როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ Friends-ის მსახიობები დღეს?
„მეგობრები“ (ინგლ. Friends) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სატელევიზიო სიტკომია, რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ასახავს. სერიალი 1994 წელს დაიწყო და 2004 წლამდე გაგრძელდა.
სერიალმა არნახულ პოპულარობას მიაღწია და უამრავი ჯილდო მიიღო. მისმა ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა იხილა.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის დასრულებიდან 17 წელზე მეტი გავიდა ის კვლავ პოპულარულია.
საზოგადოების დიდი ინტერესის გამო 17 წლის შემდეგ „მეგრობრების“ მსახიობები ისევ 27 შეიკრიბნენ და Friends: The Reunion-ში სერიალის, საკუთარი პერსონაჟებია და ცხოვრების შესახებ ისაუბრეს.
ნახეთ, როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ ლეგენდარული სერიალის მსახიობები დღეს.
ჯენიფერ ენისტონი
სერიალმა და რეიჩელ გრინის პერსონაჟმა ჯენიფერ ენისტონს არნახული პოპულარობა მოუტანა. მან როლისთვის Emmy-ს, Golden Globe-სა და Screen Actors Guild ჯილდოები მიიღო.
„მეგობრების“ შემდეგ მან ისეთ ცნობილ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა, „ყოვლისშემძლე ბრიუსი“ (Bruce Almighty), „მერლი და მე“ (Marley & Me), „აუტანელი ბოსები“ (Horrible Bosses) და მრავალი სხვა.
ამჟამად მისი ქონება 300 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ენისტონი ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი მეუღლე ბრედ პიტი იყო, წყვილი 5 წლის შემდეგ დაშორდა.
მეორედ ენისტონი ასევე მსახიობზე ჯანტინ ტრეუზე დაქორწინდა, წყვილი 2017 წელს დაშორდა.
დევიდ შვიმერი
„მეგობრებში“ მონაწილეობის შემდეგ ასევე წარმატებული გამოდგა დევიდ შვიმერის კარიერა. მან ისეთ ცნობილ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა Kissing a Fool, Six Days, Seven Nights, Apt Pupil და სხვა.
პარალელურად შვიმერი თეატრშიც აგრძლელებდა თამაშს. 2007 წელს წელს ის რეჟისორი გახდა და ფილმი Run Fatboy Run გადაიღო.
2016 წელს დევიდ შვიმერი ფილმ The People v. O. J. Simpson იურისტ რობერდ კარდაშიანის როლში გამოჩნდა.
დევიდი 2007 წელს ბრიტანელ მუსიკოს ზოე ბუკმანზე დაქორწინდა.მათ 2011 წელს ქალიშვილი შეეძინათ. 2017 წელს წყვილი დაშორდა.
მეთიუ პერი
მეთიუ პერი „მეგობრებში“ ჩენდლერის როლის შესრულების პარალელურად ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას. 2010 წლიდან მეთიუმ ვიდეო თამაშების გახმოვანება დაიწყო.
2011 წლიდან ის სიტკომის Mr. Sunshine-ის თანაავტორი და პროდიუსერი იყო.
შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ მეთიუ კანადელია. მას ამჟამად ორივე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს.
მეთიუ პერი ჯერჯერობით დაოჯახებული არ არის
კორტნი კოქსი
დიდი წარმატება მოუტანა მონიკას როლის შესრულებამ კორტნი კოქსსაც. ჯერ კიდევ „მეგობრებში“ მონაწილეობის დროს მან ფილმ Ace Ventura: Pet Detective-ში ითამაშა.
კორტნიმ მეუღლესთან, დევიდ არქეტთან ერთად კომპანია Coquette დააარსა. წყვილს 2004 წელს ქალიშვილი შეეძინა, რომლის ნათლიაც ჯენიფერ ენისტონია.
კორტნი და დევიდი 2010 წელს დაშორდნენ.
მეთ ლებლანკი
„მეგობრებში“ ჯო ტრიბიანის როლის შესრულებისთვის მეთ ლებლანკმა Emmy-ს ჯილდო მიიღო.
„მეგობრების“ დასრულების შემდეგ ის ერთადერთი მსახიობია, რომელმაც იმავე პერსონაჟის როლის შესრულება სხვა სერიალშიც გააგრძელა. 2004-2006 წლებში ტელეეკრანებზე სერიალი Joey გამოჩნდა, რომელსაც „მეგობრების“ მსგავსი წარმატება არ ხვდა წილად.
მეთ ლებლანკის კიდევ ერთი წარმატებული როლი სერიალ Man with a Plan-ში შედგა. სერიალი 2016-20 წლებში გამოდიოდა.
მეთი ამერიკელ მოდელ მელისა მაკნაითზე 2003 წელს დაქორწინდა. წყვილს 2004 წელს ქალიშვილი მარია შეეძინა. წყვილი 2006 წელს გაშორდა.
ლიზა კუდროუ
„მეგობრებში“ მონაწილეობის გარდა ლიზა კუდროუ პარალელურად კიდევ არაერთ ფილმში თამაშობდა.
2005 წლიდან ის HBO-ს სიტკომ Comeback-ის პროდიუსერი და სცენარისტი გახდა.
ლიზამ ისეთ ცნობილ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა Bandslam, Hotel for Dogs, The Girl on the Train და The Boss Baby.
1995 წელს ლიზა ფრანგ მიშელ სტერნზე დაქორწინდა. მათ ვაჟი ჟულიანი შეეძინათ. სერიალის მე-4 სეზონში ლიზას ორსულობის გამო სცენარი შეცვალეს, სადაც ფიბი საკუთარი ძმისა და ძმის მეუღლის სუროგატი დედა გახდა.
ლიზა და მიშელი დღემდე ერთად არიან.