
უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას მიმართავს და სთხოვს, შეუერთდეს რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების გათავისუფლების კამპანიას.
როგორც მარინა პოროშენკო თავის წერილში აღნიშნავს, ის იმედოვნებს, რომ მიშეილ ობამა შეუერთდება ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, წერილში აღნიშნულია, რომ 34 წლის უკარაინელი მფრინავი ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყში დემოკრატიისთვის იბრძოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსეთის დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტებისა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შობისა და ახალი წლის დღესასწაულები ძალიან ხშირად საჩუქრების ჩუქებასთან ასოცირდება. ადამიანების უმეტესობა მსოფლიოს მასშტაბით საყვარელ ადამიანებს საჩუქრებს ჩუქნის.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქარს მსოფლიოში, რომელიც შობის დღესასწაულზე აჩუქეს.
მასტიფი სახელად „ჯემი“- 1.5 მილიონი დოლარი
2014 წელს მამაკაცმა სახელად კრისი, შობას მეუღლეს ინგლისური მასტიფი სახელად „ჯემი“ აჩუქა. საყვარელი ადამიანის გახარება მას 1.5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.
თეთრი შობა- 2 მილიონი დოლარი
კალიფორნიაში თოვლი ძალიან იშვიათად მოდის. ცნობილმა წამყვანმა აარონ სპელინგმა გადაწყვიტა საკუთარი შვილების ოცნება აესრულებინა და შობას მათი სახლი თვალით დაფარულიყო. აარონს სპეციალური აპარატურის დაქირავება და ხელოვნური თოვლის საფარის შექმნა ჯამში 2 მილიონი დოლარი დაუჯდა.
პირადი ჩანჩქერი- 1.6 მილიონი
ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს ორიგინალური საჩუქრებით ანებრივრებდნენ. 2012 წელს ანჯელინამ ბრედს პირადი ჩანჩქერი აჩუქა.
ოქროს აბაზანა- 2.3 მილიონი
ცნობილმა მოკრივე მაიკ ტაისონმა მეუღლეს, რობინ გივენსს შობას არც მეტი, არც ნაკლები 24-კარატიანი ოქროს აბაზანა აჩუქა, რაც მას 2.3 მილიონი დაუჯდა.
ვილა სააჩუქრად- 2.6 მილიონი
ცნობილმა აზიელმა მომღერალმა აარონ კვოკმა შობის დღესასწაულზე შეყვარებულს (დღეს უკვე მის მეუღლეს) 2.6 მილიონად შეფასებული ვილა აჩუქა.
ყელსაბამი - 3 მილიონი
ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბეკჰემმა მეუღლეს, ვიქოტრია ბეკჰემს 2005 წელს აჩუქა ყელსაბამი, რომელიც 3 მილიონი დოლარი ღირდა.
ბრილიანტისა და ლალის ბეჭედი- 4.2 მილიონი
ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ელისაბედ ტეილორს მეუღლემ, რიჩარდ ბარტონმა 2011 წელს უზარმაზარი ბრილიანტებითა და ლალით გაფორმებული ბეჭედი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 4.2 მილიონს შეადგენდა.
მდიდრული სახლი- 88 მილიონი
რუსმა მილიარდერმა დმიტრი რიბოლოვლევმა 22 წლის ქალიშვილს, ეკატერინას შობას ვილა Sanford Weill Manhattan, რაში მილიარდერმა 88 მილიონი დოლარი დახარჯა.
ბრილიანტის სამკაული- 250 მილიონი
ამერიკელმა მაგნატმა ქალიშვილს- ეველინ უოლშ მაკლინს, რომელიც დღეს კომპანიას უძღვება, შობის დღესასწაულზე 94.8-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 250 მილიონია.
ორლოვის ბრილიანტი- შეუფასებელი
რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს ბრილიანტები ძალიან უყვარდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მას ერთ-ერთმა საყვარელმა თავადმა ორლოვმა მას კვერცხის ფორმის უზარმაზარი ბრილიანტი აჩუქა. თუმცა, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის ეკატერინემ სახელმწიფო ხარჯებით იყიდა და საჩუქრის ამბავი შეთხზა, რათა მისთვის სახელმწიფო ქონების გაფლანგვა არ დაებრალებინათ.
ბრილიანტის ფასი დღესაც არაა დადგენილი.
მკითხველის კომენტარები
(0)