
ზამთარი გაილია და გაზაფხული დადგა. თუ ბოლო ათწლეულებს გადავხედავთ, სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით, ნათელი გახდება, რომ წელიწადის ეს დრო, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საკმაოდ დაძაბული და რთულად გასავლელია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წლევანდელი მარტის თვე ცვლილებებით იქნება დატვირთული და არაერთ ადამიანს მიეცემა შანსი, ეს ცვლილებები საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს.
მთავარია, სწორად დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და დააკვირდეთ ახალმთავრეობისა და სავსემთავრეობის პერიოდებს. ხოლო, თუ როგორ დაგეგმოთ გაზაფხულის პირველი თვე, რათა ის მშვიდად და ნაყოფიერად განვლოთ და მარტში არსებულ ნეგატიურ პერიოდებს პრობლემებისა და წინაღობების გარეშე აუაროთ გვერდი, ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ინტერვიუში გესაუბრებათ.
–ბატონო მიხეილ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ამ დროისთვის არსებული პლანეტების განლაგება და ვარსკვლავები, როგორი იქნება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით გაზაფხულის პირველი თვე, რას უნდა ველოდოთ და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მარტის თვეში?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
– მარტის თვეში, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა, საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რაც ბევრ ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას გაააქტიურებს, მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს – მზის დაბნელება. მარტში, განსაკუთრებით 9-დან 29 რიცხვამდე, დედამიწა იქნება ჰარმონიული და დადებითი კოსმიური ვიბრაციების ზონაში. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება პერიოდი 3 მარტიდან 13 მარტამდე. პლანეტა მერკურის ვერძის ზოდიაქოში ტრანზიტის წყალობით საქმიანი, შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვერძის ენერგიები და მზარდი მთვარე, ბევრ ადამიანს გაუჩენს ცვლილებების სურვილს.
– როგორც მივხვდი, გასული წლის მარტის თვეებთან შედარებით, წელს შედარებით მშვიდი პერიოდი გველის. და, მაინც, რას გვირჩევთ, როგორც ასტროლოგი, როგორ მოვიქცცეთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მომავალში ნაყოფიერი შედეგი მივიღოთ?
– ამ პერიოდში უნდა იყოთ აქტიური და შრომისუნარიანი, არ დახარჯოთ დრო უქმად. ეცადეთ ბევრის გაკეთება მოასწროთ, რადგან 15 მარტიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ახალ წამოწყებებსა და გეგმებს შეაფერხებს და შეანელებს. 14 მარტს, მთვარის დაბნელებამდე, პლანეტა მერკური ხელს შეუწყობს პროგრესსა და გადაუდებელი ცვლილებების გადაწყვეტას. ამიტომ, 15-დან 21 მარტამდე გეგმები თუ ტრანზაქციები, უფრო ნელა განვითარდება ან, საერთოდ, გადაიდება. მარტის მესამე დეკადაში წარმატებით დასრულდება ყველა წამოწყებული საქმე, მათ შორის, სასიკეთოდ მოგვარდება სასიყვარულო ურთიერთობებიც, რომლებიც ჩიხში შევიდა. 27 მარტს პლანეტა ვენერა, თევზების ზოდიაქოში შევა და კომუნიკაციას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის, ადამიანებს კი – უფრო მიმღებსა და თანამგრძნობს. ხოლო პლანეტა მარსი, რომელიც 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, დაეხმარება ადამიანებს შემოქმედებითი და განახლებული ენერგიების გაღვიძებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, გათავისუფლდნენ დამთრგუნველი ტენდენციებისა და ძველი ურთიერთობებისგან, გამოავლინონ ნიჭი სხვადასხვა სფეროში.
– განსაკუთრებით როდის შეინიშნება ყველაზე მაღალი დონე და ნაყოფიერი პერიოდი საქმიანი აქტივობის კუთხით?
– საქმიანი აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება ასტროლოგიური ახალი წლიდან – 20 მარტიდან, როდესაც მზე 13:03 საათზე შევა ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტა მერკურს და მისი ვიბრაციებით ხელს შეუწყობს ენერგიების განახლებას.
– რას გვირჩევთ, რომ ეს ენერგიები წარმატებულად გამოვიყენოთ?
– ამ ენერგიების ძალიან წარმატებულად გამოყენება შეიძლება ახალმთავრეობამდე და 29 მარტს, მზის დაბნელებამდე, ნებისმიერი პროექტის დასაწყებად, თუნდაც იყოს მოულოდნელი და რადიკალური.
– ინტერვიუს ბოლოს, იქნებ, თვის ბოლო დღეების შეჯამებაც გაგვიკეთოთ.
– 29 მარტი, ახალი მთვარის შემდეგ და 13 აპრილი, გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობამდე, აღდგომის მოახლოებულ ვიბრაციასთან ერთად, ამ პერიოდს ცეცხლსა და ძალას შემატებს.
წყარო: tbiliselebi
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1899 წლის დეკემბერში, იოსებ სტალინმა, მაშინ ჯერ კიდევ იოსებ ჯუღაშვილმა თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში დამკვირვებლად დაიწყო მუშაობა. მანამდე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე, ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, რის გამოც სემინარიიდან გარიცხეს.
ახალგაზრდა დამკვირვებელი სიბეჯითით გამოირჩეოდა, ამიტომ მალე უფლება მისცეს, სხვათა ცხრილებიც გადაემოწმებინა. გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმში დაცულია ერთი ცხრილი, რომელსაც ხელს სოსო ჯუღაშვილი აწერს. ასე იქცეოდა ყველა დამკვირვებელი. არსებობს ჩანაწერი, სადაც ბიბლიოთეკის თანამშრომელი მოშკინა იხსენებს, როგორ ციოდა დეკემბრის იმ დღეს, როცა სტალინი სამუშაოდ უნდა მიეღოთ. ქალი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ის იყო ძალიან გამხდარი და შავი ბლუზა ეცვა. ფანჯარასთან ახლოს, დაბალ სკამზე მორიდებულად იჯდა და შეკითხვებს პასუხობდა. სტალინი დამკვირვებლებისთვის განკუთვნილ ფლიგელში მარტო ცხოვრობდა, მისი ხელფასი 20 მანეთი ყოფილა. სტალინმა ობსერვატორიაში 1899 წლიდან 1901 წლამდე იმუშავა. ჯუღაშვილის ხელმოწერილი ცხრილების უმეტესი ნაწილი გორის მუზეუმს გადაეცა.
ობსერვატორიის დაარსების ისტორია
მე-19 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეტეოროლოგმა და ასტრონომმა ადოლფ ფონ კუპფერმა საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის წინაშე საკითხი დააყენა, რომ თბილისში ობსერვატორია აშენებულიყო მეტეოროლოგიური სამუშაოების საწარმოებლად. ხელმძღვანელი იქნებოდა კუპფერის ყოფილი მოსწავლე ანდრია შესტაკოვი, რომელიც იმ პერიოდში თბილისის გიმნაზიის უფროსი მასწავლებელი იყო. ასეც მოხდა.
თბილისის პირველი მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია ქალაქის განაპირას, სოლოლაკის მთის ძირში 1837 წელს აშენდა, რისთვისაც მეფისნაცვალმა 12 ათასი რუბლი გამოყო. ობსერვატორიამ მცირე ხანს იმუშავა. ახალი შენობა 1844 წელს, მთაწმინდაზე მამადავითის მთის ძირში აიგო. რამდენიმე წელიწადში, თბილისის განაშენიანების გამო მაგნიტური დაკვირვებები ვეღარ ტარდებოდა, ამიტომ ობსერვატორიისთვის ახალი ადგილის ძებნა დაიწყო. ავლაბრის ტერიტორიაზე ააშენეს მესამე ობსერვატორია, სადაც დამკვირვებლად მუშაობდა გერმანელი ასტროფიზიკოსი არნოლდ მორიცი. იგი 1847 წელს გამოგზავნეს თბილისში.
მეცნიერების განვითარებასთან ერთად, ასტროფიზიკოსმა ევროპული ტიპის ობსერვატორიაზე დაიწყო ფიქრი. მან შეარჩია თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია, დღევანდელი აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირის კუთხესთან. გერმანელი კოლონისტები ამ ადგილებს ნელ-ნელა ითვისებდნენ. მორიცმა სახსრები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გავლენით მოიძია. 1862 წელს ობსერვატორიის მშენებლობა დასრულდა და პირველ მაისს პირველი მონაცემები ჩაინიშნეს. არნოლდ მორიცი ობსერვატორიის „სტატსკი სავეტნიკად“ დაინიშნა (იგივე დირექტორი). დღეს სწორედ, ამ უნიკალურ შენობაშია განთავსებული გეოფიზიკურ მეცნიერებათა ისტორიის მუზეუმი, რომელიც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა.
შენობა უნიკალურია იმით, რომ ნაგებობას ცენტრში მბრუნავი კოშკი ჰქონდა. ამბობენ, რომ მორიცი არავის ანდობდა კოშკში ასვლას და დაკვირვებას ყოველთვის თავად აწარმოებდა. შენობის ასაგებად მორიცმა გერმანელი ინჟინერი ფერდინანდ ლემკული მოიწვია. მაშინ აიგო სხვა დამხმარე შენობებიც. ობსერვატორიას ულამაზესი ბაღი ამშვენებდა, რომელსაც განსაკუთრებულად უვლიდნენ. თურმე საკმარისი იყო, მორიცს ქაღალდის ერთი ნაკუწი შეემჩნია, რომ მაშინვე შენობიდან გამოვიდოდა და ქაღალდს აიღებდა.
მკითხველის კომენტარები
(0)