21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
03.02.2021 / 16:02
შრიფტის ზომა:

როგორ უნდა იურთიერთოთ მოზარდ შვილებთან, რომ მათი ნდობა შეინარჩუნოთ? – 6 პრაქტიკული რჩევა

გარდატეხის ასაკი ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ყველაზე მშვიდი ბავშვიც კი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები ხშირად სტრესსაც იწვევს. ამიტომ, ფსიქოლოგები მოზარდებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას გვირჩევენ. მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, რომ ბავშვის კრიზისი მისი კრიზისიცაა. რაც უფრო ადრე დაიწყებთ მომზადებას ამ რთული პერიოდისთვის, უკეთესია. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ადანაშაულებენ ბავშვებს ცუდ ქცევაში და არ ითვალისწინებენ უამრავ შინაგან პროცესს, რაც მათში ასაკობრივად მიმდინარეობს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, თუ არ გინდათ, რომ ბავშვებში ნდობა დაკარგოთ და საერთო ენა იპოვოთ.

შეამცირეთ კონტროლი

შეასუსტეთ კონტროლი და გახსოვდეთ, რომ ის აღარ არის იმ ასაკის, როცა სკოლაში პირველად ხელჩაკიდებული წაიყვანეთ. იზრდება და ყოველ წელს უფრო დამოუკიდებლად გრძნობს თავს. მნიშვნელოვანია ის, რომ არ გააკონტროლოთ იქ, სადაც თავს თავისუფლად გრძნობს. სხვა შემთხვევაში, მოზარდი საკუთარი სურვილების ასასრულებლად მშობლის წინააღმდეგ წავა. თინეიჯერული აჯანყება სწორედ მშობელთა გადამეტებული კონტროლიდან მოდის. იმისათვის, რომ მსგავსი რეაქცია არ გამოიწვიოთ, შეამსუბუქეთ კონტროლი, მიეცით თავისუფლად არჩევანის გაკეთების უფლება, დაუსვით მეტი კითხვა და პირდაპირ ნუ მისცემთ მითითებებსა და დავალებებს. თუ თქვენი შვილი ამ ასაკში პასუხისმგებლიანად იქცევა, არ ბრუნდება სახლში გვიან, არ მალავს ადგილს, სადაც იყო და ასე შემდეგ, ნუ დაუწყებთ ყველა ფეხის ნაბიჯის გაკონტროლებას. ბავშვი, რომელსაც ენდობიან და ასევე, ბავშვი, რომელიც მშობლებს   ენდობა, წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი გაიზრდება.

ნუ გააკრიტიკებთ

გარდატეხის ასაკი ექსპერიმენტების დროა. თინეიჯერები მუდმივად ცდილობენ, შეიცნონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და ნახონ, რისი გაკეთება არ შეუძლიათ. ბავშვები თმის სხვადასხვაფრად შეღებვაზე, გაკვეთილების გაცდენასა და მეგობრებთან ღამით დარჩენაზე ოცნებობენ. რას აკეთებენ ამ დროს მშობლები? ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ, აშინებენ და ცდილობენ საკუთარი აზრი თავს მოახვიონ. მაგალითად: "თუ პირსინგს გაიკეთებ, სახლში აღარ მოხვიდე", "რა სისულელეს უსმენ?", "მთელი დღის განმავლობაში ტელეფონი გიჭირავს და არაფერი გაინტერესებს."

მაშინაც კი, თუ თვლით, რომ მართალი ხართ, ჯობს დაფიქრდეთ, რომ აკრიტიკებთ იმ ბავშვს, რომელიც თავად გააჩინეთ და გაზარდეთ. თქვენ შეიყვანეთ იმ კონკტერულ სკოლაში, თქვენვე უყიდეთ სმარტფონი. მოზარდს მშობლის უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება. ხშირად უთხარით თინეიჯერ შვილებს: "მიყვარხარ, მხარს გიჭერ ყველა კარგ წამოწყებაში, შენს მხარეს ვარ, ეს შენი ცისფრად შეღებილი თმები ძალიან მაგრად გამოიყურება, მე ამხელა გამბედაობა არ მქონია." თუმცა რასაკვირველია, როდესაც სიახლეები, რაც მას სურს, მის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ესეც უნდა მშვიდად და წყნარად აუხსნათ და ერთად მიხვიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე. მეგობრული ურთიერთობა ყველა შემთხვევაში ამართლებს.

mshoblebi

პატივი ეცით მის პირად სივრცეს

თუ ბავშვს მუდმივად აძალებთ, რომ საკუთარი ოთახი დაალაგოს, ეს მაშინ მისი კი არა, თქვენი ოთახი გამოდის. თუ რეგულარულად ახსენებთ, რომ მხოლოდ თქვენი წესებით უნდა იცხოვროს სახლში, ეს უპატივცემულობას ჩამოაყალიბებს. მოზარდი გრძნობს, რომ უუფლებოა და არავინ პატივს არ სცემს. მნიშვნელოვანია, დაიცვათ მისი პირადი სივრცე, დააკაკუნოთ კარზე, ვიდრე მის ოთახში შეხვალთ, არ წაიკითხოთ პირადი მიმოწერა, არ გაჩხრიკოთ მისი ჯიბეები, თუ ამის სერიოზული მიზეზი არ გაქვთ. მოზარდმა უნდა დაინახოს, რომ ენდობით, გიყვართ ისეთი, როგორიცაა და არ აკრიტიკებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამონახავთ საერთო ენას.

მოუსმინეთ მის აზრს

მოუსმინეთ თქვენს შვილებს. მათი აზრი და დამოკიდებულება თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს. ნუ დააიგნორებთ, თუნდაც უმნიშვნელოდ და სისულელედ გეჩვენებოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო დაშორდებით ერთმანეთს. როდესაც ბავშვი საკუთარ სურვილებსა თუ სამომავლო გეგმებზე საუბრობს, არასდროს შეაფასოთ უარყოფითი სიტყვებით. მაშინაც კი, თუ ეს საერთოდ არ მოგწონთ. თუ მოზარდი ამბობს: "ტატუს გაკეთებაზე ვფიქრობ" - მშობელთა რეაქცია ხშრად ასეთია: "რას ბოდავ? რა ხარ ასეთი სულელი? როგორ მოიფიქრე ასეთი რამ?" თუ თქვენი რეაქცია ასეთი მძაფრი იქნება, უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი სიტყვებით არა მხოლოდ ვანადგურებთ მის სურვილს, არამედ ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ნდობას. არსებობს რეაქციის მეორე ვარიანტიც: "მომისმინე, ტატუ საინტერესოა, ახალგაზრდა რომ ვიყავი, თავადაც მინდოდა. ერთხელ სალონშიც კი ვიყავი, მაგრამ ვერაფერი ავარჩიე. მოდი, ვილაპარაკოთ, რატომ მოგინდა ტატუს გაკეთება. მე მახსოვს, რატომაც მინდოდა და მოდი, ახლა ერთად ვიმსჯელოთ ამაზე." მსგავსი საუბრით თქვენ ბავშვს აჩვენებთ, რომ მისი სურვილები მნიშვნელოვანია, შედეგად კი ნდობა ყალიბდება და მოზარდი ნელ-ნელა იხსნება. შეიძლება, ამ საუბარში აუხსნათ ტატუს საფრთხეები, განსაკუთრებით მცირე ასაკში და გადადოთ ეს 18 წლამდე. მთავარია ყველაფერზე მშვიდად მოილაპარაკოთ და მისი პიროვნება არ ჩაახშოთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მაგრამ, თუ ყველაფერზე ეტყვით, რომ სისულელეა, საერთოდ აღარ მოუნდება აღარაფრის გამხელა.

mshoblebi

მიეცით შესაძლებლობა, თავად დააგროვოს გამოცდილება

ნუ შეეცდებით, ბავშვს თქვენი გამოცდილება მოახვიოთ თავს. უთხარით: "საინტერესო იდეა გაქვს, თუ გინდა, გეტყვი, როგორ მოვიქცეოდი მე, შენს ადგილზე რომ ვიყო, ვილაპარაკოთ, მაგრამ, გადაწყვეტილება შენ მიიღე." ან კიდევ ასე: "მსგავსი სიტუაცია არასდროს მქონია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვიფიქროთ, რისი გაკეთება აჯობებს." გახსოვდეთ, რომ თქვენი აღმოჩენები მხოლოდ თქვენია და ბავშვი სულ სხვა ადამიანია. მაშინაც კი, როდესაც მოზარდი სისულელეს აკეთებს, სამყაროს ეცნობა და გამოცდილებას აგროვებს.

ნუ ჩამოუყალიბებთ დანაშაულის განცდას

ნუ ეტყვით ბავშვს: "შენ ჩემი შვილი ხარ და ისე უნდა გააკეთო ყველაფერი, როგორც მე მომეწონება. სხვა შემთხვევაში ჩემი შვილი აღარ იქნები." ნუ გაუჩენთ დანაშაულის განცდას, რომ ისეთები არ არიან, როგორიც თქვენ გინდათ და ნუ აფიქრებინებთ, რომ იმედს გიცრუებენ. არ უთხრათ შვილს: "ჩემი ვაჟი წარჩინებული მოსწავლე უნდა ყოფილიყო, შენ კი ასე ცუდად სწავლობ. შენს გარდა სხვა შვილი არ მყავს, შენ კი არ ხარ ისეთი, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყავი. ჯობდა, საერთოდ არ გამეჩინე." ეს პირდაპირ მუშაობს დანაშაულის გრძნობის ჩამოყალიბებაზე. მსგავსი ქმედება ძალიან დიდ პროტესტს იწვევს მოზარდებში. დასჯის საშუალებით შეგიძლიათ ყველაფერი წაართვათ ბავშვს, რაც მისთვის საინტერესო და საყვარელია. არ გაუშვათ სასეირნოდ, მეგობრებთან, ჩამოართვათ ტელეფონი და კომპიუტერი, არ მისცეთ ფული. რა უნდა გააკეთოს მან ამ დროს? ერთადერთი გამოსავალი მთელი ძალით წინააღმდეგობის გაწევაა. გარდატეხის ასაკი ხომ ძალიან დიდი გამოცდაა ადამიანისთვის. იცვლება როგორც შინაგანი სამყარო, ასევე ფიზიოლოგია. ერთადერთი რამ, რაც ბავშვებს ამ ასაკში სჭირდებათ, მშობლების მხარდაჭერა, მიმღებლოა, სიყვარული და ნდობაა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ უნდა იურთიერთოთ მოზარდ შვილებთან, რომ მათი ნდობა შეინარჩუნოთ? – 6 პრაქტიკული რჩევა | Allnews.Ge