იზოლირებული ტომები მსოფლიოში, რომელთა ცხოვრების წესიც გაგაოცებთ
მსოფლიოს ყველაზე მეტად იზოლირებულ რეგიონებში არაერთი ტომი დღემდე უძველესი ტრადიციების მიხედვით აგრძელებს ცხოვრებას. მათ შეინახეს ტრადიციები, რომლებიც დიდი ხანია, რაც ცივილიზებულმა სამყარომ დაივიწყა.
ყველაზე მეტად იზოლირებული ტომები დედამიწის მიუვალ ადგილებში ცხოვრობენ მცირე თემებად.
ჰული ვიგმენი, ტარი, პაპუა- ახალი გვინეა
ტომის უჩვეულო ქუდები არც მეტი, არც ნაკლები ადამიანის თმისგანაა დამზადებული. ამ ტომის მამაკაცები თმას საკუთარი ქუდისთვის ან გასაყიდად იზრდიან.
მამაკაცები ასეთი ვარცხნილობით, სახეზე ყვითელი საღებავით, ბასრი ნაჯახით, ფოთლების წინსაფრითა და ლენტების ქამრით შიშის ზარს სცემენ მეტოქე ტომებს.
დოგონების ტომი, მალი, დასავლეთ აფრიკა
ბაობაბის ქერქისაგან დამზადებული თოკების გამოყენებით მამაკაცები ტრადიციულად გარს ერტყმიან ბანდიაგარის უზარმაზარ კლდეებს, რათა შეაგროვონ მტრედების, ან ღამურების ნაშთები. ნადავლს ისინი სასუქად იყენებენ ან კოლექციონერებზე ყიდიან. ამ ტომის 400 000 ადამიანზე მეტი 700 პატარა სოფელში ცხოვრობს.
მოცეკვავე ჩონჩხები - ჩიმბუს (სიმბუს) პროვინცია, პაპუა-ახალი გვინეა
ჩიმბუს ტომის ცეკვა წარმოიშვა მტრულად განწყობილი ტომების შეშინების მიზნით, რათა მათ ვერ გაბედონ სხვისი ტერიტორიის ხელყოფა.
ნენეტი, იამალის ნახევარკუნძული, ციმბირი
ეს ტომი წარმოდგენილია დაახლოებით 10 000 მომთაბარისაგან. ისინი მკაცრ ბუნებრივ პირობებს კარგად იტანენ. ხშირად ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება.
ჰიმბას ტომი, ნამიბია, აფრიკა
ნახევრადმომთაბარე ტომი, რომელიც ცხოვრობს ტალახისა და ნამსხვრევებისაგან აშენებულ სახლებში. მათი ცხოვრების სტილი ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა.