
საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ახლა ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ "საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ" საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
"ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სახელით, მე მაქსიმალურად მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ. საქართველომ შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო. ახლა გადაწყვეტილება საბჭოზეა, კომისიის მხრიდან კი არსებობს მკაფიო რეკომენდაცია. საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ეხლა ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას", - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებული შესანიშნავი პარტნიორობა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან არჩევნების შემდეგაც ისეთივე კარგი იქნება როგორც არჩევნებამდე იყო.
ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც მიხეილ ჯანელიძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოსახლეობა კიდევ ერთი გატაცებული ადამიანის შესახებ საუბრობს. ხალიმატ ტარამოვა ოჯახიდან თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო გაიქცა და მახაჩყალას "კრიზის სახლში" იმყოფებოდა.
როგორც tvrain.ru წერს, გოგონას მიგანეს და ისევ ჩეჩნეთში დააბრუნეს. უფლებადამცველების ცნობით, ხალიმატ ტარამოვა, ჩეჩნეთში თავის მეგობარ გოგონასთან ანა მანილოვასთან ერთად წაიყვანეს, რომელიც წარმოშობით პერმიდანაა. რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია "სეტის" ცნობით, თავდაპირველად, ორივე გოგონას ადგილსამყოფელი უცნობი იყო, შემდეგ გაირკვა, რომ მანილოვა გზაშივე გაათავისუფლეს და ოჯახთან კავშირზე გავიდა.
"მას შემდეგ, რაც დაღესტნის პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ გოგონები "კრიზის სახლში" იმყოფებოდნენ, ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ ორივე გოგონა იძებნებოდა. ჩეჩენმა გოგონამ უფლებადამცველებისთვის იმის თქმა მოასწრო, რომ დაღესტნის პოლიციის წარმომადგენლებმა მასზე იძალადეს... ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება" - წერს tvrain.ru.
-0:06 ხალიმატ ტარამოვა ჩეჩნეთიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც მას სექსუალური ორიენრტაციის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. 6 ივნისს გოგონამ წერილი დაწერა, სადაც წერს, რომ ის სახლიდან ნებაყოფლობით წამოვიდა, რადგან რეგულარულად ემუქრებოდნენ.
"გთხოვთ ჩემზე ფედერალურ ძებნას ნუ გამოაცხადებთ, რადგან ასე ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით..." - ნათქვამია გოგონას წერილში, რომელსაც ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ-არხი 1Adat-ი ავრცელებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთში სექსუალური ორენტაციის გამო ადამიანი გააქრეს. ადგილობრივები სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ "კადიროვცები" შიფრავენ და კითხულობენ ადამიანების ინტერნეტმიმოწერას და შემდეგ მათზე ნადირობას იწყებენ... ეს ეხება, როგორც სექსუალურ უმცირესობას, ასევე ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და ამ ადამიანთა ჯგუფს.
"არსებობს ე.წ. საიდუმლო სარდაფი, სადაც ჩეჩნეთის ლიდერისთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ, იქიდან ან ვეღარ ამოდიან, ან საკუთარი სურვილით აქვეყნებენ საბოდიშო ვიდეოს, სადაც ამბობენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩენჩეთის ლიდერზე არასწორად ისაუბრეს და ამით მთელ ერს მიაყენეს შეუარცხყოფა, რის გამოც ძალიან სწუხან..." - წერს ერთ-ერთი ინტერმეტმომხმარებელი ადმირალ გროზინსკი.
მომხდარს ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხარებლებიც.
"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ხალიმატ ტარამოვას ოჯახს შეუძლია გოგონას დაემშვიდობონ. "კადიროვცები" მას უკვე გააქრობდნენ" - წერს ტატიანა პროხოვა.
"დაღესტანი და ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის სუბიექტები არ არიან, თუ რამე არასწორად მახსოვს?! რუსეთის პროკურატურა არ უნდა აქცევდეს ასეთ ფაქტებს ყურადღებას? ძლევამოსილი რუსეთი მათ მხოლოდ ქაღალდზე აკონტროლებს? 21-ე საუკუნეა, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში მე-15 საუკუნეც არ დამდგარა ჯერ. ამიტომ გამორბის ეს ხალხი რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში, სამუშაო არ აქვთ, მათი უფლებები დაცული არ არის, კადიროვს შეუძლია მისთვის არასასურველი პერსონა მიწიდან ამოიღოს და როგორც უნდა ისე მოექცეს. უდანაშაულო გოგონა გაიტაცეს და დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრებს რამის გაგების უფლებაც არ ექნებათ, რადგან იციან, ღირსების სასამართლოს მოუწყობენ..." - წერს დმიტრი ბაულინი.
"აი რა მოგიტანათ ამ დასავლეთმა და მისმა ტენდენციებმა?! იმის ნაცვლად, რომ წუხდეთ გზასაცდელი გოგონას საქციელის გამო, მისნაირებს უბიძგლებთ, თქვენი უფლებები დაცული უნდა იყოს და ხმა ამოიღეთო. ძალიან კარგს აკეთებს კადიროვი, მათ რომ არ ახარებს..." - წერს იანა პანჩენკო.
მკითხველის კომენტარები
(0)