„მშვენიერი პრინცესა“- მარწყვი, რომლის ერთი ნაყოფი 448 დოლარი ღირს
იაპონიაში მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და მისი ფასიც მეტისმეტად მაღალია. თავად ქვეყანა 294 სახეობის მარწყვს აწარმოებს.
ყველაზე უჩვეულო მარწყვის სახეობად იამანაშის პრეფექტურაში წარმოებული თეთრი მარწყვი ითვლება, რომელსაც „პირველი სიყვარულის არომატი“ ჰქვია.
„პირველი სიყვარულის არომატი“
ეს ჯიში იაპონიაში პირველად 2006 წელს, 10 წლიანი სასელექციო სამუშოების შემდეგ გამოიყვანეს. თეთრი მარწყვის ერთი შეკვრა, სადაც სულ 12 ნაყოფია ათას 600 იენი ღირს, რაც მიმდინარე კურსით 14 დოლარი და 50 ცენტია.
ყველაზე ძვირი კი იაპონიაში „ოკუდას“ ფერმაში გამოყვანილი მარწყვის ჯიშია, რომელსაც „მშვენიერი პრინცესა“ უწოდეს და მისი ერთი ნაყოფი 448 დოლარი ღირს.
ამ ჯიშის მარწყვის ერთი ნაყოფის წონა 100 გრამს აღწევს.
„მშვენიერი პრინცესა“
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ძვირია არა მარტო მარწყვი, არამედ სხვა ხილი და კენკრაც. მაგალითად, განსაკუთრებული ჯიშის ნესვი ან ყურძენი შესაძლოა, რამდენიმე ასეული ან ათასი დოლარი ღირდეს.