30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მასონების ამოტრიალებული კოშკი- ყველაზე იდუმალი ჭა მსოფლიოში | Allnews.Ge

მასონების ამოტრიალებული კოშკი- ყველაზე იდუმალი ჭა მსოფლიოში

მიწისქვეშა გვირაბების გასაიდუმლოებული სისტემა Quinta da Regaleira-ს სასახლის კომპლექსში, გასული საუკუნის დასაწყისში, პორტუგალიის მუნიციპალიტეტში, სინტრაში ააშენეს. ის სინათლიდან წყვდიადში მისტიკურ გადასვლას ემსახურება. ცენტრალურ ნაგებობად ითვლება ჭა, რომლის შესასვლელს პენუმბრას ხთონური მცველები იცავენ, რომლებიც ნახევარჩრდილთა სამყაროს წარმომადგენლები არიან.

ლეგენდის თანახმად, იდუმალი ჭა 27 მეტრის სიღრმისაა. ის ამოყირავებულ კოშკს მოგვაგონებს. მასონები აქ ინიცირების რიტუალებს ატარებდნენ. მასონურ ლოჟაში მიღების ცერემონია, ტრადიციულად, ამ ჭის ფსკერზე სრულდებოდა, სადაც გამოსახულია ოთხქიმიანი ვარსკვლავი.

სპირალისებური კიბე, რომელიც გარშემორტყმულია ლამაზი, ქვის ხავსმოდებული მოაჯირით,  სამოთხის ან ჯოჯოხეთის წრეების სიმბოლოა, მოძრაობის მიმართულების მიხედვით. ჭის ფსკერზე ქვის კარია, რომელიც მიწისქვეშა გვირაბში შედის.

 წყარო: marao.ge

სევე დაგაინტერესებთ:

10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე, რომელიც უსიამოვნო განწყობას იწვევს

 

ყველაზე საშიში ეკლესია მსოფლიოში