მოგზაურობა
25.10.2018 / 08:10
შრიფტის ზომა:

"ტიტანიკის" ზუსტი ანალოგი იქმნება, რომელიც მოგზაურობას 2022 წელს დაიწყებს

"ტიტანიკის" ზუსტი ანალოგი იქმნება, რომელიც მოგზაურობას 2022 წელს დაიწყებს

ყველასთვის ცნობილი უიღბლო სამგზავრო გემის ზუსტ ანალოგს ტიტანიკი II დაარქვეს. ის თავის პირველ მოგზაურობას 2022 წელს დაიწყებს. ტიტანიკი II-ის ბორტზე 2400 მგზავრისა და ეკიპაჟს 900 წევრისთვისაა ადგილი, რაც USA Today-ის თქმით, ფაქტობრივად იგივე რაოდენობაა, რაც 2012 წელს ტრაგიკულად ჩაძირული პირველი ტიტანიკის შემთხვევაში იყო. თუმცა, განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში გემზე იქნება საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავი, ჟილეტები და მიღებული იქნება ბევრი სხვა უსაფრთხოების თანამედროვე ზომა.

MSN-ის ინფორმაციით, Titanic II პირველად 2-კვირიან მოგზაურობას დაიწყებს დუბაიდან საუთჰემპტონამდე. ამის შემდეგ ის პირველი ტიტანიკის დაგეგმილ მარშრუტს გაივლის ინგლისიდან ნიუ-იორკამდე ჩრდილოყინულოვანი ოკეანის გადაკვეთით. ამ მოგზაურობის დასრულების შემდეგ ის მგზავრებს მსოფლიოს მასშტაბით საკრუიზო მოგზაურობას შესთავაზებს.

1912 წლის ტიტანიკის ტრაგედია, რომელიც ჯეიმს კამერონმა 1997 წლის იმავე დასახელების ფილმში უკვდავყო, აისბერგთან შეტაკებამ გამოიწვია, რა დროსაც დაახლოებით 1500 ადამიანი დაიღუპა, რაც ფაქტობრივად მგზავრთა ორი მესამედი იყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2015 წელს Blue Star Line-მა Titanic II-ზე მუშაობა ფინანსური უთანხმოების გამო შეაჩერა, რის გამოც გადაიდო გეგმები, რომლის მიხედვითად სამგზავრო გემი უკვე 2016 წლისთვის მზად უნდა ყოფილიყო. კომპანიამ სექტემბერში გამოაცხადა, რომ ის აგრძელებს მუშაობას გემის დასასრულებლად. Bloomberg-ის ცნობით, Titanic II-ის ღირებულება 500 მილიონი დოლარი იქნება.

"გემი პირველი ტიტანიკის ორიგინალურ მარშრუტს შეასრულებს და მგზავრებს საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკში ჩაიყვანს, მაგრამ ის ასევე შეასრულებს მოგზაურობას დედამიწის გარშემო და მიიპყრობს დიდ ყურადღებას ყველგან, სადაც კი მივა"- განაცხადა Blue Star Line-ის თავმჯდომარემ, კლივ პალმერმა.

ჯერჯერობით საუბარი არ არის იმაზე, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი ბილეთები პოტენციური მგზავრებისთვის.

მკითხველის კომენტარები
(3)

GOGI
11 ოქტომბერი , 2021 14:10

თქვენ კიდევ სიზმარში ხართ-----------

ტოტო
31 აგვისტო , 2021 16:08

გარდაუვალი ისტორიული მოვლენაა,აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია და დროებით მფლობელობაში აქვთ რუსებს.სხვათაშორის სოჭიც.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ეშერას ლაბორატორია - საიდუმლო ობიექტი აფხაზეთში, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება | Allnews.Ge

ეშერას ლაბორატორია - საიდუმლო ობიექტი აფხაზეთში, რომელიც დღემდე ამოუხსნელი რჩება

აფხაზეთში მდებარე მღვიმის საიდუმლო, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ბაზა და ასევე საიდუმლო სეისმოლოგიური ლაბორატორიაა განთავსებული, საზოგადოებისთვის კვლავ ამოუხსნელი რჩება.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ეშერას ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის არასრულყოფილად ვრცელდებოდა, რამაც შემდეგ წლებში მის გარშემო უამრავი მითის წარმოქმნა განაპირობა. ერთ-ერთი ამ მითთაგან უკავშირდება 1988 წელს სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარ მიწისძვრას, რომელიც თითქოს, სწორედ ეშერას ლაბორატორიიდან იმართებოდა.

ფოტო: Владимир Малдер (vmulder)

საბჭოთა წლებში ლაბორატორიას მხოლოდ სამხედრო დანიშნულება ჰქონდა, რათა იქიდან ახლო აღმოსავლეთი გაეკონტროლებინათ. დროთა განმავლობაში ფუნქცია შეიცვალა და უკვე ტექტონიკური იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მღვიმეში მდებარე სამხედრო ბაზაში, გარდა შეიარაღებისა, ჰქონდათ აპარატურა, რომელიც 1500 კილომეტის რადიუსზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას აფიქსირებდა. მაშინ საბჭოთა ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყო ახლო აღმოსავლეთი.

იმ წლებში აღნიშნულ დაკვირვებებსა და სამუშაოებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 ოფიცერი აწარმოებდა.

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ლაბორატორიაში ტექტონიკური იარაღის ტექნოლოგიებზე მუდმივი ექსპერიმენტების “დამსახურება” იყო საქართველოში, რაჭისა და სომხეთში სპიტაკის მიწისძვრები.

”ეს სეისმოლოგიური ლაბორატორიაა, რომელიც დედამიწის ქერქის დაძაბულობას აკვირდება. თუ მომწიფებულია ტერიტორია და მას სჭირდება გარკვეული ბიძგი, შესაძლებელია შორი მანძილიდან მისი პროვოცირება" - წერდნენ მაშინ გეოლოგები, თუმცა, სეისმოლოგები ამ ყველაფერს დეზინფორმაციას უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეშერას ბაზიდან მიწისძვრების ხელოვნური გამოწვევა არარეალური იყო.

2019 წლის დასაწყისში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა ბლოგერმა და ფოტოგრაფმა ვლადიმირ მალდერმა (Владимир Малдер) იმოგზაურა და ეშერას ლაბორატორიასაც ესტუმრა. “მიტოვებული ლაბორატორია” - ასე ჰქვია მის ფოტობლოგს, რომელშიც ლაბორატორიის მიწისზედა დონეა ასახული.

“ბოლო ხანებში აფხაზეთში ობიექტების ძებნა ცოტა გართულდა. ლაბორატორიის რუკაზე მითითებული ადგილები ახლა ან ცარიელია, ან განადგურებული, ერთჯერადი შპრიცებით სავსე... რაც შეეხება იმას, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა - რუკაზეც არ არის ან ჯუნგლებითაა დაფარული, ისე რომ შესასვლელი არც კი ჩანს, ან იმდენად ნაგვით არის სავსე, რომ ყურადღებასაც არავინ მიაქცევს" - წერს ბლოგერი.

ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია სააქტო დარბაზი, სადაც ბლოგერის თქმით, სავარაუდოდ ბოლო სხდომა ჩატარდა. კიდევ ერთ ფოტოზე შევსებული დოკუმენტი ჩანს, რომელიც 2007 წლის იანვრით არის დათარიღებული და რომლის მიხედვითაც ობიექტი ჯერ კიდევ სრული დატვირთვით მუშაობდა...

აფხაზეთის ომის მონაწილე ირაკლი ჩილაჩავა იხსენებს, ომის დროს რა წინააღმდეგობას აწყდებოდნენ რუსების მხრიდან, თუ ლაბორატორიის მიმართულებით დააპირებდნენ წასვლას:

"90-იანი წლების დროს, რამდენჯერაც იმ მხარეს დავაპირეთ წასვლა, ძალიან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით... არ მინდა ყველას ნაცვლად ვისაუბრო, მაგრამ ეშერას ბაზას რუსი სამხედროები იცავდნენ და რასაკვირველია, მათ ჩვენზე გაცილებით კარგი შეიარაღება და ტექნიკა ჰქონდათ, თან მკაცრად ჰქონდათ ნაბრძანები - არც ერთი მეტრით არ მივეშვით იქამდე...

თუმცა, ვაღიარებ, იყო ფსიქოლოგიური მომენტიც, რადგან ეს იყო საიდუმლო ობიექტი, რომელსაც სპიტაკის მიწისძვრასაც და სხვა უამრავ სახიფათო ამბებსაც უკავშირებდნენ და სინამდვილეში რა ხდებოდა, არავინ იცოდა..." - ამბობს ჩილაჩავა.

არსებული ინფორმაციით, ეშერას სეისმოლოგიური ლაბორატორია - სამხედრო ბაზა, დღესაც ფუნქციონირებს და მას რუსები აკოტროლებენ, თუმცა, რამდენად გამართული და სრულყოფილია მისი მუშაობა, საუბარი ძნელია... AMBEBI.GE-სთან საუბარში ეშერას ლაბორატორიის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაიხსენა რომ, ის ზედა, პირველ დონეში მუშაობდა და მღვიმეში ჩასვლის უფლება არ ჰქონდა.

მისივე თქმით, ზედმეტი კითხვების დასმა არ შეიძლებოდა, ამიტომ მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა რაღაცები, მათ შორის ისიც, რომ ლაბორატორიის მაკეტი და მუშაობის ინსტრუქციები მოსკოვთან ახლოს მდებარე დახურულ "ზაგორსკ 7"-ში ინახებოდა. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს უბრალოდ საბჭოთა პროპაგანდის ნაწილი იყო.

ყოფილი თანამშრომელი ასევე სუბრობს, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იყო საუბარი ლაბორატორიის გენერალურ რემონტზე, თუმცა, შემდეგ ომი დაიწყო და მას არ აქვს ინფორმაცია, მოხდა თუ არა რეაბილიტაცია...

ოფიციალური ინფორმაციით, საბჭოთა წლებში, ეშერას საიდუმლო ლაბორატორიას მოსკოვის გეოფიზიკის ინსტიტუტი ედგა სათავეში; ტექტონიკური იარაღის კვლევისა და გამოცდების ექსპერიმენტებს ალექსანდრე ნიკოლაევი ხელმძღვანელობდა.

ფოტო: Владимир Малдер (vmulder)

ambebi.ge