
ზამთარი გაილია და გაზაფხული დადგა. თუ ბოლო ათწლეულებს გადავხედავთ, სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით, ნათელი გახდება, რომ წელიწადის ეს დრო, მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, საკმაოდ დაძაბული და რთულად გასავლელია, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, წლევანდელი მარტის თვე ცვლილებებით იქნება დატვირთული და არაერთ ადამიანს მიეცემა შანსი, ეს ცვლილებები საკუთარი წარმატებისთვის გამოიყენოს.
მთავარია, სწორად დაგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და დააკვირდეთ ახალმთავრეობისა და სავსემთავრეობის პერიოდებს. ხოლო, თუ როგორ დაგეგმოთ გაზაფხულის პირველი თვე, რათა ის მშვიდად და ნაყოფიერად განვლოთ და მარტში არსებულ ნეგატიურ პერიოდებს პრობლემებისა და წინაღობების გარეშე აუაროთ გვერდი, ამაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ინტერვიუში გესაუბრებათ.
–ბატონო მიხეილ, რას გვიწინასწარმეტყველებენ ამ დროისთვის არსებული პლანეტების განლაგება და ვარსკვლავები, როგორი იქნება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით გაზაფხულის პირველი თვე, რას უნდა ველოდოთ და რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება მარტის თვეში?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
– მარტის თვეში, დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა, საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რაც ბევრ ქვეყანაში სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებას გაააქტიურებს, მიუხედავად იმისა, რომ 14 მარტს იქნება მთვარის დაბნელება, ხოლო 29 მარტს – მზის დაბნელება. მარტში, განსაკუთრებით 9-დან 29 რიცხვამდე, დედამიწა იქნება ჰარმონიული და დადებითი კოსმიური ვიბრაციების ზონაში. განსაკუთრებით პროდუქტიული იქნება პერიოდი 3 მარტიდან 13 მარტამდე. პლანეტა მერკურის ვერძის ზოდიაქოში ტრანზიტის წყალობით საქმიანი, შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ვერძის ენერგიები და მზარდი მთვარე, ბევრ ადამიანს გაუჩენს ცვლილებების სურვილს.
– როგორც მივხვდი, გასული წლის მარტის თვეებთან შედარებით, წელს შედარებით მშვიდი პერიოდი გველის. და, მაინც, რას გვირჩევთ, როგორც ასტროლოგი, როგორ მოვიქცცეთ, რომ ეს პერიოდი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მომავალში ნაყოფიერი შედეგი მივიღოთ?
– ამ პერიოდში უნდა იყოთ აქტიური და შრომისუნარიანი, არ დახარჯოთ დრო უქმად. ეცადეთ ბევრის გაკეთება მოასწროთ, რადგან 15 მარტიდან პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს, რაც ახალ წამოწყებებსა და გეგმებს შეაფერხებს და შეანელებს. 14 მარტს, მთვარის დაბნელებამდე, პლანეტა მერკური ხელს შეუწყობს პროგრესსა და გადაუდებელი ცვლილებების გადაწყვეტას. ამიტომ, 15-დან 21 მარტამდე გეგმები თუ ტრანზაქციები, უფრო ნელა განვითარდება ან, საერთოდ, გადაიდება. მარტის მესამე დეკადაში წარმატებით დასრულდება ყველა წამოწყებული საქმე, მათ შორის, სასიკეთოდ მოგვარდება სასიყვარულო ურთიერთობებიც, რომლებიც ჩიხში შევიდა. 27 მარტს პლანეტა ვენერა, თევზების ზოდიაქოში შევა და კომუნიკაციას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის, ადამიანებს კი – უფრო მიმღებსა და თანამგრძნობს. ხოლო პლანეტა მარსი, რომელიც 18 აპრილამდე კირჩხიბის ზოდიაქოში იქნება, დაეხმარება ადამიანებს შემოქმედებითი და განახლებული ენერგიების გაღვიძებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, გათავისუფლდნენ დამთრგუნველი ტენდენციებისა და ძველი ურთიერთობებისგან, გამოავლინონ ნიჭი სხვადასხვა სფეროში.
– განსაკუთრებით როდის შეინიშნება ყველაზე მაღალი დონე და ნაყოფიერი პერიოდი საქმიანი აქტივობის კუთხით?
– საქმიანი აქტივობის ყველაზე მაღალი დონე შეინიშნება ასტროლოგიური ახალი წლიდან – 20 მარტიდან, როდესაც მზე 13:03 საათზე შევა ვერძის ზოდიაქოში და შეუერთდება პლანეტა მერკურს და მისი ვიბრაციებით ხელს შეუწყობს ენერგიების განახლებას.
– რას გვირჩევთ, რომ ეს ენერგიები წარმატებულად გამოვიყენოთ?
– ამ ენერგიების ძალიან წარმატებულად გამოყენება შეიძლება ახალმთავრეობამდე და 29 მარტს, მზის დაბნელებამდე, ნებისმიერი პროექტის დასაწყებად, თუნდაც იყოს მოულოდნელი და რადიკალური.
– ინტერვიუს ბოლოს, იქნებ, თვის ბოლო დღეების შეჯამებაც გაგვიკეთოთ.
– 29 მარტი, ახალი მთვარის შემდეგ და 13 აპრილი, გაზაფხულის პირველ სავსემთვარეობამდე, აღდგომის მოახლოებულ ვიბრაციასთან ერთად, ამ პერიოდს ცეცხლსა და ძალას შემატებს.
წყარო: tbiliselebi
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არქეოლოგიის სამეცნიერო სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ახალი აღმოჩენა, ხან უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე უკვე არსებულ საიდუმლოზე პასუხს იძლევა. მაგრამ, ამ სფეროს გარეშე, ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა ჩვენი წარსულის შესახებ. აქ კი, იდუმალებით ყველაზე მეტად მოცული არტეფაქტების ნაკრებს წარმოგიდგენთ:
I. უძველესი გაჯეტები
ეს აღმოჩენა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სრულიად შემთხვევით გააკეთა. ის მისსავე მიერ გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა და ერთ–ერთ სურათზე, მეტად უცნაური ნივთი შენიშნა. საქმე იმაშია რომ მან, პოლ გეტის ხელოვნების მუზეუმის (ლოს-ანჯელესი) საცავში შენახული, ძვ. წ. დაახლოებით, II ს. შექმნილი ბარელიეფების ფოტოები გადაიღო და მხოლოდ 2 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ერთ ბარელიეფზე გამოსახულ გოგონას ხელში ნოუთბუქის მსგავსი რამ უკავია, თან USB–პორტებით.
II. ვენეციელი ვამპირი 2011 წ. მსოფლიოს საოცარი და იდუმალი აღმოჩენა წარუდგინეს, რომელიც კ. ნუოვოზე, ვენეციიდან 3 კმ-ს დაშორებით აღმოაჩინეს. ეს 60–65 წლის ქალის თავის ქალა იყო, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა. გასაკვირი კი ის არის, რომ დასაფლავების დროს, მას პირში აგური ჩაუდეს. ეს რიტუალი ძველ ისტორიულ წყაროებში აღწერილია, მაგრამ მეცნიერებს, მსგავსი ფაქტის შესწავლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი ვამპირად მიიჩნიეს. ხოლო, შუა საუკუნეებში, ვამპირების ისე ეშინოდათ, რომ სიკვდილის შემდეგ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მათგან ცოცხალთა სამყარო დაეცვათ, თუნდაც პირში აგურის ჩადებით.
III. ქვის ხანის გვირაბები
XX საუკუნეში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შოტლანდიიდან – თურქეთამდე, მეცნიერებმა და მოყვარულმა არქეოლოგებმა, სხვადასხვა ფორმის და სიგრძის გვირაბები აღმოაჩინეს. რომელიც დაახლოებით, 12 ათასი წლის წინ არის გაყვანილი. რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის.
IV. უძველესი სალამური ეს ძალიან იშვიათი და რაც მთავარია, უნიკალური აღმოჩენა გერმანელ არქეოლოგებს ეკუთვნით. პალეოლითი სადგომის შესწავლის დროს, რომელიც, დაახლოებით, 14–12 ათასი წლით არის დათარიღებული, მათ ერთ–ერთ გამოქვაბულში, მამონტების ძვლების გროვაში, რამდენიმე ძვალი იპოვეს, რომლებზეც, თანაბარი დაშორები, ნახვრეტები იყო გაკეთებული.
იმ პერიოდში, ადამიანი ბურღვის ხელოვნებას მხოლოდ ეუფლებოდა, მაგრამ ნახვრეტები ლამაზად და მონდომებით იყო გაკეთებული. გამოდის, რომ მუსიკის ჰანგები, ქვის ხანაში უკვე ცნობილი იყო. ხოლო ნოტები, მხოლოდ X–XI საუკუნეში შეიქმნა. განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
მკითხველის კომენტარები
(0)