დროში დაკარგული ადამიანის იდუმალი ისტორია- რუდოლფ ფენცის უჩვეულო ამბავი | Allnews.Ge

დროში დაკარგული ადამიანის იდუმალი ისტორია- რუდოლფ ფენცის უჩვეულო ამბავი

1950 წელს, თაიმ სკვერზე ნიუ-იორკში, შენიშნეს მამაკაცი ბაკენბარდებითა და ვიქტორიანული ეპოქის სტილის კოსტიუმით. თვითმხილველების თქმით, ის ძალიან დაბნეული და შეშინებული ჩანდა. გამოჩენიდან სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ კი, სამწუხაროდ მას მანქანამ დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.

მორგში მიცვალებულის ჯიბეში ნახეს:

1. ლუდის 5 ცენტის ღირებულების ჟეტონი ბარის დასახელებით, რომელიც იმ რაიონის ძველი მაცხოვრებლებისთვისაც კი უცხო იყო.

2. ცხენის მომსახურების და ეკიპაჟის გარეცხვის მომსახურების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო ფასიანი საჯინიბოს მიერ. იგი მდებარეობდა, როგორც მითითებული იყო ანგარიშში, ლექსინგტონ ავენიუზე, თუმცა აღნიშნული არცერთ ცნობარში არ მოიძებნა.

3. 70 დოლარი, ძველი გამოშვების დოლარის ბანკნოტებით.

4. სავიზიტო ბარათი რუდოლფ ფენცის სახელზე, რომლის თანახმადაც მისი საცხოვრებელი ადგილი იყო ბინა მეხუთე ავენიუზე, ნიუ-იორკი.

5. წერილი, რომელიც ფილადელფიიდან იყო გამოგზავნილი 1876 წლის ივნისში, ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუს მისამართზე.

2021052715550690773-1623744452.jpg

არცერთ ჩამოთვლილ ნივთზე არ იყო დროის ზემოქმედების რაიმე ნიშანი.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების დეპარტამენტის კაპიტანმა, ჰუბერტ რიმმა, სცადა ამ მონაცემების მიხედვით, ამ უცნაური ადამიანის იდენტიფიცირება. გამოძიების შედეგად დადგინდა: სავიზიტო ბარათზე მითითებულ მისამართზე, მეხუთე ავენიუზე ახლა კომერციული წარმოება მდებარეობდა, და რუდოლფ ფენცის სახელი მისი მფლობელისთვის უცხო იყო. ფენცის სახელი არ მოიძებნა ქალაქის მისამართების წიგნშიც, არც მისი ანაბეჭდები არ იყო არც ერთ მონაცემთა ბაზაში და ბოლოს, ამ ადამიანის დაკარგვის შესახებ არავის არაფერი განუცხადებია პოლიციაში.

რიმი განაგრძობდა გამოძიებას, და 1939 წლის სატელეფონო წიგნში აღმოაჩინა ვინმე რუდოლფ ფენცი-უმცროსი. რიმმა გამოკითხა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ადამიანები და გაირკვა, რომ ოდესღაც აქ მართლა ცხოვრობდა რუდოლფ ფენც-უმრცოსი, რომელიც შორიახლოს მუშაობდა. 1940 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, იგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.

რიმმა სავარაუდო ფენცის მისამართიც გაარკვია, მაგრამ ის აღნიშნულ ამბამდე ჯერ კიდევ 5 წლით ადრე გარდაიცვალა, თუმცა მისი მეუღლე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ფლორიდაში ცხოვრობდა. გამომძიებელი დაუკავშირდა მას და გაარკვია, რომ მისი ქმრის მამა უცნაურ გარემოებებში გაქრა 1876 წელს: ის უბრალოდ სახლიდან საღამოს გავიდა და მას მერე აღარავის უნახავს.

2021052715553890773-1623744510.jpg

აღნიშნული ისტორია გამოქვეყნდა 1970, 1980 და 2000-იან წლებშიც კი უამრავ ჟურნალ-გაზეთებში, როგორც რეალურად მომხდარი ფაქტი.

2002 წელს, პასტორი ჯორჯ მერფი ამტკიცებდა, რომ პირველწყარო იყო ან სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებების ანთოლოგიის "Tomorrow, The Stars" (რომლის ხელმძღვანელი რობერტ ჰაინლაინია) ერთ-ერთი თხზულება, ან მოთხრობა, რომელიც გამოქვეყნდა "კოლიერის ყოველკვირეულში" 1951 წლის 15 სექტემბერს. ამ ისტორიის ავტორია მწერალ-ფანტასტი ჯეკ ფინეი. გამოგონილი ეპიზოდი რობერტ ფენცით კი მოთხრობის "მეშინია" ნაწილია, რომელიც პირველად "კოლიერის ყოველკვირეულში" დაიბეჭდა.

2021052715555990773-1623744558.jpg

თითქოს ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დალაგდა-რობერტ ფენცი ფანტასტიკური ნაწარმოების ლიტერატურული გმირი აღმოჩნდა. თუმცა 2007 წ. მეცნიერი, რომელიც ბერლინის არქივში მუშაობდა, წააწყდა 1951 წლის აპრილის სტატიას, სადაც ნახსენები იყო იგივე ისტორია.

2021052715544390773-1623744588.jpg

მოცემული სტატია დაბეჭდილი იყო 5 თვით ადრე, სანამ ჯეკ ფინეის მოთხრობა გაჩნდებოდა. ამის გარდა სტატიაში ნახსენები იყო, რომ რამდენიმე გამომძიებელმა შეძლო ნამდვილი რუდოლფ ფენცის არსებობის მტკიცებულებების მოპოვება, აგრეთვე 1876 წელს მისი გაქრობის ფაქტის დადასტურება.

Intermedia.ge