31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
31.01.2017 / 07:01
შრიფტის ზომა:

სად ტარდება მართვის მოწმობის ყველაზე რთული გამოცდა

სად ტარდება მართვის მოწმობის ყველაზე რთული გამოცდა

მართვის მოწმობის გამოცდების ეს სისტემა ერთ-ერთი ურთულესია. განვითარებულ ქვეყნებში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ რთულია და ძვირი სიამოვნებაცაა. ამ მხრივ, ერთ-ერთი რთული გზის გავლა, ახალ მძღოლებს ფინეთში უწევთ.

► იქ მართვის B კატეგორიის ლიცენზიის ასაღებად, სწავლის სამი ეტაპია გასავლელი, რაც ჯამში 2 400-2 600 ევრო ჯდება.

სწავლის ეს სისტემა 1970-იან წლებში შეუმუშავებიათ და მას სკანდინავიურ სისტემასაც უწოდებენ. პირველი, ძირითადი ეტაპი ორი თვე გრძელდება. ამ პერიოდში გასავლელია თეორიული კურსი, რაზეც 20 საათია გამოყოფილი და პრაქტიკული კურსი, რომლის ხანგრძლივობაც ასევე 20 საათია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

► საინტერესოა, რომ პრაქტიკული მეცადინეობის დროს, კურსანტებს მართვას ყველა ტიპის საფარზე ასწავლიან - იქნება ეს ასფალტი, გრუნტი, თუ სხვადასხვა ტიპის სრიალა ზედაპირი.

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაში ცვლილება შევა

დაახლოებით 20 საათია საჭირო თვითგანათლებისთვისაც - ავტოსკოლა საკუთარ საიტზე იძლევა სპეციალურ დავალებებს, რომლებიც განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს. პროგრამა იმასაც აქცევს ყურადღებას, თუ რა დრო დასჭირდა კურსანტს დავალების შესასრულებლად.

პირველი საშუალედო ეტაპის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელიც კომპიუტერზე, ნახევარი საათის განმავლობაში ტარდება და მართვის გამოცდასაც მოიცავს, კურსანტი მართვის დროებით მოწმობას მიიღებს, რომელიც დაახლოებით ორი წელი მოქმედებს. ამ დროს, მას შესასრულებელი აქვს ნორმა - თუ დროებითი მოწმობის ფლობისას, წელიწადში ორჯერ დაარღვევს მოძრაობის წესებს, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთმევა.

მომავალი წლიდან შესაძლოა 100-ქულიანი მართვის მოწმობა შემოიღონ

► გარდა ამისა, დროებითი მოწმობის მფლობელი ვალდებულია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში აწარმოოს თვითგანათლების (ელექტრონული) დღიური, რომელსაც მისი ინსტრუქტორი აუცილებლად კითხულობს.

მას შემდეგ, რაც კურსანტი წარმატებით გაივლის ორწლიან პერიოდს, მას მეორე და მესამე ეტაპების გავლაც მოუწევს. ამ ეტაპებზეც კვლავ გაივლის მართვის თეორიას და პრაქტიკული მეცადინეობისას, ჩვევების გაუმჯობესებაზეც ავარჯიშებენ. ამ დროს, მას მოსახვევების სხვადასხვა ტრაექტორიით გავლას, სწრაფად მართვას, სიბნელეში და მოყინულ გზაზე მართვას ასწავლიან.

ამასთან, ფინეთში პრაქტიკული მეცადინეობები ორ ნაწილად არის დაყოფილი. ესაა მართვა ზაფხულში და მართვა ზამთარში.

აუცილებელია ორივე ნაწილის წარმატებით გავლა, რის შემდეგაც, კურსანტი სრულფასოვან ლიცენზიას მიიღებს. ასევე შესაძლებელია მხოლოდ ერთი ნაწილის გავლა. მაგალითად, ზამთრისა. ამ შემთხვევაში, ლიცენზიაში იქნება მონიშვნა იმისა, რომ მძღოლს გავლილი არ აქვს მეორე ნაწილის გამოცდა. ამიტომ ასეთი ლიცენზია იმოქმედებს მხოლოდ იმ ექვსი თვის განმავლობაში, რა დროსაც ფინეთში ზამთარი გრძელდება. მაგრამ ზაფხულის პერიოდში ასეთი ლიცენზია არ იმოქმედებს.

► მესამე ეტაპი მოიცავს ექსტრემალურ სიტუაციებში ავარიის თავიდან აცილების ჩვევების შესწავლას და ის სპეციალურ პოლიგონბეზე ტარდება, როგორებიც ფინეთის თითქმის ყველა დიდ ქალაქთან არსებობს.

ზამთარში ასეთი პოლიგონები ყინულით იფარება, ზაფხულში კი მის გზებზე წყლის და ზეთის ნარევს ასხამენ, რათა მოყინული გზის იმიტაცია შექმნან. ასეთ პოლიგონებზე ასწავლინ ავტომობილის მართვას, როცა ის მოსახვევს მოქნევით გადის. კურსანტს ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როცა ავტომობილი დატრიალდება. გარდა ამისა, კურსი მოიცავს ექსტრემალურ დამუხრუჭებას, ასევე დამუხრუჭებისას და მოსრიალებისას ავტომობილის მართვას.

პოლიგონზე მეცადინეობისას, კურსანტები ავტომობილს დასაშვები, უსაფრთხო სიჩქარით მართავენ. სწორედ ასეთ სიჩქარეზე სწავლობენ მოქნევის გასწორებას და ექსტრემალურ დამუხრუჭებას, ასევე დამუხრუჭებისას ავტომობილის მართვას. საწყისი სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, შემდეგ კი ის 5 კმ/სთ-ით იზრდება. ამ დროს კურსანტი თავად რწმუნდება იმაში, თუ რა საფრთხეს შეიცავს ავტომობილის სიჩქრის თუნდაც მცირედით გაზრდა.

სწავლებისას ასევე იყენებენ სპეციალურ ტრენაჟორს, რომელსაც "ამობრუნებულ ავტომობილს" უწოდებენ.

მასში მეცადინეობისას, კურსანტები უფრო მძაფრად აღიქვამენ სიტუაციას, როცა ამოტრიალებულ ავტომობილში, სივრცით ორიენტაციას კარგავენ. სალიცენზიო კურსი ასევე მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების პრაქტიკულ ვარჯიშებს. დაბოლოს, გამოსაშვები გამოცდები ბარდება სპეციალურ ორგანიზაციებში, რომლებიც ავტომობილების ტექშემოწმებასაც ატარებენ.

2016 წელს სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 30 174 მძღოლს ჩამოერთვა

► ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ, კურსანტი მუდმივ ლიცანზიას მიიღებს, რომელსაც 15-წლიანი ვადა აქვს. მისი ამოწურვის შემდეგ, მძღოლმა ხელახლა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ალბათ აღარ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ფინეთში ავარიები ძალიან იშვიათია და საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ევროპელებსაც კი აოცებს...

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

ჟურნალი "AUTO BILD საქართველო" (დეკემბრის ნომერი)

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

“თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა | Allnews.Ge

“თეთრი სიკვდილი” – ფინელი სნაიპერი, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა

ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს (1939-1940წწ.), რომელსაც ხშირად „ზამთრის ომს“ უწოდებენ, საბჭოთა ჯარისკაცებს შიშის ზარს სცემდა ფინელი სნაიპერი სიმო ჰიაიუჰია ზედმეტსახელად “თეთრი სიკვდილი”.

ოფიციალური ინფორმაცით, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა სნაიპერული შაშხანით მოკლულ მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მიხედვით. მხოლოდ შაშხანით მან 505 საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა, საერთო ჯამში კი მან 705 მოწინააღმდეგის მოკვლა შეძლო. საბჭოთა არმიის მეთაურებს მის მოკვლაზე ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.

ადრეული ცხოვრება და ზამთრის ომი

სიმო ჰაიჰა სოფელ რაუტიარვიში დაიბადა, რომელიც დღევანდელ რუსეთ-ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე იგი მონადირე და ფერმერი იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახლი სავსე იყო სროლით შეჯიბრებებში მოგებული პრიზებით.

ის ომში მონაწილეობას პირველივე დღეებიდან იღებდა. ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად ფინელი რკინის სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა.

როგორც ცნობილია, ომის პირველივე დღეს მან მოწინააღმდეგის 25 ჯარისკაცი გაანადგურა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ომის პერიოდში ტემპერატურა −40 და −20°C-ს შორის მერყეობდა, ჰაიჰა კი მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

საბრძოლო ჭრილობა

ჰაიჰას წარმატებები ფინელებმა ფსიქოლოგიური ბრძოლის იარაღად გამოიყენეს. ომის დროს რუსმა ჯარისკაცებმა მას „თეთრი სიკვდილი“ (რუს. Белая смерть, ფინ. Valkoinen Kuolema) შეარქვეს. საბჭოელები მის მოსაშორებლად რესურსებს არ ზოგავდნენ და არტილერიის ცეცხლსა და სნაიპერებს იყენებდნენ.

1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა, თანამებრძოლის თქმით მას სახის ნახევარი აღარ ჰქონდა. გონება ფინელ სნაიპერს 13 მარტს, ზავის გაფორმების დღეს, დაუბრუნდა. ომის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ სიმო ჰაიჰა ფელდმარშალმა კარლ გუსტავ მანერჰაიმმა კაპრალიდან პირდაპირ მეორე ლეიტენანტად დააწინაურა, ეს დაწინაურება დღემდე ყველაზე სწრაფ კარიერულ ზრდად რჩება ფინეთის შეიარაღებული ძალებში.

ომის შემდეგ

სიმო ჰაიჰას რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილობისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წარმატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. ხშირად ნადირობდა ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენთან ერთად. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.