რატომ არ შეიძლება უშაქრო ყავის დალევა?
ყავა შაქრით უნდა დავლიოთ თუ საერთოდ არ უნდა დავლიოთ? - საკითხავი ეს არის. იცით თუ არა, რომ ყავა, გაყიდვების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ნავთობის შემდეგ? დღეში დაახლოებით 2,7 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა. ამ პროდუქტზე უამრავი მეცნიერული კვლევაა ჩატარებული. პასუხი ზემოთ დასმულ კითხვაზე ერთია! ყავა მხოლოდ შაქრიანი უნდა სვათ.
უშაქრო ყავა უარყოფითად მოქმედებს ტვინზე. ეს სასმელი უბრალოდ მატონიზირებელი კი არაა, არამედ აქტიურად მატონიზირებელი. კოფეინისგან ტვინის აქტივობა ძლიერდება და ის მწვავედ საჭიროებს "საკვებს", ანუ ნახშირწყლებს.
უშაქრო ყავის დალევის შემდეგ ტვინი დაახლოებით იმავეს განიცდის, რასაც უკიდურესად დამშეული ადამიანი, რომელიც ამავდროულად, მძიმე ფიზიკურ სამუშაოსაც შეასრულებს.
თუ ეს რეგულარულად გრძელდება, გამოფიტვა და რთულად გამოსასწორებელი ორგანული დაზიანებები მოსალოდნელი იქნება. ასე რომ, აღმოსავლეთში ტყუილად არ ამბობენ, რომ - "ყავა კოცნასავით ტკბილი უნდა იყოს".