29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორ მუშაობდა საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე | Allnews.Ge

როგორ მუშაობდა საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძალ­ზე მძი­მე გა­მოც­და არ­გუ­ნა გან­გე­ბამ: ობი­ექ­ტურ თუ სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო, არ ჰქონ­და დრო და გა­მოც­დი­ლე­ბა, ქვეყ­ნის მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნი გზე­ბის მო­სა­ძებ­ნად, ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვი, კარს მომ­დგა­რი გლო­ბა­ლუ­რი და ლო­კა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის ვი­თა­რე­ბა­ში უხ­დე­ბო­და. ეს გა­რე­მო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი 1918-1921 წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სა და პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გა­რეო თუ სა­ში­ნაო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

1918-1920 წლებ­ში საკ­მა­ოდ და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სამ ქვე­ყა­ნას შო­რის. გა­რე­შე ძა­ლე­ბის, უპირ­ვე­ლე­სად, რუსი ბოლ­შე­ვი­კე­ბის, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, საქ­მე სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე (სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო-ბოლ­შე­ვი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი) და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტამ­დეც კი მი­ვი­და. XX სა­უ­კუ­ნე­ში ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ "წი­თე­ლი" და "თეთ­რი" რუ­სე­თის მე­თა­უ­რე­ბი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის აღ­დგე­ნის­თვის იბ­რძოდ­ნენ და არა - იმ­პე­რი­ა­ში ძალ­და­ტა­ნე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ის იყო, რომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის ბე­ლა­დე­ბი უფრო წარ­მა­ტე­ბით ნიღ­ბავ­დნენ ამ მიზ­ნებს. 1918-1921 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბრძო­ლა უხ­დე­ბო­და არა­მარ­ტო საბ­ჭო­თა (ბოლ­შე­ვი­კუ­რი) "წი­თე­ლი"რუ­სე­თის, არა­მედ - ე.წ. თეთ­რი (მო­ნარ­ქის­ტუ­ლი) რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდე­გაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხვო­ვა­ნი მე­ხუ­თე კო­ლო­ნა "წი­თელ" და "თეთრ" რუ­სეთს ჰყავ­და. ისი­ნი ხში­რად ატა­რებ­დნენ ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რულ და ტე­რო­რის­ტულ-დი­ვერ­სი­ულ ოპე­რა­ცი­ებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე - ერ­თმა­ნე­თის და მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რას უპი­რის­პი­რებ­და ამ საფრ­თხეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა?

1918 წლის 20 აგ­ვის­ტოს მი­ღე­ბუ­ლი იქნა მთე­ლი რიგი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" კა­ნო­ნი; "ნამ­დვილ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში და­ტო­ვე­ბი­სა და ჯარ­ში გაწ­ვე­ვის იმ პირ­თა, რო­მელ­ნიც და­ბა­დე­ბუ­ლან 1896-1899 წლებ­ში" კა­ნო­ნი; "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო მმარ­თვე­ლო­ბის" დე­ბუ­ლე­ბა; "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო ბე­გა­რი­სა და მუდ­მი­ვი ჯა­რის შევ­სე­ბის" ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბა. აქე­დან გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო მმარ­თვე­ლო­ბის" დე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის მარ­თვის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რაა მო­ცე­მუ­ლი.

სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო ექ­ვსი გან­ყო­ფი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და: 1.სა­ერ­თო გან­ყო­ფი­ლე­ბა; 2. პი­რა­დი შედ­გე­ნი­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა; 3. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა; 4. სა­ად­მი­ნის­ტრა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა; 5. სამ­ხედ­რო სა­სა­ნიტ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა; 6. სამ­ხედ­რო სა­ბე­ით­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ექ­ვსი სექ­ცი­ის­გან შედ­გე­ბო­და: სა­ო­პე­რა­ციო; სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო; სა­არ­ტი­ლე­რიო; სა­ინ­ჟინ­რო-სა­ტექ­ნი­კო; სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო; სამ­ხედ­რო-სა­ის­ტო­რიო არ­ქი­ვის.

"სა­ო­პე­რა­ციო სექ­ცი­ის" ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცი­ე­ბი იყო: ჯა­რის შედ­გე­ნა და ორ­გა­ნი­ზა­ცია; მო­ბი­ლი­ზა­ცია; დაც­ვა ტე­რი­ტო­რი­ი­სა და სარ­კი­ნიგ­ზო საქ­მე; დაზ­ვერ­ვა; კავ­ში­რის საქ­მე; ჯა­რის გაწ­ვრთნა და აღ­ლუ­მი; სა­ზღვრის დაც­ვა.

რო­გორც ვხე­დავთ, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში "დაზ­ვერ­ვა" მე­სა­მე რი­გის ამო­ცა­ნებ­ში იყო მი­ყუ­ჟუ­ლი. სა­ბე­ით­ლო საქ­მეს გან­ყო­ფი­ლე­ბის სტა­ტუ­სი ჰქონ­და, დაზ­ვერ­ვას კი - ქვე­სექ­ცი­ი­სა. ამი­ტომ რა გა­საკ­ვი­რია, რომ, რო­გორ ყუ­რა­დღე­ბა­საც სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას უთ­მობ­დნენ, შე­დე­გიც ანა­ლო­გი­უ­რი იყო. სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას სხვა­დას­ხვა დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ: პოლ­კოვ­ნი­კი იო­სებ გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი (1872-1939 წწ.) და პოლ­კოვ­ნი­კი როს­ტომ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი (1889-1923 წწ.). თუმ­ცა პირ­და­პირ უნდა ით­ქვას - მათ თავი ვერ გა­არ­თვეს ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო ამო­ცა­ნას.

ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლე­ბი კვი­ნი­ტა­ძე, მაზ­ნი­აშ­ვი­ლი, ოდი­შე­ლი­ძე და სხვ. ოპე­რა­ტი­უ­ლი დაზ­ვერ­ვის რაზ­მებს უშუ­ა­ლოდ ბრძო­ლე­ბის დროს ქმნიდ­ნენ და მტრის პო­ზი­ცი­ე­ბის და­საზ­ვე­რად და მათი ტაქ­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რის და­სად­გე­ნად გზვნიდ­ნენ. თუმ­ცა ბრძო­ლის კონ­კრე­ტულ უბან­ზე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ჯა­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­ზუს­ტე­ბა, სტრა­ტე­გი­უ­ლი დაზ­ვერ­ვი­სა და ერ­თი­ა­ნი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გა­რე­შე, სა­ერ­თო სუ­რათს ვერ ქმნი­და. რაც შე­ე­ხე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სა­დაზ­ვერ­ვო და­ნა­ყოფს, ის არა­ნა­ი­რად არ ეხ­მა­რე­ბო­და ბრძო­ლის ველ­ზე მყოფ გე­ნერ­ლებს. ერ­თა­დერ­თია გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მოქ­მე­დე­ბე­ბის მცი­რე შე­ფა­სე­ბა დაგ­ვი­ტო­ვა. ის იხ­სე­ნებს: "მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ ჩვენს გე­ნე­რა­ლურ შტაბს მუ­შა­ო­ბის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნდა. რი­ხი­ა­ნი სა­ხელ­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვის პირ­და­პირ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას იშ­ვი­ა­თად ას­რუ­ლებ­და... დაზ­ვერ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი მცი­რე იყო, არა­ფერს არ ყოფ­ნი­და და ამი­ტომ ეს საქ­მეც პრი­მი­ტი­უ­ლად კეთ­დე­ბო­და".

უნდა ით­ქვას, რომ გ. კვი­ნი­ტა­ძის თით­ქმის 600-გვერ­დი­ან მე­მუ­ა­რებ­ში (რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად პა­რიზ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, 1985 წელს, რუ­სულ ენა­ზე, ხოლო 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და გა­მო­ი­ცა თბი­ლის­ში) სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის მხო­ლოდ ერთი აბ­ზა­ცით მოხ­სე­ნი­ე­ბა დიდი ვე­რა­ფე­რი ნუ­გე­შია.

1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ამ პოლ­კოვ­ნიკ კვი­ნი­ტა­ძეს თბი­ლის­ში, შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფს მო­უს­წრო. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია - იმ დროს გე­ნე­რალ­მა ქარ­თუ­ლი ენა არ იცო­და. მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით, ქარ­თუ­ლი წერა-კი­თხვა კა­ხეთ­ში, ცო­ლის ძმას­თან, თა­ვად მა­ყაშ­ვილ­თან სამ­თვი­ა­ნი სტუმ­რო­ბის შემ­დეგ ის­წავ­ლა. უეჭ­ვე­ლია, ამ საქ­მე­ში მად­ლი­ა­ნი კა­ხუ­რი ღვი­ნოც და­ეხ­მა­რე­ბო­და. თბი­ლის­ში კი თედო სა­ხო­კია ამე­ცა­დი­ნებ­და სა­ლა­პა­რა­კო ენის შე­სას­წავ­ლად.

მენ­შე­ვი­კე­ბის სამ­ხედ­რო აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მი­სად­მი გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე ამ­გვა­რი შტრი­ხი­თაც აღ­ნიშ­ნავს: თუ ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო­ებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი, რო­გორც წესი, გე­ნერ­ლე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, "ჩვე­ნი მთავ­რო­ბა სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრად ნიშ­ნავ­და ხან სა­ხალ­ხო მას­წავ­ლე­ბელს, ხან სა­ე­რო მოღ­ვა­წეს, ხან ექიმს, ოღონდ მე­თა­უ­რი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი ყო­ფი­ლი­ყო".

რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯა­რის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს იხ­სე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თავ­მჯო­მა­რე ნოე ჟორ­და­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კრე­ბის მიერ შექ­მნი­ლი "სამ­ხედ­რო კო­მი­სია" (რო­მელ­საც აკა­კი ჩხენ­კე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და), არა მარ­ტო სა­კა­ნონ­მდებ­ლო სა­კი­თხე­ბით ყო­ფი­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ - ოფიც­რებ­საც კი თა­ვად ნიშ­ნავ­და. ნოე ჟორ­და­ნია წერს: "ამ კო­მი­სი­ამ თან­და­თან მი­ით­ვი­სა სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს, მთე­ლი მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბე­ბი და ჭრი­და და კე­რავ­და სრუ­ლი­ად ჩვენ და­უ­კი­თხა­ვად. მე წე­რი­ლი მივსწე­რე პრო­ტეს­ტით და ვუჩ­ვე­ნე მისი უფ­ლე­ბე­ბის სა­ზღვა­რი, რა­ი­ცა დარ­ჩა უნა­ყო­ფოთ".

ცალ­კე სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრო, ცალ­კე "სა­ხალ­ხო გვარ­დია" და "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მი", ცალ­კე "სამ­ხედ­რო კო­მი­სია" - წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა ქა­ო­სი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში.

mazniashvili-62736-1622609518.jpg

გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რა­ში "დაზ­ვერ­ვა" ფორ­მა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და. გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი არ ფლობ­და სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შე­სა­ხებ. ამ ომში გე­ნე­რა­ლი კვი­ნი­ტა­ძე გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლის დი­ვი­ზი­ის შტა­ბის უფ­რო­სი გახ­ლდათ და ლო­გი­კუ­რად სა­დაზ­ვერ­ვო და­ნა­ყო­ფე­ბი მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. იგი­ვე გან­მე­ორ­და 1921 წლის 12 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, რო­დე­საც ბოლ­შე­ვი­კე­ბი სა­დახ­ლოს რა­ი­ონ­ში და­ბა­ნა­კე­ბულ ქარ­თულ ჯარს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ესხნენ თავს.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე გე­ნე­რა­ლურ შტაბს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და ამ თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. და­ზუს­ტე­ბით ისიც კი არ იცოდ­ნენ, რუ­სე­ბი და­ესხნენ თუ სომ­ხე­ბი. დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი გე­ნე­რა­ლი ა. გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი 13 თე­ბერ­ვლის შუ­ა­დღემ­დე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ სომ­ხე­ბი იბ­რძვი­ა­ნო. გე­ნე­რა­ლი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს: "დაზ­ვერ­ვის საქ­მე ჩვენ­ში იმ­დე­ნად ცუ­დად იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ მთა­ვარ­სარ­დალ­მა (მა­შინ გე­ნე­რა­ლი ილია ოდი­შე­ლი­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის მთა­ვარ­სარ­და­ლი, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გე­ნე­რალ­მა კვი­ნი­ტა­ძემ შეც­ვა­ლა - ბ.ა.) გულ­წრფე­ლად და­ი­ჯე­რა, რომ მარ­თლა მხო­ლოდ სომ­ხე­ბის ურ­დო­ე­ბი დაგ­ვეს­ხა თავს". 1921 წლის 18 თე­ბერ­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა შტაბ­მა არ იცო­და, ზუს­ტად სად იმ­ყო­ფე­ბო­და მტე­რი და რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებ­და შე­ტე­ვის გაგ­რძე­ლე­ბას. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად