სიახლეები
26.04.2021 / 07:04
შრიფტის ზომა:

რატომ არ გჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე - "ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში"

რატომ არ გჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე - "ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებს ფული დაახარჯინონ ანალიზების კეთებაში"

ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებამდე, საჭიროა, პაციენტმა ექიმთან გაიაროს კონსულტაცია და მეტიც, გარკვეული გამოკვლევებიც ჩაიტაროს. სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კომენტარი გვხვდება. ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვაქცინის გასაკეთებლად მისულებს, უკან გამობრუნება მოუხდათ, რადგან სხვადასხვა ანალიზის პასუხების წარდგენა მოსთხოვეს.

ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ მის მოხუც დედას აცრაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს, რომ გულის ქრონიკული დაავადება აქვს.

"დედას გული აწუხებს დიდი ხანია, მაგრამ მკურნალობს და სტაბილურად არის. როგორც იქნა, ჩვენი რიგი მოვიდა აცრაზე და რომ მივედით, გვითხრეს გულის პრობლემა მოიგვაროს და მერე მოვიდეს ვაქცინაციაზეო. ახლა როგორ მოირჩენს გულს ამ ასაკში?! გარდა ამისა, გვითხრეს, რომ საჭირო იყო სხვადასხვა ანალიზები, მათ შორის სისხლის შედედების. წამოვიყვანე უკან, რა უნდა მექნა?! ახლა ვცდილოობ ხელახალ რეგისტრაციაზე დავითანხმო, მაგრამ ეშინია და უარს ამბობს" - გვეუბნება რესპონდენტი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვაქცინებთან დაკავშირებულ მორიგ მითზე, რომ თითქოს აცრის წინ გამოკვლევების ჩატარებაა სავალდებულო, კომენტარის გაკეთება მოუხდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესაც. მისი თქმით, ექიმები პაციენტებს ტყუილად ახარჯინებენ ფულს ანალიზებში:

"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა. ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.

არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა. არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..." - აღნიშნა იმნაძემ კითხვის საპასუხოდ.

რეალურად საჭიროა თუ არა რაიმე სახის გამოკვლევები ვაქცინაციამდე და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს. ამ საკითხზე allnews.ge-ს ესაუბრა ამერიკის ბიოანალიტიკის ბორდის მაღალი სირთულის ლაბორატორიის დირექტორი მარინა გვახარია.

"გასაოცარია, მაგრამ საქართველოში საკმაოდ გავრცელდა შეხედულება, რომ აცრამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და გარკვეული გამოკვლევების ჩატარება. კერძოდ, მოქალაქეებს სთხოვენ ალერგოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, D-დიმერს, ანტი-კოვიდ ანტისხეულებს, კოაგულოგრამას და სხვა ტესტებს. პირადად მომმართეს პაციენტებმა, რომლებსაც ამგვარი ანალიზები დაენიშნათ და მეტიც, ანალიზების პასუხის არქონის გამო აცრაზე უარი ეთქვათ.

არანაირი ანალიზები აცრის წინ საჭირო არაა! მეტიც, არ არსებობს ანალიზი, რომლის პასუხის მიხედვით კეთილსინდისიერი ექიმი პაციენტს ურჩევს აცრის გადავადებას ან უარის თქმას მასზე. ეს არის აბსურდი. ბევრი ღელავს ზოგიერთი ვაქცინის სერიოზულ თრობმბოემბოლიურ გართულებებზე, რომლებიც უაღრესად იშვიათია - დაახლოებით 1 შემთხვევა ერთ მილიონ აცრილზე. სამწუხაროდ, არ არსებობს გამოკვლევა, რომელიც გამოავლენს ამ გართულების რისკის მქონე პაციენტებს. ასევე არ არსებობს წამალი, რომელიც თქვენს მონაცემებს "მოაწესრიგებს" და გართულების საფრთხეს შეამცირებს.

აცრისთვის არანაირი წინასწარი მომზადება საჭირო არ არის. თუ არ გაქვთ სიცხე ან ქრონიკული დაავადების გამწვავება, რეკომენდირებულია გადაუდებელი აცრა თქვენი ასაკობრივი ჯგუფის შესაფერისი ვაქცინით და ვიმეორებ, ყოველგვარი წინასწარი ანალიზების გარეშე" - ამბობს სპეციალისტი.

მარინა გვახარიას ინფორმაციით, აშშ-ში აცრები ნებაყოფლობითია და ამასთან, მოსახლეობა განსაკუთრებული ნდობითა და ენთუზიაზმითაა განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.

"საინტერესოა, რომ კალიფორნიაში ჯერჯერობით რეალურად არ გვაქვს ვაქცინის არჩევანი. ვიცრებით იმ ვაქცინით, რომელიც იმ დღესაა ხელმისაწვდომი კლინიკაში, სადაც ჩაწერილები ვიყავით. აცრები დაიწყო დეკემბერ-იანვარში ეტაპობრივად: პირველ როგში აიცრა მედპერსონალი და ასაკოვანი მოსახლეობა. ამჟამად აცრა ხელმისაწვდომია 16 წლის ზემოთ ყველა მსურველისთვის. აშშ-ში დღეში 3-4 მილიონი ადამიანი იცრება. წარმოგიდგენიათ, რომ ყველას ან თუნდაც ნაწილს ანალიზები და ექიმის კონსულტაცია უტარდებოდეს?" - გვეუბნება მარინა გვახარია.

კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ირინა მელიქიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინამდე წინასწარი გამოკვლებების ჩატარება დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვაა და სხვა არაფერი.

"მეც მსმენია ასეთი ფაქტების შესახებ და ამას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სისხლის შედების ფაქტორებს და თრომბის გამოწვევის საშიშროებას ვაქცინაციის დროს, ამას ვერანაირი წინასწარი ანალიზით ვერ გამორიცხავ, რადგან შეიძლება ადამიანს ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდეს, მაგრამ მაინც განვითარდეს თრომბოემბოლია. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ბოლომდე რატომ იწვევს ამა თუ იმ გართულებას ვაქცინა. მთავარია, არ იყოს მწვავე მდგომარეობა ვაქცინაციის წინ. თუ რომელიმე დაავადების გართულებული, მწვავე ფაზაა, უნდა ჩაწყნარდეს და მერე ჩატარდეს ვაქცინა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში რაიმე ანალიზები და კვლებები არაფერს ცვლის.

თუკი წარსულში გქონიათ მძიმე ანაფილაქსიური რეაქცია, გაესაუბრეთ კვალიფიციურ და თანამედროვე გაიდლაინების მცოდნე ალერგოლოგს. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევების უმრავლესობაშიც კი რეკომენდირებულია აცრა, რადგან კოვიდის რისკი ბევრად მაღალია აცრის შესაძლო რისკებზე" - გვეუბნება ირინა მელიქიშვილი.

მოამზადა თინათინ ზვიადაძემ

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მოხეტიალე ცხოვრება დაოჯახებამდე და წლები დედოფლის ჩრდილქვეშ - როგორ გახდა პრინცი ფილიპი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი | Allnews.Ge

მოხეტიალე ცხოვრება დაოჯახებამდე და წლები დედოფლის ჩრდილქვეშ - როგორ გახდა პრინცი ფილიპი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი

ბუკინგემის სასახლემ ბრიტანელი და მსოფლიო საზოგადოებითვის საყვარელი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი პრინცი ფილიპი დაკარგა. ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედ მეორე მეუღლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ბრიტანეთში ამბობენ, ბუკინგემმა ოჯახის კიდევ ერთი, კეთილი წევრი დაკარგა, ფილიპს ქვეყანაში დიდი მწუხარებით მოიხსენიებენ. ტანჯული ცხოვრებიდან ბედნიერ მომავლამდე პრინცმა დიდი გზა გამოიარა და მართლაც, ღირსეულად დატოვა ამქვეყნიური პლანეტა.

ბრიტანული გამოცემა BBC პრინცის ცხოვრებაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს. როგორც ბი-ბი-სი წერს, ფილიპი იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც არაჩვეულებრივად იცხოვრა. რთული ხასიათის, ეჭვიანი და მუდმივად მოუსვენარი ფილიპის ისტორია ბრიტანეთიდან დაიწყო, პრინცი ბერძენი დედისა და დანიელი მამის ოჯახში დაიბადა.

ფილიპის მშობლემა ერთმანეთი 1901 წელს დედოფალ ვიქტორიას დაკრძალვაზე გაიცნეს. ქვეყანაში მონარქები და დანარჩენი ევროპელები სხვადასხვა ერად მიიჩნეოდნენ, ფილიპი კი იმ ოჯახში დაიბადა, სადაც    ყველა მონარქი იყო. ფილიპის ბაბუა საბერძნეთის მეფის ტიტულს ატარებდა, მისი დედა კი დედოფალი ვიქტორიას შვილთაშვილი გახლდათ.

ფილიპის ყველა დედმამიშვილი, ოთხივე და გერმანიაში გათხოვდა, ფილიპი ბრიტანეთს არ სცდებოდა, ნაცისტებს ვერ ეგუებოდა და საბოლოოდ ცოლიც ბრიტანეთში შეირთო. მის ქორწილში არცერთი დედმამიშვილი მივიდა. როდესაც ქვეყნებს შორის მშვიდობა დამკვიდრდა და ბრიტანეთი ეკონომიკურად მოძლიერდა, ფილიპმა საზოგადოებაში გამოჩენა დაიწყო და ბრიტანეთის მშენებლობასა და ინფრასტურქტურის შეცვლაში თავისი წვლილი შეიტანა, პრინცმა საზოგადოება კლიმატის მოსალოდნელ ცვლილებებზე გააფრთხილა, რადგან ბრიტანეთის სწრაფი განვითარების ტემპი გარემოზე ცუდ გავლენას მოახდენდა.  

ცოლის მოყვანამდე პრინცს მოხეტიალე ცხოვრება ჰქონდა. მისი მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ, ფილიპი ქვეყნიდან-ქვეყანაში გადადიოდა. ისინი მცირე დროის მანძილზე დევნილებიც იყვნენ და თავს იტალიაში, პატარა კუნძულზე აფარებდნენ. იტალიის შემდეგ ბიჭი დედასთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში, პარიზში გადავიდა და მალევე ბრიტანეთში სასწავლებლად დაბრუნდა. საფრანგეთში მარტო დარჩენილი დედამისი, რამდენიმე წელში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, ექიმებმა მისი მდგომარეობა მძიმე ფსიქიკურ ტრავმებს დააბრალეს. ფილიპი დედას იშვიათად ნახულობდა.

დედა ფსიქიატრიულში იყო, პარალელურად კი მამა ახალ ოჯახს ქმნიდა. ფილიპის მამა მონტე-კარლოში წავიდა, საყვარელი გაიჩინა და ახალი ოჯახი შექმნა. მშობლების გარეშე დარჩენილი ბიჭი ვერც დებთან კონტაქტობდა, ისინი გერმანიაში ცხოვრობდნენ, ოთხივეს თავიანთი ოჯახი ჰყავდა და ფილიპისთვის არცერთს ეცალა. არეული ოჯახის, დაულაგებელ ქაოსში ფილიპი ყველაზე მეტად დაიჩაგრა, საბერძნეთის პრინციდან მოხეტიალე ახალგაზრდად გადაიქცა და მასზე აღარავინ ზრუნავდა.

"არ მგონია, ვინმეს ეფიქრა, რომ მე მამა მყავდა" - აღნიშნა ფილიპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ფილიპი უმამაობას ბავშვობიდან განიცდიდა, მისი წასვლიდან რამდენიმე წელში, ის გარდაიცვალა. ფილიპი მონტე-კარლოში ჩავიდა, მამის სახლში მივიდა და მისი რამდენიმე ნივთი შეაგროვა. სკოლის დასრულების შემდეგ პრინცი დამოუკიდებლად ცხოვრებას შეეჩვია. სკოლაში სწავლის პერიოდში ფილიპი ფილოსოფიით დაინტერესდა, გუნდური მუშოაბა და სირთულეების გადალახვა ისწავლა და მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნება ზღვის სიყვარული გაჩნდა.  

ზღვის სიყვარულმა ფილიპს ახალგაზრდა ლეიტენანტის წოდება მოუტანა, პრინცმა ხუთი გამოცდიდან ოთხში უმაღლესი შეფასება მიიღო და საპატიო წოდება დაიმსახურა. ეს ძლიერი სიყვარული პრინცს სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგაც არ განელებია და პერიოდულად გემით სამოგზაუროდ დადიოდა ხოლმე.

ლეიტენანტის წოდების მიღებიდან მალევე მის ცხოვრებაში მეორე სიყვარულიც გამოჩნდა. ელისაბედის ბიძამ მეფე ჯორჯ მე-6 ფილიპის ბიძასთან სტუმრობისას თან თავისი ძმისშვილი წაიყვანა. მომხიბვლელი პრინცესა თავშეკავებული, ცოტა სერიოზული და დინჯი იყო. ფილიპი მის დანახვაზე გაწითლდა და დაიმორცხვა.

ბიჭს არ წარმოედგინა რომ ცხოვრებაში ორი საუკეთესო რაღაცის მიღება შეეძლო, მისთვის რთული იყო გვერდით ლამაზი ქალი ჰყოლოდა, რომელსაც ეყვარებოდა ზღვა და ფილიპის სურვილებს პატივს სცემდა. 1947 წელს ელისაბედისა და ფილიპის ერთად ყოფნა სამეფო ოჯახების მიერ საბოლოოდ გადაწყდა, ნიშნობის თარიღი კალენდარში მონიშნეს. 1948 წელს ელისაბედი ფილიპს ცოლად გაჰყვა, ახალდაქორწინებულები მალტას ესტუმრნენ, წყვილმა თაფლობისთვე შესანიშნავად გაატარა. ოჯახის შექმნიდან მალევე, სასახლეში არეულობა დაიწყო, მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა და ელისაბედს სასწრაფო წესით დედოფლის ტიტული მიანიჭეს, ფილიპის ცხოვრება იმ დღეს რადიკალურად შეიცვალა.

ელისაბედის მხარდაჭერის გამო ფილიპმა თავისი სურვილები გვერდზე გადადო, დაკარგა საზღვაო ლეიტენანტის წოდება და წლების მერე ეს გადაწყვეტილება ძალიან ინანა. პრინცს ზღვა უყვარდა, ენატრებოდა და ენანებოდა უმისოდ ყოფნა და ამას ყველა ამჩნდევდა. ელისაბედი დედოფლის როლს ირგებდა, ფილიპი კი ისეთ სახელმწიფოში იყო გაზრდილი, სადაც ქვეყნის მმართველები კაცები იყვნენ და ელისაბედის დედოფლობა ეუცხოებოდა.

ჰერცოგი ჩრდილში მოექცა, ყოველთვის, ყველგან დედოფლის უკან დადიოდა, ოთახში ჯერ დედოფალი შედიოდა შემდეგ კი ფილიპსაც ჰქონდა შესვლის უფლება. კორონაციაზე ფილიპმა ფიცი დადო, რომ დედოფლის ერთგული იქნებოდა, ასეც იყო, ბოლომდე ელისაბედის ერთგული დარჩა, თუმცა ცხოვრება მის ჩრდილქვეშ განაგრძო. ხალხისთვის ელისაბედი დედოფალი იყო, ის კი უბრალოდ მისი მეუღლე.   ფილიპი გარეგნობით ყოველთვის გამოირჩეოდა, მაღალი, სიმპათიური აღნაგობის კაცი იყო, მომხიბვლელი სიცილი და შარმი ჰქონდა. ბიჭების კლუბში მისული ქალბატონები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ფილიპი ჭკვიანი იყო და კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. პრინცი საოცარი სპიკერიც იყო, მუდამ წიგნებს კითხულობდა და ყოველ წელს რამდენიმე ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ბუნებაზე ზრუნავდა, როდესაც გარემოს დაცვაზე არავინ არაფერი იცოდა, ფილიპი ხალხს ეუბნებოდა, რომ ბრიტანეთის ცხოვრების ჩქარი ტემპი გარემოს გაანადგურებდა, ამდენი შენობა და ავტომობილი ქალაქს დააზიანებდა. ასეც მოხდა, დღეს, ნახშიროჟანგით გატენილ კონტინენტზე გარემო ძალიან ბინძურია.

ფილიპს ერთი საუკეთესო თვისება ჰქონდა, ის ყველასთან უშუალო და ერთანაირად კეთილი იყო. სამეფო საზღვაო ძალების გენერალ მაიორი ჩარლს სტიკლენდი იხსენებს, რომ ერთ დღეს ფილიპი ნორვეგიაში საზღვაო ფლოტთან შესახვედრად გაფრინდა, მას ფლოტის წევრებისთვის სალამი უნდა ეთქვა სულ რამდენიმე წუთი გაჩერებულიყო და უკან დაბრუნებულიყო. ამის მაგივრად პრინცმა მათთან ერთად ისაუზმა, ფლოტის წევრებს თავისი ახალგაზრდობის ამბები მოუყვა და იმაზეც ესაუბრა, თუ რატომ უნდა იმსახურონ თითოეულმა საზღვაო ძალებში.

ერთხელ ფილიპს ჰკითხეს იყო თუ არა მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დედოფალზე ზრუნვა, მან კი დაუფიქრებლად უპასუხა - რა თქმა უნდა. ფილიპს დედოფალი უყვარდა, მის გამო ბევრი რამ დათმო და ნაწილობრივ ამაყობდა კიდეც ამით. ჰერცოგი ლიდერი არ იყო, ლიდერობა შეეძლო, მაგრამ ამ გზას დედოფალს უთმობდა, ალბათ იცოდა, ელისაბედი ასე თავს უკეთ იგრძნობდა.

პრინცი ფილიპი 9 აპრილს დილით გარდაიცვალა, როგორც ბრიტანულმა მედიამ დაწერა, ის ხანგრძლივი დროით საავადმყოფოში მკურნალობდა და როგორც ჩანს, პრინცს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ოთხი შვილის, რვა შვილიშვილისა და 10 შვილთაშვილის შემდეგ ფილიპმა თავისი ისტორია დაამთავრა და გარდაცვალებით ბევრ ბრიტანელს დასწყვიტა გული.

kvirispalitra.ge