
გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ერთ-ერთ კედელზე მზის საათია ჩატანებული. ეთნოგრაფი, მკვლევარი გიორგი გიგაური გვიყვება, რომ საქართველოში რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი ასეთი კედლის მზის საათები, მაგალითად - ანანურში, გელათში... მისი თქმით, ამას ძველთაგან "ცის მზომელობა" ეწოდებოდა...
გიორგი გიგაურის სტატია - "არქეოასტრონომია" აშშ-ში 2014 წელს გამოცემულ წიგნში - Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy (არქეოასტრონომიისა და ეთნოასტრონომიის სამაგიდო წიგნი) დაიბეჭდა. სტატიაში მზის საათებზე და უძველესი ქართველების წეს-ჩვეულებებზე უმნიშვნელოვანესი და ექსკლუზიური ინფორმაციებია მოცემული.
"აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ციხე-კოშკებში და ზოგიერთ საცხოვრებელ სახლის ფასადზე შემორჩენილია ჰორიზონტალური "მზის საათის“ მსგავსი ქვები. ერთ-ერთი ასეთი "მზის საათი“ დავაფიქსირეთ თუშეთის სოფელ ინდურთას ერთ-ერთ სახლის ფასადზე. გრძელი ქვა, რომელიც ჰორიზონტალურად გამოდის (60 სმ.) სამხრეთის კედლიდან, მიწის ზედაპირიდან 2.80 სანტიმეტრზეა. ქვის წვერზე სიმბოლოც არის ამოჭრილი...
სნო, სპასთანგელოსის სალოცავის ნიში და "მზის ბუდე"
ასევე დაგაინტერესებთ 12:10 / 20-04-2018ხევსური ქადაგების მისტიკური წინასწარმეტყველებები: "ბავშობაში დავესწარი მის ტრანსში გადასვლას..."ხალხური ჰორიზონტალურ-ჭორტიანი მზის საათები ხშირად იყო საქართველოში, ძირითადად, სამხრეთ კედლებზე. ისინი არამარტო დღის პერიოდს, არამედ სეზონის დადგომასაც აღნიშნავდნენ. ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ, ეს ტრადიცია გადმოვიდა ადრექრისტიანულ ტაძრებზე, მაგ. სვეტიცხოველზე, გელათზე, ფოკაზე, ანანურის ტაძარზე. სვეტიცხოველის ტაძრის (მე-11 ს.) გუმბათის ზედაპირზე ფიქსირდება მაცხოვრის ბარელიეფი, რომელსაც ხელში წიგნი უკავია და წიგნზე წრეებია გამოსახული. ეს უკანასკნელი ძალიან გავს ძველბერძნულ ანტიკიტერულ მექანიზმის გამოსახულებასაც, ე.წ. საათის არქეტიპს, რომელსაც იკვლევდა - დე სოლა პრეისი. დროის და პერიოდის საზომი ხელსაწყოები საღვთო ცოდნასთან იგივდებოდა ძველ დროს. "მზის ბუდეების“ მსგავსი ფორმაა ქართული დარბაზის "ერდო", რომელიც დედაბოძთან ერთად ძველად საკულტო ობიექტი იყო. ერდოდან ჩამოსული მზის სხივი დაცემული დარბაზის ერდოს გვირგვინებზე, ამა თუ იმ დროს და სეზონს აღნიშნავდა.
ჯუთა, "ღალანგურის“ ნიში და მზის ბუდე
ხევსურეთში ჩაწერილია და კიდევ ახსოვთ "ცისკრის ვარსკვლავის" მოძრაობაზე დაკვირვების შესახებ ხალხური გადმოცემები. იცოდნენ "მოძრავი მასკვლავნი“ და "უძრავი მასკვლავნი“. ასევეა, მთვარის ფაზების მიმართაც დაკვირვებები, სხვადასხვა საამშენებლო და სამეურნეო მუშაობა დაკავშირებული იყო მნათობთა პერიოდებზე. მაგალითად, სავსე მთვარეობას იცოდნენ სახლის სახურავის "ბანის დაგება“ - ამ დროს სახურავი "წყალს არ უშვებსო“. აგრეთვე საინტერესოა, "წელწადს" (ახალ წელს) "ბედის კვერების“ შეგორება სახლის კარებიდან. სწორედ "ბედის კვერებზე“ საჭვრეთილით დაჭვრეთილი ასტრალური (ღვთაებრივი) სიმბოლოებია საინტერესო... ძველი საჭვრეთლები ეთნოგრაფიული მუზეუმიდან (ბარისახო), სალოცავის კარი და სარკმელი ხშირად იყო შემკული ასეთი სიმბოლოებით. "კარი" საკრალურია და დიდი მნიშვნელობაც ენიჭებოდა..." - აღნიშნავს ნაშრომში გიგაური. გამაგრძეთ კითხვა