31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
16.04.2021 / 10:04
შრიფტის ზომა:

უახლოეს მომავალში ყავა გაქრება- რას უკავშირებენ მეცნიერები ყავის ხეების მასობრივ განადგურებას?

ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სასმელია, რომლის გარეშეც ძალიან ბევრ ჩვენგანს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ახალი კვლევების მიხედვით, მეცნიერებმა საკმაოდ საყურადღებო ინფორმაცია გაავრცელეს- მათი თქმით, XXI საუკუნის ბოლოსთვის შესაძლოა ადამიანები ყავის გარეშე დარჩნენ.

მათი თქმით, ბოლო წლებია ყავის ხეები მასობრივად ნადგურდება, რისი უმთავრესი მიზეზიც გლობალური დათბობაა. აღმოჩნდა, რომ ყავის ხეები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ და ტემპერატურის თუნდაც 2-3 გრადუსით მომატება მათზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

Euronews-ის ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოს ყავის მოსავლის უმეტესი ნაწილი ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მოდის. ყავის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი ქვეყანა კოლუმბიაა, სადაც ყავის მოყვანა ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

გამოცემის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში კოლუმბიელ ფერმერებს ყავის მოყვანა განსაკუთრებით გაუჭირდათ. მათი თქმით, კლიმატის ცვლილებებმა ყავის როგორც რაოდენობაზე ასევე ხარისხზე იმოქმედა. ისინი ახლა იძულებულები არიან ყავის ხეები უფრო მაღალ ადგილებსა და ფერდობებზე დარგონ, სადაც შედარებით დაბალი ტემპერატურაა. თუმცა ახალი ტერიტორიების მოძებნა და ათვისება არც ისე მარტივია, თანაც ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი კი ჯამში ყავის მოსავლის რაოდენობის შემცირებას იწვევს.   Euronews წერს, რომ XXI საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში ყავის მოსავლის რაოდენობის შემცირდება, ფასი კი გაიზრდება. გამოცემის მიხედვით, აუცილებელი გახდება ყავის ხეების დასარგავად სხვა ქვეყნებში ალტერნატიული ტერიტორიების გამოძებნა ან არსებული ნარგავებისთვის ახალი ტექნოლოგიებით სათანადო პირობების შექმნა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

უახლოეს მომავალში ყავა გაქრება- რას უკავშირებენ მეცნიერები ყავის ხეების მასობრივ განადგურებას? | Allnews.Ge