21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
17.11.2020 / 16:11
შრიფტის ზომა:

რის განვითარებას უწყობს ხელს ტანვარჯიში და რა ასაკში შეიძლება ბავშვის მიყვანა ამ სპორტზე?

რის განვითარებას უწყობს ხელს ტანვარჯიში და რა ასაკში შეიძლება ბავშვის მიყვანა ამ სპორტზე?

რისთვის არის სასარგებლო ტანვარჯიში? რის განვითარებას უწყობს ხელს? რა ასაკიდან შეგვიძლია ბავშვი ამ სპორტით დავაკაოთ? ამ საკითხზე გვესაუბრება, სპორტის ოსტატი, მწვრთნელი თამარ მოსიძე.

- რა ასაკიდან შეგვიძლია ბავშვი ვატაროთ ტანვარჯიშზე? - ტანვარჯიშს ვიწყებთ, როცა ბავშვს უკვე შეუძლია მინიმალურ დონეზე მოიკრიბოს ყურადღება, შეუძლია მოთმენა, დაცდა, საკუთარი რიგის დალოდება, მწვრთნელის მოსმენა, იმის მცირედით მაინც ათვისება, რასაც ხსნიან. ეს დაახლოებით 4-5 წლის ბავშვებში უკვე განვითარებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს უჭირს რიგის დალოდება, აქვს ყურადღების დეფიციტი, ვმუშაობთ მათთან ამ უნარების გამომუშავებაზე. ტანვარჯიში ბავშვს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და გონებრივად ავითარებს. ბავშვებს ვავარჯიშებთ მოქნილობაზე, ძალის გამომუშავებაზე, სისწრაფეზე, ტანის ფლობაზე სხვადასხვა მდგომარეობაში - მათ შორის ჰაერშიც, სიმაღლის თუ სხვა შიშების დაძლევაზე.

- რისთვის არის სასარგებლო ტანვარჯიში? - ტანვარჯიში განსაკუთრებით პატარა ასაკში ყოველმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, ყურადღების განვითარებას, მოცემული სიტუაციის სწორი და სწრაფი შეფასების უნარს, მეხსიერების განვითარებას, ფიზიკური ძალის, მოძრაობით მოქმედებათა კოორდინიაციის, სიმძლავრის, გამძლეობის, კუნთური მგრძნობელობის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვისებების ჰარმონიული შესაძლებლიბებით განვითარებას. ტანვარჯიში ამაღლებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს გულის კუნთის განვითარებას, ამცირებს და აფერხებს ბრტყელტრფიანობას და მისგან გამოწვეულ დაავადებებს.ფიზიკური ვარჯიში ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის სრულყოფას, დადებით ზეგავლენას ახდენს კუნთოვანი სისტემის განვითარებაზე, ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები, ძირითადად, სპორტული და გამოყენებითი სახის ტანვარჯიშში. ტანის ყველა ნაწილის ენერგიული, სხვადასხვა დაძაბულობით, სიჩქარით და ამპლიტუდით კუნთის მუშაობა ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, კუნთებში სისხლის მიწოდებას, ზრდის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობას, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს ადამიანის ჯამრთელობის შენარჩუნებასა და ორგანიზმის გაკაჟებას. თუ ბავშვს ესაჭიროება კონკრეტული ვარჯიშები, წინასწარ შედგენილი სპეციალური პროგრამით ვავარჯიშებთ მაგალითად ბრტყელტერფიანობის, ხერხემლის გამრუდების და სხვა პრობლემების შემთხვევაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

- როგორც ცნობილია ბევრი სპორტსმენი თავის კარიერას ჯერ ტანვარჯიშში იწყებს, სადაც ყველაზე კარგად ჩანს რომელ სპორტში შეიძლება იყოს ის წარმატებული... - ტანვარჯიში ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ყველა სპორტსმენისთვის აუცილებელია. ბავშვზე დაკვირვების შემდეგ ჩვენ ხშირად ვურჩევთ მშობელს როგორ მოიქცეს, რომელ სპორტზე შეიყვანოს ბავშვი, იქნება ეს ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი თუ ა.შ. ჩვენ ვამზადებთ ბავშვებს ფიზიკურად და შემდეგ ისინი ირჩევენ, მიჰყვნენ ტანვარჯიშს პროფესიონალურ დონეზე თუ სხვა სპორტში გადაინაცვლონ. ტანვარჯიშის სახეობებიდან წასულმა მრავალმა სპორტსმენმა სხვადასხვა სახეობაში მოიპოვა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების სხვადასხვა სინჯის მედლები.

- რას გვეტყვით მწვრთნელის და ბავშვის ურთიერთობაზე? ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამდენ ბავშვთან მუშაობა გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. - ჩემი ურთიერთობა ბავშვთან ძალიან ფაქიზია, მწვრთნელის და აღსაზრდელის ურთიერთობა მრავალი მნიშვნელოვანი ნიუანსებისგან შედგება, ყველა ჩემი აღსაზრდელი განსაკუთრებილნი არიან ჩემთვის, აუცილებელია მწვთრთნელმა აკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები. ყველა ბავშვი უნიკალურია და ყველას სჭირდება განსაკუთრებული მიდგომა, საჭიროა რომ ბავშვს უყვარდე და გენდობოდეს, ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა!

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში? | Allnews.Ge

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში?

ძველ ეგვიპტელებს თავიანთი გარდაცვლილები უყვარდათ და ცდილობდნენ ისე გაეკეთებინათ, რომ საიქიოში ისინი კარგად ყოფილიყვნენ, ამიტომაც რჩეული ადამიანებისთვის მათ მუმიფიცირების ძალიან რთული და ძვირადღირებული წესები მოიფიქრეს.

ის, ვისაც რაიმე მნიშვნელოვანი წოდება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ცნობილ ადამიანს წარმოადგენდა, შეიძლებოდა მუმიფიცირებული ყოფილიყო, თუმცა მასალები იაფფასიანი, პროცესი კი ხანმოკლე იყო. სარკოფაგები - არც ისეთი მდიდრული, როგორიც ფარაონებს ჰქონდათ.

მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი "სტანდარტიზებულს“ წარმოადგენდა: ჩვეულებრივი ფისი და ქსოვილის გრძელი ნაჭრები, რომელშიც დაბალზამებულ სხეულს ახვევდნენ. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ერთხელაც ეგვიპტეში ავსტრალიელმა არქეოლოგებმა ქალის ისეთი მუმია იპოვეს, რომ... თუმცა ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით.

მუმია, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მე-19 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიაში მოღვაწე ინგლისელმა პოლიტიკოსმა ჩარლზ ნიკოლსონმა შეიძინა (იმ დროს ეგვიპტის მუმიებზე მოდა არ იყო, მაგრამ მაინც), სიკვდილის წინ კი მუმია მან სიდნეის უნივერსიტეტს უანდერძა. როგორც მუმიას შეეფერება, ის მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის საცავში იმტვერებოდა...

მკვლევარებმა მუმიას ყურადღება პირველად 1999 წელს მიაქციეს, როცა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. ქსოვილის ნიმუშების შემოწმებისას მასში თიხისა და ქვიშის ნარევი აღმოაჩინეს.

თუმცა კიდევ თითქმის ოცმა წელმა გაიარა, ვიდრე მუმია თავის საიდუმლოს გასცემდა.

აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ქალი, როგორც წესი, ქსოვილში გაახვიეს, მაგრამ უკვე შემდეგ მისი სხეულის ნაწილები (მარცხენა მუხლი და წვივი) "გაურკვეველ ვითარებაში“ დაზიანდა, შესაძლოა, სამარის მძარცველების მიერ. ამრიგად, ერთი ან ორი თაობის შემდეგ ვიღაცამ ბებიის "გარემონტება“ გადაწყვიტა და მას თიხის ახალი ბაკანი გაუკეთა

ოსტატმა, რომელიც მუმიაზე მუშაობდა, თიხის, ქვიშის, ნამჯისა და ქსოვილისაგან რთული "სენდვიჩი“ გააკეთა. ქვემოდან ბაკანი მწვანე ფერით იქნა შეღებილი, ზემოდან კი ყვითლით.

"თიხა ფენა-ფენად ედებოდა, სანამ ის ნოტიო და რბილი იყო“, - განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი კარინ სოვადა, სიდნეის უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, - სხეული ჯერ ქსოვილში გაახვიეს, შემდეგ კი ის თიხის ბაკანში მოათავსეს და ისევ ქსოვილი შემოახვიეს“.

  • მაგრამ რატომ თიხაში და არა ტრადიციულ ფისში?

"იმიტომ, რომ თიხა უფრო იაფი და ადვილად მოსაპოვებელი მასალაა“, - ამბობს კარინ სოვადა, მაგრამ ამით მუმიის "თავგადასავალი“ არ დამთავრებულა. ის ვიღაცამ ისევ დააზიანა, ამჯერად თავისა და კისრის არეში. დაზიანდა ბაკანიც, თუმცა მუმიის ხელახალი რესტავრაცია ისეთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც პროფესიონალიზმით არ გამოირჩეოდა და თავ-კისერი სხეულზე მეტალის დამჭერებით დაამაგრა.

თუმცა, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, თიხის ბაკანი მუმიის ერთადერთი უცნაურობა არ ყოფილა. ისე ჩანს, რომ სიძველეებით მოვაჭრეებმა სერ ჩარლზი მოატყუეს და სრულიად უცხო სარკოფაგში წინასწარ განზრახულად ჩადებული მუმია აჩვენეს. სხვათა შორის, ასეთი თაღლითობა იმ დროს საკმაოდ ხშირი იყო - არტეფაქტის ძვირად გაყიდვის მიზნით. ასევე დადგინდა, რომ სარკოფაგი, სადაც ქალის სახელი "მერუტა“ ეწერა, პიქტოგრამის მიხედვით, დაახლოებით ჩვენს ერამდე 1000 წელს მიეკუთვნება, მუმია კი მასზე 200 წლით ახალგაზრდაა.

თუმცა მკვლევარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის ფაქტი, რომ მუმია თიხისგან იყო დამზადებული. ანუ ეს ახალი სიტყვაა მუმიფიკაციაში, რომელიც ძველ ეგვიპტეზე ჩვენს ცოდნას აფართოებს