საზოგადოება
17.02.2018 / 10:02
შრიფტის ზომა:

გურჯაანში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. ოჯახის ინფორმაციით, გამთენიისას სოფელ კალაურში, მათ საცხოვრებელ სახლში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

როგორც მალხაზ ამონაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა , სამართალდამცველების მხრიდან მუდმივად ხდება ზეწოლა და ამ შემთვევაშიც მას და მის ძმას ალექსი ამონაშვილს ქურდობაში დებენ ბრალს, რის გამოც მისი ძმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ყველამ იცის ჩვენ ვინც ვართ, როგორ ვშრომობთ და ვწვალობთ. სრულიად უსაფუძვლოდ მოვარდნენ, 25 -მდე შეიარაღებული პოლიციელი იყო. სპეცრაზმიც იყო მოსული. ისე შემოცვივდნენ თითქოს დამნაშავეები ვყოფილიყავით. მოპარულ ორ ტელევიზორს, იარაღს და ხელთათმანებს ეძებდნენ. ჩემი ძმა დაკითხვაზე წაიყვანეს და რამდენიმე წუთია რაც გამოუშვეს. მე ვფიქრობ, ეს ამბავი წარსულს უკავშირდება, რადგან მამაჩემი "მხედრიონის" წევრი იყო, რის შემდეგაც ჩვენს ოჯახზე მუდმივად ხდება რაღაცის დაბრალება", - განაცხადა მალხაზ ამონაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამონაშვილების ოჯახზე ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, ალექსი ამონაშვილი ქურდობის ფაქტზე დაწყებული საგამოძიებო პროცესის ფარგლებში დაკითხეს.

მკითხველის კომენტარები
(2)

ლუკა
21 მარტი , 2017 00:03

სხვა პლანეტებზე რა ფერის პასპორტები აქვთ?

ნიკო
20 მარტი , 2017 20:03

რატომ აქვს თინა ხიდაშელს საქართველოს ლურჯი პასპორტი? პრაღის აეროპორტში მოვკარი თვალი

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

5 პოპულარული საუზმე, რომელიც სინამდვილეში მავნეა | Allnews.Ge

5 პოპულარული საუზმე, რომელიც სინამდვილეში მავნეა

ალბათ გსმენიათ, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი მკვლევარი მიიჩნევს ამას მითად, უამრავი ადამიანი საუზმობს ყოველდღიურად. საუზმე ეხმარება ორგანიზმს აღიგდინოს ღამის განმავლობაში დაკარგული ენერგია, თუმცა არაჯანსაღი საუზმის მიღება შეიძლება ბევრად უარესი იყოს, ვიდრე მისი საერთოდ გამოტოვება. მნიშვნელოვანია, რომ დილის კვება შეიცავდეს პროტეინსა და ჯანსაღ ცხიმებს. არსებობს პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა მიღებას საუზმეზე თავი უნდა აარიდოთ:

სმუზი

საუზმეზე მხოლოდ სმუზის მიღება შესაძლოა „შაქრის ბუკეტად“ ჩაითვალოს. თუ ბლენდერში მხოლოდ ხილს მოათავსებთ, ნაყოფის უჯრედის კედლებიდან ნატურალური შაქარი გამოიყოფა და გახდება „თავისუფალი შაქარი“, ამან კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს კბილებსა და წონას. თუკი ხილთან ერთად მოამზადებთ, მაგალითად, მცირე რაოდენობთ ისპანახს, ეს ვერ შეაჩერებს შაქრის გამოყოფას. ამიტომ ეცადეთ, თქვენს სმუზში შეამციროთ ხილის რაოდენობა და უფრო ხშირად გამოიყენოთ მწვანილი.

თუკი საუზმეზე თქვენი არჩევანი სმუზია, უმჯობესი იქნება, თუკი მას დაუმატებთ მცენარეულ ცილას, რადგან ცილის გარეშე თქვენ თავს დანაყრებულად მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში იგრძნობთ.   

ტოსტი კარაქით

დილით ტოსტზე კარაქის გადასმა ბევრისთვის საყვარელი, მარტივი და სწრაფი პროცესია, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სინამდვილეში ეს ჯანსაღი საუზმე არ არის ორი მიზეზის გამო:

1.    პურის უმეტესობა დამზადებულია გადამუშავებული მარცვლეულისგან და დაცლილია სასარგებლო ნივთიერებებისგან. მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ზრდა, ხოლო შაქრის დონის ზრდა მადის გამძაფრებას იწვევს. შესაბამისად, თქვენ მიიღებთ უფრო მეტს საკვებს დღის განმავლობაში, რამაც შესაძლოა წონის პრობლემები შეგიქმნათ.

2.    კარაქთა უმეტესობა შეიცავს ტრანსცხიმებს, რომელიც ყველაზე არაჯანსაღი ცხიმია, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს.   მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით, გაჯერებული ცხიმები ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ტრანსცხიმები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის.  

ხილის წვენი

თუკი გსურთ თავიდან აიცილოთ შიმშილის შეგრძნება, წონის მატება და ქრონიკული დაავადებები, ხილის წვენი საუზმეზე ყველაზე ცუდი არჩევანია. 100%-ით ხილის წვენიც კი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. მათი რეგულარული გამოყენება იმავე რისკის მატარებელია, რისიც, მაგალითად, გამაგრილებელი გაზიანი სასმელები.

ხილის წვენის დილით მიღებისას ორგანიზმში შაქრის დონე საგრძნობლად იწევს, რადგან იგი არ შეიცავს ცხიმებს, რაც მის შეწოვას შეანელებდა. ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, შიმშილი და დისკომფორტი.   

ტკბილი უცხიმო იოგურტი

ნატურალური იოგურტი, რომელსაც კენკრას ან ხილს მოაყრით, ჯანსაღი საუზმის საუკეთესო მაგალითია, თუმცა ტკბილ უცხიმო იუგურტზე იმავეს ვერ ვიტყვით. სინამდვილეში, ამგვარი პროდუქტი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ნაყინი.

ცხიმები ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას უჩენს, რადგან ისინი გაცილებით რთულად შეიწოვება, ვიდრე, მაგალითად, ნახშირწყლები. რძის პროდუქტებიდან ცხიმის ამოღება და შაქრის დამატება სწორედ ამ შეგრძნების მოსახსნელი ხრიკია, თუმცა, რეალურად, წონის მატებისა და ქრონიკული დაავადებების რისკს შეიცავს.      მარცვლეული

მარცვლეულის შეფუთვაზე ხშირად შეხვდებით წარწერებს „შეიცავს მთლიან მარცვლებს“ ან „შეიცავს ვიტამინ A-სა და რკინას.“ სინამდვილეში კი ეს პროდუქტი შეფუთვამდე მრავალჯერ გადამუშავდება და მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს მთლიან მარცვლებს. გარდა ამისა, საკვები ნივთიერებები მას ხელოვნურად აქვს დამატებული, ამ პროცესს ფორტიფიკაცია (საკვების გამდიდრება ქიმიური ან საკვები დანამატებით) ეწოდება.

როგორც აღმოჩნდა, მარცვლეულის შეფუთვებზე შაქარი ჩამონათვალში პირველი ან მეორეა. რაც უფრო მაღლაა ის სიაში, მით უფრო მაღალია პროდუქტში მისი შემცველობა. 2011 წლის გარემოსდაცვითი სამუშაო ჯგუფის ( EGW ) მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ ერთი ულუფა მარცვლეული უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდერ სამი შოკოლადის ორცხობილა. შაქრის მიღებამ კი შეიძლება გაზარდოს დიაბეტის, სიმსუქნის, გულისა და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკი.