17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
07.02.2021 / 11:02
შრიფტის ზომა:

მამაკაცმა ახალშეძენილი სახლის ქვეშ საუკუნის წინანდელი საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინა - რა იპოვეს მისტიკურ ადგილას

დიდ ბრიტანეთში, პლიმუთში მამაკაცი ახალი შეძენილი სახლის რეკონსტრუქციას ატარებდა, რა დროსაც საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წერს.

სპეციალისტებმა კი დაადგინეს, რომ სარდაფი დაახლოებით 120 წლის წინაა შექმნილი.

როგორც გამოცემა წერს, პლიმუთელმა ჯეიკ ბრაუნმა აღმოაჩინა, რომ სახლის ერთ-ერთ კედელს განსხვავებული სტრუქტურა ჰქონდა და გადაწყვიტა, ის კარგად შეემოწმებინა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თავდაპირველად კედელი ისე გამოანგრია, რომ თავი გატეოდა და კედლის მიღმა ნაწილი დაეთვალიერებინა. როდესაც გაიხედა, ნახა, რომ ქვემოთ უზარმაზარი სარდაფი იყო, რომელიც სახლის ქვეშ შედიოდა. ჯეიკმა კედლის მთლიანად მონგრევის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ენახა და დაეთვალიერებინა იქ რა ხდებოდა.

სარდაფში მან სხვადასხვა ნივთები აღმოაჩინა, მათ შორის, საღებავების ქილა, რკინის ძველი ბორბლები, 50 წლის წინანდელი გაზეთი, ასევე ბოთლები, რომლებიც 1900 წლით არის დათარიღებული.

როგორც გაზეთის ფოტოებიდან ჩანს, მასში სტილზე და ჩაცმულობაზეა ინფორმაცია მოცემული.

"სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ერთ-ერთი კედელი ოდნავ განსხვავებულად გამოიყურებოდა და განსხვავებული სტრუქტურის იყო. ცნობისმოყვარეობის გამო იმ ზომის ხვრელი გავაკეთე, რომ თავის გაყოფა შემძლებოდა. ბნელი და მტვრიანი სივრცე დავინახე“, - იხსენებს ჯეიკი.

მისი თქმით, როდესაც სარდაფში შევიდა, იქ აღმოჩენილი სივრცე იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ფიქრობდა.

ჯეიკის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ სარდაფი მრავალი წლის წინ არის გაკეთებული. მას სხვადასხვა ნივთების შესანახად იყენებდნენ. დაახლოებით 50 წლის წინ კი მასზე სახლი დააშენეს და უფუნქციოდ დარჩა, ასევე, მკლევარები არ გამორიცხავენ, რომ ეს ადგილი ადამიანებისთვის განკუთვნილი სამალავიც კი ყოფილიყო.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მამაკაცმა ახალშეძენილი სახლის ქვეშ საუკუნის წინანდელი საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინა - რა იპოვეს მისტიკურ ადგილას | Allnews.Ge