07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - ნახეთ ონისე ონიანის გათანამედროვებული 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში | Allnews.Ge

"იატაკის ფიცარი თაროებად გამოვიყენეთ, ქვევრები ეზოში მოვფანტეთ" - ნახეთ ონისე ონიანის გათანამედროვებული 150 წლის წინანდელი სახლი რაჭაში

მსახიობი ონისე ონიანი, როგორც მოყვარული მემცენარე, რამდენიმე წლის წინ გახლდათ ჩვენი გაზეთის სტუმარი, თუმცა მაშინ სხვა სახლში ცხოვრობდა და იქ სრულიად სხვა მწვანე გარემო ჰქონდა შექმნილი. ახლა ამბობს, რომ ის სახლი გაყიდა და ლისზე საკუთარი სახლი აიშენა. მოყვარულმა მეყვავილემ და მისმა ოჯახმა, ცხადია, იქაც განაგრძეს ყვავილებზე ზრუნვა.

- ხშირად დავდიოდი ჩემს საყვარელ რაჭაში. ბუნების, მცენარეების, ცხოველების სიყვარული მძაფრად სწორედ იქ ჩამომიყალიბდა. მერე, როცა სოფლიდან ქალაქში დავბრუნდებოდით და კორპუსის რომელიღაც სართულზე შევიყუჟებოდით, ძალიან მენატრებოდა სიმწვანე. ამიტომ დავიწყე მცენარეების გახარება.

ვისაც ოთახის მცენარეები აქვს და მათ უვლის, იცის, რა სასიამოვნოა მათი პატრონობა - გადარგვა, გასხვლა, მიწის გამოცვლა... ისიც გსიამოვნებს, როცა შედეგს ხედავ - მცენარე ისე იზრდება, იმ ფორმის, ზომის ხდება, როგორიც გსურს და მოგწონს. თუ მაქვს საშუალება ჩემი გამრავლებული მცენარე ვინმეს ვაჩუქო, ეს კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ბევრი მყავს ისეთი მეგობარი, ვინც მცენარეებს უვლის, განსაკუთრებით მინდა გამოვყო მსახიობი ნატო მურვანიძე, რომელსაც შესანიშნავი ბაღი აქვს წეროვანში. ხშირად ვსტუმრობ მას და ხან რა ყვავილს მაჩუქებს, ხან რას გამიმზადებს, ასევე ვარ მეც და ეს არის სწორედ დიდი სიამოვნება. ვისაც არ გამოუცდია, ვურჩევ ამ საქმეს ხელი მიჰყოს, მით უფრო, პანდემია შესაფერისი პერიოდია.

- პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა თეატრმა მუშაობა შეაჩერა, ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც კრიზისი შესაძლებლობად დაინახეთ და ფეისბუკლაივებით სხვადასხვა საინტერესო საქმის კეთების სურვილს უჩენდით შინ დარჩენილ ადამიანებს. ამდენ ხანს თეატრის გაჩერებას როგორ შეეგუეთ?

- როცა ეს სახლი ავაშენეთ, გვინდოდა გვქონოდა ოთახი, სადაც ყვავილები განთავსდებოდა და მთელ სახლში არ იქნებოდა მიმობნეული. თუმცა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ფერის გამომხატველი ოთახშიც და ბაღშიც, ასევე სულიერებასაც რომ გამოკვეთს, ყვავილებია.

დღეს სახლს შუშაბანდით არავინ აშენებს, ჩვენ კი გავუკეთეთ. სახლი თანამედროვეა, მაგრამ ამ ადგილის აღქმა ცოტა სხვანაირია. აქ ჩვენთვის არაჩვეულებრივი გარემოა. ზოგი ყვავილი დავკიდეთ, ზოგი თაროზე შემოვდგით, ზოგიც იატაკზე დგას, ზოგი ქვემოდან ადის ზემოთ, ზოგიც ზემოდან ქვემოთ ჩამოდის. ეს შუშაბანდი ისეთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. მუშაობისთვისაც მოსახერხებელია, გინდა დაწერე, დახატე, რაღაც საქმე გააკეთე.

- თქვენს გაზრდილ მცენარეებს თუ გამოარჩევთ?

- არა, ყველა მიყვარს. ერთი წვრილფოთლოვანი ფიკუსი გვაქვს, ოთახის მცენარე, მშვენივრად ხარობდა, მაგრამ დაავადდა და ფოთლები დასცვივდა. მერე ჩემმა მეუღლემ რაღაც სითხე აღმოაჩინა და უხილავი ტკიპისგან განკურნა. მოკლედ, ვუმკურნალეთ და ისევ დაიბრუნა პირვანდელი სახე, გაიფოთლა და უკვე დაბრუნდა ჩემი საყვარელი მცენარე სააქაოს. მოკლედ, ყველა მიყვარს, რომელიც ყვავილს იკეთებს თუ უყვავილოა.

- მათ, ვისაც სურთ მცენარეების მოვლა და ჯერ არ დაუწყიათ ეს საქმე, რას ეტყვით - რას ითხოვს მცენარე?

- ესა თუ ის ადამიანი თავის ენერგეტიკას ატარებს, ასევეა მცენარეც, თუ სითბო და დადებითი ემოცია არ მიეცი, შესაძლოა გახარება გაუჭირდეს. მთლად გვერდით არ ვუზივარ და არ ვეფერები, მაგრამ მათ მიმართ ყოველთვის კარგად ვარ განწყობილი. ისინიც გრძნობენ ამას, ხარობენ, ყვავიან, იზრდებიან. შრომაც სჭირდება - მიწის შეცვლა, გასხვლა, გამხმარი ფოთლების მოცილება, გაწმენდა, ნიადაგში საკვების შეტანა, შეწამვლა. თუ არ გსიამოვნებს, ამ საქმეს ვერ გააკეთებ.

- როგორც ვიცი, რაჭაში ძველ კარ-მიდამოსაც დაატყვეთ თქვენი ხელი...

- ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში არაჩვეულებრივი სახლ-კარი მემკვიდრეობით მერგო. მთლად დანგრევის პირას არ იყო, მაგრამ არც არაფერი აკლდა. მე და ჩემმა მეუღლემ იატაკს, ჭერს, კედლებს, სახურავს - ხელი ყველაფერს შევავლეთ. მის გაახლებას კიდევ განვაგრძობთ, ჯერ დასრულებული არა გვაქვს. ეზოში შევიტანეთ ყვავილები, ახალ-ახალი ნარგავები. რაჭაში, ეზოებში არ რგავენ ნაძვს, ტირიფს, ამაზე თავიანთი მოსაზრება აქვთ...

ჩვენ ვარღვევთ სტერეოტიპებს, ვრგავთ სხვადასხვა ხეს და მერე რაჭველები მათ სანახავად მოდიან. ახალ წელს რაჭაში შევხვდით. რაც შესაფუთი მცენარე იყო, შევფუთეთ, ყინვამ რომ არ დააზროს. გაზაფხულზეც ჩავალთ, მცენარეებს დავთესავთ, რაღაცებს დავრგავთ.

განაგრძეთ კითხვა