
1939 წლიდან ეს ბინა ჩაკეტილი და მიტოვებული იყო. ის აუქციონისტებმა მხოლოდ 70 წლის შემდეგ გახსნეს, ბინის ახალი მფლობელების მოთხოვნით და მოულოდნელად, განძი აღმოაჩინეს.
ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა. 23 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა, ვინმე დე ფლორიანმა, მიატოვა თავისი მდიდრულად მოწყობილი ბინა პარიზში. სავარაუდოდ, მას შეტყობინეს, რომ ქალაქში შესვლას გერმანელები აპირებდნენ.
მან სწრაფად ჩაალაგა ნივთები, დაკეტა ბინა და თავისუფალ ზონაში გადავიდა — ქვეყნის სამხრეთში, ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ცხოვრება.
ამის შემდეგ, ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე იხდიდა ბინასთან დაკავშირებულ ყველა გადასახადს, მაგრამ პარიზში აღარასოდეს დაბრუნებულა. ქალბატონი 2010 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და სწორედ მაშინ შეიტყვეს მისმა მემკვიდრეებმა, პარიზული ბინის არსებობის შესახებ. მათ აუქციონისტი ოლივიე შოპენ-ჟანვრი დაიქირავეს ბინაში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხნის მანძილზე იყო ბინა დაკეტილი, ოლივიე და მისი თანამშრომლები სულმოუთქმელად ელოდნენ კარების გაღებას, რომ ენახათ, თუ რა იყო შიგნით და მასში შესვლის შემდეგ, აუქციონერებს სუნთქვა შეეკრათ. ბინა ნამდვილი დროის მანქანა აღმოჩნდა, რომელმაც მომენტალურად გადაიყვანა ყველა იქ მყოფი, გასული საუკუნის 40-იან წლებში.
ბინა საუკუნის დასაწყისის სტილში იყო მოწყობილი. სასადილო ოთახში ყველა სახის ჭურჭელი და სუფრის გასაწყობად საჭირო ნივთები იყო. ხელოვნების ნიმუშები კი კედლებიდან იყო ჩამოხსნილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სხვაგან გადატანას აპირებდნენ, მაგრამ საამისოდ, დრო აღარ ეყოთ.
ყველაზე დიდი გაოცება და აღფრთოვანება, ბინაში არსებულ ნივთებს შორის, გამოიწვია სურათმა, რომელზეც ასახული იყო ქალი ვარდისფერ საღამოს კაბაში. ჩატარებული ძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ბინის წინანდელი მეპატრონის, მარტა დე ფლორიანის პორტრეტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
რომანოვთა განძეულის საიდუმლო საქმე - რა ბედი ეწია ჩრდილო კავკასიის მთებში ჩამარხულ ძვირფასეულობას
ვინ იყო უძველესი სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის სამარხმაც მკლევარები საგონებელში ჩააგდო