საინტერესო
21.12.2020 / 10:12
შრიფტის ზომა:

რატომ მზადდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ყავა კვერნის ექსკრემენტისგან?

ინდონეზიიდან ან ფილიპინებიდან დაბრუნებულ ტურისტებს იმის მოყოლა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებთ თუ რა გემრიელი და საუცხოო ყავის დაგემოვნება მოუწიათ ეგზოტიკურ სამოთხეში. ამ პოპულარულ სასმელს - ლუვაკს უწოდებენ, თუმცა საოცარი გემოვნური თვისებების მქონე ყავით თავის განებივრება მხოლოდ შეძლებულ ფენას თუ შეუძლი. ეს ყავის სახეობა - მსოფლიოში ყველაზე ძვირია, საბითუმო ფასი იწყება 100 $-დან კილოგრამზე, რაც მისი მოპოვების საკმაოდ უცნაური ფორმით არის განპირობებული.

  ლუვაკს, აზიური პალმის ციბეტის (იგივე მალაიზიური პალმის კვერნის) ექსკრემენტისგან იღებენ. ეს პატარა ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი მწიფე ყავის ნაყოფით იკვებება, მაგრამ მხოლოდ მარცვლის გარშემო არსებულ რბილობს გადაამუშავებს, ხოლო თავად მარცვლები ხელუხლებელი რჩება, მხოლოდ კუჭის წვენი თუ შლის ზოგიერთ ცილას, რაც მარცვლებს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ლუვაკის მოპოვება მე -20 საუკუნის დასაწყისში კუნძულ ბალიზე დაიწყო. იმ დროს, ჰოლანდიელი კოლონიზატორები ადგილობრივ მოსახლეობას ყავის დალევას უკრძალავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სტატუსით მათ მისი დალევა არ შეეფერებოდათ. მათი აზრით, წყალი მათთვის სრულიად საკმარისი იყო, თუმცა ბალელებს, რომლებსაც ყავა მთელი გულით უყვარდათ ევროპელები მარტივად "გააცურეს".   საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ინდონეზიამ უკვე დამოუკიდებლობა მოიპოვა, ბალიზე ჩასულმა ერთმა თავგადასავლების მაძიებელმა და ეგზოტიკის მოყვარულმა გამჭრიახმა იაპონელმა ყურადღება ამ უცნაურ გასტრონომიულ ჩვეულებაზე გაამახვილა. მან სასმელის დაგემოვნების ნებართვა ითხოვა და მისი ჰარმონიული, ნაზი და ორიგინალური გემოთი სრულიად აღფრთოვანებული დარჩა. ამის შემდეგ ლუვაკის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო.  

ორიგინალი ლუვაკის საბითუმო ფასი დღეს კილოგრამზე 250 დოლარზე ნაკლები არ არის, ვინაიდან ერთ ციბეტს დღეში არაუმეტეს 50 გრამი ყავის მარცვლის მოცემა შეუძლია. ამისთვის კი მან დაახლოებით 1 კილოგრამი ნაყოფი უნდა შეჭამოს.     თუ ფასი დაბალია, ეს როგორც წესი, ან არაბიკის ნაზავია ან ცხოველების ფერმებში წარმოებული ლუვაკია, სადაც მათ პატარა, მკვახე ნაყოფით კვებავენ, მაშინ როდესაც ველურ ბუნებაში ისინი საკვებად მხოლოდ ყველაზე წვნიან ნაყოფს ირჩევენ.

მკითხველის კომენტარები
(1)

ანი
22 დეკემბერი , 2020 19:12

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ სულ უფასოდ რომ შემომთავაზონ არ დავლევ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ მზადდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ყავა კვერნის ექსკრემენტისგან? | Allnews.Ge