
საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობას შეისწავლიან. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს "ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ" ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.
"ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, ევროკავშირთან, EFTA-სთან და ცოტა ხანში, სავარაუდოდ, მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან და ჩვენ გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე არის გამოსაყენებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
რუსულმა გამოცემა maski-proekt.media-მ მოამზადა სტატია იმაზე, თუ როგორ შექმნა ჩეჩნეთის ლიდერმა რუსეთის წიაღში საკუთარი სასულთნო.
"ჩეჩნეთი მოსკოვის ხელმძღვანელობას ერთგულებას ეფიცება, მაგრამ მის ტერიტორიაზე აღმოცენებულია მმართველობა, სადაც ევროპული სახელმწიფოს კანონები საბაზისოს დონეზეც კი არ მოქმედებს. რეგიონის ლიდერია რამზან კადიროვი, რომელიც გამოირჩევა მრავალცოლიანობით და თავისი დიდი ოჯახისთვის მისი შემოსავლებიდან უამრავ ფულს ხარჯავს.
2015 წლის მაისში ჩეჩნეთში 47 წლის, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის ნაჟუდა გუჩიგოვასა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევის ქორწინების ფოტოებს, სადაც პატარძალი არ მალავდა, რომ უბედური იყო, რუსულ მედიაში დიდი შფოთი მოყვა.
ნაჟუდა გუჩიგოვა და ლუიზა გოილაბიევი
არსებული ცნობების თანახმად, სკოლის მოსწავლე გოგონას ძალოვანის უწყების წარმომადგენელზე გათხოვება არ სურდა. ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ გოგონას მშობლები, იმისთვის, რომ ოჯახი ჩეჩნეთიდან არ გაპარულიყო, გუჩიგოვამ მის სოფელთან პოლიციის ბლოკპოსტი დააყენა. გოგონას უფლებების დაცვას ადამიანის უფლების დამცველები მიხეილ ფედოტოვი და ელა პამფილოვაც შეეცადნენ, მაგრამ საქმროს რამზან კადიროვი გამოესარჩლა და ვერაფერს გახდნენ. ქორწინებას ნაჟუდა გუჩიგოვას პირველი ცოლიც ესწრებოდა, იმის დასტურად, რომ ჩეჩნეთში მრავალცოლიანობა ტრაგედია არ არის.
"შარიათის კანონების თანახმად, მამაკაცს ოთხი ცოლის ყოლა შეუძლია, თუ მათი რჩენა და მათთვის თანაბარი ყურადღების დათმობა შეუძლია. წესის თანახმად ისინი ერთად არ ცხოვრობენ, ყველას ცალკე სახლი უნდა ჰქონდეს და სახლები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. ქალი, თუ მას ქმარი არ ჰყავს, არასლრულფასოვან არსებად ითვლება, ამიტომაც ისინი მზად არიან მეორე და მესამე ცოლები გახდნენ" - წერს ჟურნალისტი და სვეტლანა ანოხინა თავის პუბლიკაციაში.
გოგონას უარი თქმა შეუძლია, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობენ, შვილები თუნდაც დაძალებით გაათხოვონ, რათა "მათ ცხოვრება დაულაგონ".
ჩენჩეთის ლიდერმა მრავალცოლიანობა არაერთხელ წაახალისა.
"ქალს პატრონი სჭირდება. თუ ახალგაზრდა გოგონა ქმარს გაშორებულია და ერთობა, მისი ძნა კლავს მას და მის მეგობარ მამაკაცსაც. ამიტომ, ჯობია, ქალები ვინმეს მეორე ან მესამე ცოლები გახდნენ, ვიდრე მოკლან..." - აცხადებს კადიროვი.
მის სიტყვებ ეთანხმება მისი ოფიციალური ცოლი მედინა, რომლის თქმითაც, "თუ მის ქმარს კიდევ მიუნდება დაქორწინება, ის წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ასეთია მუსლიმური წესები..."
კადიროვს საქვეყნოდ არასდროს უსაუბრია, ჰყავს თუ არა მას სხვა ცოლები ოფიციალურად, მედინას გარდა, რომლისგანაც მას 14 შვილი ჰყავს, თუმცა მის სხვა ცოლებზე ინფორმაციები პერიოულად მაინც ვრელდება.
მაგალითად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადიროვის მესამე ცოლი ადგილობრივი მომღერალი და მოცეკვავე, ანიმატ ახმადოვა. მასთან ახლო ურთიერთობის გამო, ანსამბლმა "დაიმოხკიმ", რომლის ხელმძღვანელი ანიმატის მამაა, ევროპაში გასტროლ შეწყვიტა.
ანიმატ ახმადოვა
გამოცემა maski-proekt.media-ის ინფორმაციით, კადიროვის მეორე ცოლი ქონებრივად უზრუნველყოფილია, მას ძალიან დიდი ბიზნესი აქვს. კადიროვმა ის, ჩეჩნეთში 2006 წელს ჩატარებულ სილამაზის კონსკურსზე იპოვა.
მაშინ გოგონას მოგებულ "ტოიოტას" მარკის ავტომანქანასა და ევროპაში ორკაციან საგზურსს დაჰპირდნენ. 250 გოგონას შორის გამარჯვებული 15 წლის ზამირა ჯაბრილოვა გახდა, მეორე და მესამე ადგილზე ფატიმა და ჯანორა ხაზუევები გავიდნენ. კონკურსის შემდეგ, მონაწილეები რესპუბლიკის ლიდერის დაცვის თანხლებით, ბანკეტზე მიიწვიეს.
ერთ-ერთმა გოგონამ, რომელი ფინალში ვერ გავიგა, ტირილი დაიწყო, კადიროვმა ის დაამშვიდა და Chopard-ის ფირმის, ოქროს საათი აჩუქა.
დოლარების ფრიალით, კადიროვის მიერ შესრულებული ლეზგინკა, დიდხანს იყო განსჯის თემა. სწორედ იქ იპოვა ჩეჩნეთის ლიდერმა მეორე ცოლი ფატიმა ხაზუევა.
მკითხველის კომენტარები
(0)