31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
03.12.2021 / 12:12
შრიფტის ზომა:

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა- ვინ არის მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში სამეფოს ლეგიტიმური მმართველო უნდა იყოს?

უინძორები დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სამეფო ოჯახია მსოფლიოში, რომლებიც ოფიციალურად გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის ქვეყნების მმართველები არიან. ისინი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და მათ შესახებ ბევრს წერენ თუ საუბრობენ.

სამეფო ოჯახი

თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის უინძორების დინასტიის ნამდვილი ისტორია, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი მონარქი, ელსაბედ II და მისი შთამომავლები ტახტის უკანონო მემკვიდრეები გამოდიან!

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა რატომ არის ელისაბედ II ტახტის უკანონო მემკვიდრე და თუ არა ის, მაშინ ვინ უნდა იყოს სამეფოს რეალური მმართველი? როგორც ირკვევა, ინგლისის მეფე ედუარდ IV იორკელი, რომელიც ინგლისს 1461-1483 წლებში მართავდა, ტახტის არალეგიტიმური მემკვიდრეა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ედუარდი „ვარდების ომის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელმაც 1461 ინგლისის მეფე ჰენრი VI ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა. წყაროების მიხედვით ედუარდი ტახტის კანონიერი მემკვიდრე არ იყო და შესაბამისად ტახტის ხელში ჩაგდების ლეგიტიმური უფლება არ ჰქონდა.

ინგლისის მეფე ედუარდ IV

თუმცა ამის მიუხედავად, მისმა შთამომავლებმა ინგლისის, შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს მართვა გააგრძელეს. შესაბამისად გამოდის, რომ თითოეული მეფე და დედოფალი, რომელიც სამეფოს ედუარდის შემდეგ მართავდა ტახტის უკანონო მემკვიდრეა.

ვინ არის ბრიტანეთის ტახტის ჭეშმარიტი მემკვიდრე?

ინგლისელმა ისტორიკოსებმა ბევრი იკვლიეს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს სამეფოს ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. მათ არაერთი წყარო გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ავსტრალიის პატარა ქალაქ ჯერილდერიში ცხოვრობდა მამაკაცი- მაიკ ჰასტინგსი, რომელიც წესით, გაერთიანებული სამეფოს ჭეშმარიტი მონარქი უნდა ყოფილიყო.

აღმოჩნდა, რომ მაიკ ჰასტინგსი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრობდა. ის არაერთ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა, იყო მძღოლი, ყიდდა წიგნებს, მუშაობდა აგრონომად და სხვა.

იქამდე სანამ საკუთარი წარმომავლობის შესახებ სიმართლეს გაიგებდა, მაიკმა იცოდა, რომ არისტოკრატიული წარმოშობის იყო. თუმცა, მთავარი საიდუმლო, რომ ის გაერთიანებული სამეფოს ლეგიტიმური მონარქი იყო მან ნამდვილად არ იცოდა.

„მე ავსტრალიაში 1960-იან წლებში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ ჰქონდათ სამეფო ოჯახის წოდება, რომელიც მემკვიდრეობით მე გადმომეცა“- განაცხადა მან 2004 წელს ინტერვიუში, როდესაც მასთან Channel 4-ის ჟურნალისტები პირველად ჩავიდნენ და სიმართლე უთხრეს. სატელევიზიო არხმა მაიკზე სპეციალური დოკუმენტური ფილმი Britain's Real Monarch-იც (ბრიტანეთის ნამდვილი მონარქი) კი გადაიღო.

შეკითხვაზე თუ რას გააკეთებდა მას შემდეგ, რაც სიმართლე გაიგო მაიკმა უპასუხა:

-მე მხოლოდ 17 წლის ვიყავი როდესაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად და აქაურობა ძალიან მომწონს. მე აქ დავოჯახდი, მყავს 5 შვილი და 5 შვილიშვილი. მე ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს აქ. ტახტის მემკვიდრის ცხოვრებით ცხოვრება ჩემთვის საშინელება იქნებოდა. დღეს სამეფო ოჯახს ცხვირთან თითი არ აქვს მიტანილი, რომ მედია უკვე მათზე წერს. იმ შემთხვევაშიც კი თუ დედოფალი ტახტიდან გადადგებოდა და მას მე დამითმობდა მეფობაზე მაინც უარს ვიტყოდი.“

მაიკი 2012 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაბამისად გამოდის, რომ ახლა მისი უფროსი ვაჟი, საიმონია ტახტის ნამდვილი მემკვიდრე.

საიმონი 1974 წელს ავსტრალიაში დაიბადა და დღესდღეობით ვიქტორიას შტატში, ქალაქ ვანგარატაში ცხოვრობს. თუმცა საიმონმა მამის მსგავსად არაერთხელ განაცხადა, რომ ტახტზე პრეტენზია არ აქვს.

მკითხველის კომენტარები
(7)

ნუნუ
04 დეკემბერი , 2021 12:12

ჩემს სადარდებელს ეს უნდოდა კიდევ?

ჟორა
02 აპრილი , 2021 17:04

რა ვთქმა უნდა ტახტს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ დიდი სკანდალის მოწყობა ნამდვილად შეუძლია

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ელისაბედ II ბრიტანეთის ტახტის უკანონო მემკვიდრეა- ვინ არის მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში სამეფოს ლეგიტიმური მმართველო უნდა იყოს? | Allnews.Ge