზაურობისას, 1960-იანი წლები

საათის კოშკი დეირას რაიონში, ქვიშითა და რამდენიმე შენობით გარშემორტყმული

დუბაის ბაზარი, 1960-იანი წლები

მამაკაცი, სანელებლებისა და ლიმონის გაყიდვის პროცესში კალიანის მოწევისას, 1960-იანი წლები

ასე გამოიყურება დუბაი ახლა