
Youtube ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რათა მოახდინოს ინტერნეტის უპრეცედენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება. ინფორმაციას "ალ ჯაზირა" ავრცელებს. ამასთან ევროკავშირმა Netflix-ს ხარისხის შემცირებისკენ მოუწოდა, რათა ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას.
ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს არ გამოიყენონ HD ხარისხი თუ ამის აუცილებლობა არ არის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეგვიპტეში ქალაქ ლუქსორთან ახლოს 3 000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ ტუტანჰამონის აკლდამის შემდეგ ყველაზე დიდი არქეოლოგიური აღმოჩენა უწოდა. უძველეს დასახლებულ პუნქტს „დაკარგული ოქროს ქალაქის“ სახელით მოიხსენიებენ.
მეცნიერების მტკიცებით, უძველესი ქალაქი ფარაონ ამენჰოტეპ III მმართველობის პერიოდს განეკუთვნება, რომელიც ძვ.წ. 1391-1353 წლებში მართავდა ეგვიპტეს.
გათხრების დროს არქეოლოგებმა უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მათ შორისაა თიხის ჭურჭელი, სამკაულები, პირადი მოხმარების ნივთები და სხვა.
არქეოლოგ ზაჰი ჰავსის თქმით, უძველესი ქალაქი, რომელსაც წყაროებში ათენს უწოდებენ, ეგვიპტის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრი იყო.
არქეოლოგებმა ქალაქში ათობით საცხოვრებელი სახლი აღმოაჩინეს, რომლებიც ფაქტობრივად, ხელუხლებლადაა შემორჩენილი. მკვლევართა ინტერესი განსაკუთრებით ერთმა შენობამ გამოიწვია, რომელიც უძველეს საცხობს წარმოადგენდა. საცხობში რამდენიმე ცეცხლის კერა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ აქ ათობით ადამიანი მუშაობდა.
ისტორიკოსები ახალ იმაზე მსჯელობენ თუ რა გახდა ქალაქის დაცარიელების მიზეზი. ყველაზე სარწმუნო ვერსიაა ახალი ქალაქის, ამარნას დაარსება და დედაქალაქის იქ გადატანა. შესაბამისად, ათენმა მნიშვნელობა ეტაპობრივად დაკარგა და დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.
მკვლევარები აცხადებენ, რომ არქეოლოგიური გათხრები სულ რამდენიმე თვეა დაიწყო და მათ უკვე უამრავი არტეფაქტი აღმოაჩინეს. მათ იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში გათხრები უძველესი ცივილიზაციის შესახებ კიდევ ბევრ იდუმალებას ახდის ფარდას.
ასევე დაგაინტერესებთ:
მკითხველის კომენტარები
(0)