26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
16.06.2021 / 08:06
შრიფტის ზომა:

პიცის მიტანის სერვისი კოსმოსში - უპრეცედენტო მარკეტინგული კამპანიის ფოტო-ისტორია

2001 წელს რუსმა კოსმონავტმა იური უსაჩოვმა კოსმოსურ მისიაში ყოფნისას, ხომალდზე მიიღო პიცა გამოძახებით - რეალურად, ეს სწრაფი კვების ქსელის Pizza Hut-ის ძვირადღირებული და უპრეცედენტო მარკეტინგული კამპანიის ნაწილი გახლდათ.

მართალია, უსაჩოვამდე პიცის მიტანას ნახევარ საათზე ბევრად მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ პრეცედენტი შექმნა და გახდა პირველი, რომელმაც კოსმოსში გამოიყენა პიცის მიტანის სერვისი.

pizzza-1623833440.jpg

Pizza Hut-ს სარეკლამო ტრიუკი საკმაოდ ძვირიც დაუჯდა - კომპანიის ინფორმაციით, რუსულ კოსმოსურ სააგენტოს 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს, რომ მათი "ფასტ-ფუდი" კოსმოსში მოხვედრილიყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კადრებში, რომელიც ხომალდზეა გადაღებული, ჩანს, როგორ ხსნის რუსი კოსმონავტი ღუმელს, რაშიც კოსმოსში გაგზავნილი პიცაა მოთავსებული, იღებს მცირე ზომის პიცას, ერთ ნაჭერს ჭრის და მიირთმევს, ამ დროს კი, დარჩენილი პიცა ჰაერში იწყებს "ცურვას".

"Pizza Hut ხარისხიანი და ინოვაციური კომპანიაა და დედამიწაზე პირველობის ბევრი რეკორდი აქვს მოხსნილი, გვინდოდა პირველები ვყოფილიყავით კოსმოსშიც და ეს მოვახერხეთ: ჩვენი პიცა გახდა პირველი, რომელიც გაიგზავნა და შეიჭამა კოსმოსში" - ამბობდა 2001 წელს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი რენდი გიერი.

აღსანიშნავია, რომ პიცა კოსმოსში ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში, ვაკუუმ-შეფუთვით გაიგზავნა - მასში გამოყენებული იყო ტრადიციული ინგრედიენტები: ცომი, პომიდვრის სოუსი, ყველი და სალიამი. მისი მომზადება იური უსაჩოვმა ხომალდზე, მცირე ღუმელში დაასრულა და მიირთვა პირველი პიცა კოსმოსში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

პიცის მიტანის სერვისი კოსმოსში - უპრეცედენტო მარკეტინგული კამპანიის ფოტო-ისტორია | Allnews.Ge