საზოგადოება
17.08.2016 / 08:08
შრიფტის ზომა:

ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ვარლამ ლიპარტელიანს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, გამარჯვებულ სპორტსმენს თბილისის საერთშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.

ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"რიო 2016-ზე", საქართველოს სახელით, სპორტის 13 სახეობაში 39 სპორტსმენი ასპარეზობს. ქართველმა ძიუდოისტებმა რიოში გამოსვლა უკვე დაასრულეს. ყველაზე მრავალრიცხოვანი ძიუდოს ნაკრები იყო, რომლის შემადგენლობაში შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებიც იყვნენ.

შსს-ს ძიუდოს კლუბი "მებრძოლი", დაცვის პოლიციის მხარდაჭერით, 2014 წლიდან არსებობს. კლუბმა ორი წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები
(12)

:))))
12 მაისი , 2023 15:05

მაკიაჟზე კი გამეცინა

მოქალაქე
13 ნოემბერი , 2022 21:11

საუკუნეების წინ, ასე თუ ისე, გადარჩა საქართველო!!! (ამას თუ გადარჩენა ქვია). ჯერ მხოლოდ თავად ჩამოვიდნენ, ადამიანები. ფეხს კარგად რომ მოიკიდებენ, აქლემებსაც ჩამოიყვანენ!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყველაზე აბსურდული მიზეზები, რომელთა გამოც არაბი კაცები ცოლებს ქორწინების მეორე დღესვე შორდებიან | Allnews.Ge

ყველაზე აბსურდული მიზეზები, რომელთა გამოც არაბი კაცები ცოლებს ქორწინების მეორე დღესვე შორდებიან

იმისათვის, რომ ქმარი ცოლს გაშორდეს, საჭიროა მხოლოდ სამჯერ წარმოთქვას სიტყვა “ტალაკ" (გაყრა). ამ დროს ქალმა დაუყოვებლივ უნდა დატოვოს ქმრის სახლი და რა თქმა უნდა კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაციაც უნდა მიიღოს. გაგიკვირდებათ, რა მიზეზები აქვთ ხოლმე ხშირად განქორწინებისთვის:

1. ალჟირელმა მამაკაცმა განქორწინება მეორე დღესვე მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მაკიაჟის მოშორების შემდეგ ცოლი ვეღარ იცნო და ეგონა, რომ სახლში ქურდი შეიპარა. სასამართლოში მამაკაცმა არა მხოლოდ განქორწინება, არამედ კომპენსაციაც მოითხოვა 20 000 დოლარის სახით.

dc6b884388a207cd0cb43ced7d5b34de-1623141245.jpg

2. ქალაქ მედინაში ქმარმა განაცხადა რომ განქორწინება სურდა ცერემონიის დასრულების დროს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წყვილი ერთმანეთს მშობლებმა გაურიგეს და რა თქმა უნდა უცნობები იყვნენ ერთმანეთისთვის. როდესაც ფოტოსესიის დროს ცოლის სახე პირველად დაინახა ხმამაღლა განაცხადა “ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ცოლი სხვაგვარად წარმომედგინა, განქორწინებას ვითხოვ".

3. მამაკაცმა საუდის არაბეთიდან პირველივე ქორწინების ღამეს მოითხოვა განქორწინება. როდესაც წყვილი სასტუმროს ნომერში განმარტოვდა, ცოლი ტელეფონში ჩაეფლო და მეგობრებთან დაიწყო საუბარი, ახლადგამოჩეკილ მამაკაცს კი ყურადღებას არ აქცევდა, ისიც ადგა და სასტუმროდან წავიდა, მეორე დღეს კი სასამართლოში შეიტანა განცხადება.

4. თუკი წინა შემთხვევაში მამაკაცი ცოლს უყურადღებობის გამო დაშორდა, ამ შემთხვევაში საქმე პირიქითაა. პირველივე ღამეს ქმარმა ვერ შეძლო ცოლ-ქმრული “ვალის მოხდა" ნერვიულობის გამო. ცოლიც არ დაიბნა და დაწვრილებით აუხსნა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. ქმარმა ყოველივე ეს შეურაცხყოფად მიიღო, ქალი აღვირახსნილად შერაცხა და გაყრა მოითხოვა.

5. ერთი მამაკაცი კი ცოლს იმის გამო გაშორდა, რომ ქალი მარტო უყურებდა ტელევიზორით გადაცემას, სადაც წამყვანი მამაკაცი იყო. ვინაიდან შარიათი ქალს უკრძალავს უცხო მამაკაცთან ოთახში მარტო დარჩენას, ეჭვიანმა ქმარმა ტელევიზორის მარტო ყურება ღალატად ჩათვალა და გაყრა მოითხოვა.

gettyimages-1129461496-612x612-1623141431.jpg

6. ქუვეითში ქმარმა გაყრა მოინდომა იმ მიზეზით, რომ ცოლმა წყალი არ მოუტანა.

7. ერთი არაბი კი ცოლს გაშორდა იმის გამო, რომ ქალმა ქმრის აკრძალვის მიუხედავად პეპსი დალია.

devorece-daily-sun-1623141264.jpg

8. ცოლ-ქმარი 25 წლიანი ქორწინების და 7 შვილის გაჩენის შემდეგ დაშორდა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბავშვობაში ძუძუს ორივეს ერთი ქალი აჭმევდათ. არაბული კანონების მიხედვით ისინი “რძით ნათესავები" აღმოჩდნენ და დაუყოვნებლივ გაშორდნენ ერთმანეთს.

9. 30 წლიანი ქორწინების შემდეგ ამჯერად ცოლმა მოითხოვა განქორწინება. მიზეზი მარტივია, ქალი მკაცრ ტრადიციებს მიჰყვებოდა და ქმარს სახეს არ ანახებდა. ცნობისმოყვარე მამაკაცმა 30 წლის შემდეგ პირველად გადაწყვიტა ცოლის სახე ენახა და ვუალი გადაუწია, როდესაც მას ეძინა. ქალი მაშინვე გამოფხიზლდა და განქორწინება მოითხოვა.

10. ქალმა განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ქმრის ტელეფონში შემთხვევით ნახა თუ რა სახელით ჰქონდა დამახსოვრებული მისი ნომერი. “გუანტანამო", სწორედ ამ სახელით ჰქონდა ქმარს ცოლის ნომერი ჩაწერილი. გუანტანამო ერთ-ერთი ციხეა კუბაში, სადაც მკაცრი წესები აქვთ და წამებაც ხშირია. ქალმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გაყრასთან ერთად ფულადი კომპენსაციაც მოითხოვა.

განაგრძეთ კითხვა