ადამიანს შეუძლია სხეული წამლის გარეშე განიკურნოს ავადმყოფობისგან - ამერიკელმა გენეტიკოსმა მედიცინა თავდაყირა დააყენა
ამერიკელი გენეტიკოსი ბრიუს ლიპტონი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი რწმენის და აზრების ძალით ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ავადმყოფობისგან განკურნება. ამაში არაფერია მისტიკური. ლიპტონის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანზე ფსიქიკურ ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს მისი ორგანიზმის გენეტიკური კოდი.
ბრიუს ლიპტონო მრავალი წლის განმავლობაში სპეციალიზდებოდა გენურ ინჟინერიაში, წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა მთელი რიგი კვლევების ავტორი, რომლებმაც ძალზე დიდი პოპულარობა და ავტორიტეტი მოუტანა აკადემიურ წრეებში.
ლიპტონის თქმით, სხვა გენეტიკოსების და ბიოქიმიკოსების მსგავსად მასაც სწამდა, რომ ადამიანი არის ერთგვარი ბიორობოტი, რომლის ცხოვრებაც წარიმართება მისსავე გენებში ჩაწერილი პროგრამის მიხედვით. გენები ამ თვალსაზრისის მიხედვით წყვეტენ ყველაფერს: ადამიანის გარეგნობის თავისებურებებს, მის ტემპერამენტს და შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს ამა თუ იმ დაავადებებისადმი და საბოლოო ჯამში მის სიცოცხლისუნარიანობასა და სიცოხლის ხანგრძლივობასაც კი. არავის შეუძლია შეცვალოს თავისი გენეტიკური კოდი და შესაბამისად არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევეგუოთ იმას, რაც ბუნებით უკვე წინასწარ განსაზღვრულია…
შემობრუნების წერტილად დოქტორ ლიპტონის ცხოვრებაში იქცა მის მიერ 1980-იანი წლების ბოლოს უჯრედული მემბრანის თავისებურებების შესწავლის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტები. მანამდე მეცნიერებაში მიიჩნეოდა, რომ სწორედ უჯრედის ბირთვში მდებარე გენები განსაზღვრავდნენ, რა უნდა გატარებულიყო ამ მემბრანაში და რა არა. მაგრამ ლიპტონის ცდებმა აჩვენა, რომ უჯრედებზე სხვადასხვა სახის გარეგან ზემოქმედებას შეუძლია შეცვალოს გენების ქცევა და უფრო მეტიც, შეიძლება შეცვალოს მათი სტრუქტურა.
რჩებოდა მხოლოდ იმის გარკვევა, შეიძლება თუ არა ასეთი ცვლილებების განხორციელება ფსიქიკური პროცესების დახმარებით, მარტივად რომ ვთქვათ - აზრების ძალით.
"პრინციპში, მე არ მომიფიქრებია არაფერი ახალი", - ამბობს დოქტორი ლიპტონი, - "ასწლეულებია ცნობილია პლაცებოს ეფექტი, როცა ავადმყოფს სთავაზობენ ნეიტრალურ ნივთიერებას, არწმუნებენ რა, რომ ეს არის სასწაულმოქმედი წამალი და ავადმყოფი იკურნებოდა. უცნაურია, მაგრამ ამ მოვლენის ჭეშმარიტად მეცნიერული ახსნა დღემდე არ არსებობდა. ჩემი აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას ავხსნათ მეცნიერულად პლაცებოს ეფექტის მოქმედების მექანიზმი: წამლის სამკურნალო ძალისადმი რწმენის დახმარებით ადამიანი ცვლის მის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის მოლეკულურ დონეზე. მას შეუძლია გამორთოს ერთი გენი და ჩართოს სხვა და უფრო მეტიც - შეცვალოს საკუთარი გენეტიკური კოდი.
ამის კვალდაკვალ, მე ვფიქრობდი სასწაულის ძალით განკურნების სხვადასხვა შემთხვევებზე, რომლებსაც ექიმები შეგნებულად უკეთებდნენ იგნორირებას. რადგან თუნდაც ასეთი სასწაულის ერთადერთი შემთხვევაც კი საჭიროებს სიღრმისეულად შესწავლას, რადგან თუ ეს გამოუვიდა ერთ ადამიანს, ესე იგი შესაძლებელია, რომ სხვებსაც გამოუვიდეთ".
როგორც მოსალოდნელი იყო, აკადემიური მეცნიერება ნეგატიურად შეხვდა ლიპტინის ამ მოსაზრებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის აგრძელებდა თავის კვლევებს და თანმიმდევრულად ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია ადამიანის გენეტიკურ ორგანიზმზე ზემოქმედება, თანაც ყოველგვარი წამლების გარეშე.
ლიპტონი სხვადასხვა კვლევების მეშვეობით ამტკიცებდა, რომ მსგავსი ზემოქმედების განხორციელება შესაძლებელია, მაგალითად, სპეციალური დიეტით, ექსტრასენსის დახმარებით ან განსაზღვრული ფიზიკური სავარჯიშოების მეშვეობით. ლიპტონის ამ მცდელობების შედეგად, შეიქმნა ახალი მეცნიერული მიმდინარეობა "ეპიგენეტიკა", რომელიც სწავლობს გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას გენეტიკურ კოდზე.
თუმცა, ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლიპტონის აზრით, არის სწორედ აზროვნების ძალა, ის რაც ხდება ჩვენში და არა ჩვენს გარშემო.
"არც ამაშია არაფერი ახალი, - აცხადებს ლიპტონი. - დიდი ხანია ცნობილია, რომ შეიძლება ორ ადამიანს ჰქონდეს ერთნაირი მიდრეკილება სიმსივნისკენ, მაგრამ ერთი ავად გახდეს, მეორე კი არა. რატომ? იმიტომ რომ, ისინი ცხოვრობდნენ სხვადასხვანაირად: ერთი ხშირად განიცდიდა სტრესებს, ვიდრე მეორე; მათ ჰქონდათ განსხვავებული თვითშეფასება და შეგრძნებები, რომლებიც შესაბამისად განსხვავებულ აზრთა დინებას წარმოშობდნენ. დღეს მე შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩვენ ძალგვიძს ვმართოთ ჩვენი ბიოლოგიური ბუნება, ჩვენ შეგვიძლია აზროვნების ძალით, რწმენით და მიზანდასახულობით მოვახდინოთ ზემოქმედება ჩვენს გენებზე. უდიდესი განსხვავება ადამიანისა დედამიწის სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსებებისგან მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია შეცვალოს თავისი სხეული, თვითონ განიკურნოს საკუთარი თავი მძიმე ავადმყოფობებისგან და უფრო მეტიც - განიკურნოს მემკვიდრეობითი ავადმყოფობებისგან. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავხდეთ ჩვენი გენეტიკური კოდის მსხვერპლნი. ირწმუნეთ, რომ შეგიძლიათ განიკურნოთ და თქვენ განიკურნებით ნებისმიერი ავადმყოფობისგან. ირწმუნეთ, მაგალითად, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიკლოთ 50 კგ და თქვენ დაიკლებთ".
ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან ადვილია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით…
ყველაფერი რომ ასე მარტივად იყოს, მაშინ ადამიანთა უმრავლესობა ადვილად გადაწყვეტდა ჯანმრთელობის პრობლემებს რაღაც მსგავსი აფირმაციების მეშვეობით: "მე მჯერა, რომ ჩემს ორგანიზმს შეუძლია თვითგანკურნება" და ა.შ.
მაგრამ ასე არ ხდება და როგორც ლიპტონი ხსნის, არც შეიძლება მოხდეს, თუ ფსიქიკური ზემოქმედება ხდება მხოლოდ ცნობიერზე, ანუ თუ ახალი რწმუნებულება აღწევს მხოლოდ ჩვენი ტვინის ცნობიერ ნაწილში, რომელიც ჩვენი ფსიქიკური ქცევების მხოლოდ 5%-ს განსაზღვრავს და არ ეხება დანარჩენ 95%-ს, ანუ ქვეცნობიერს.