15 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"სუხანოვკა" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი საიდუმლოდ აწამებდნენ | Allnews.Ge

"სუხანოვკა" - სტალინის ყველაზე საზარელი ციხე, სადაც საბჭოთა იმპერიის "დაუძინებელ მტრებს" მრავალი წელი საიდუმლოდ აწამებდნენ

1938 წელს, მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად არ­სე­ბულ წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­ში სა­ი­დუმ­ლო ციხე, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სუ­ხა­ნოვ­სკა­ია" იგი­ვე "სუ­ხა­ნოვ­კა" გა­იხ­სნა. ციხე ძი­რი­თა­დად საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის "და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრე­ბის­თვის" იყო გან­კუთ­ვნი­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწა­მებ­დნენ. 1938-1952 წლებ­ში "სუ­ხა­ნოვ­კა­ში" 35 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა, რო­მელ­თა უმე­ტეს ნა­წილს იგი არა­სო­დეს და­უ­ტო­ვე­ბია.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გრი­ფით - "სა­ი­დუმ­ლო" ინა­ხე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის არ­ქი­ვებ­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ციხე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის "აგა­რა­კი", ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთხელ მა­ინც მოხ­ვედ­რი­ლან ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მას "სა­წა­მე­ბელ აგა­რაკს" უწო­დებ­დნენ.

suxanovka-1-42661-1624797356.jpeg

ყო­ფი­ლი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ი­დუმ­ლო ცი­ხის გახ­სნის იდეა ნი­კო­ლაი ეჟოვს ეკუთ­ვნო­და, თუმ­ცა, მისი ფაქ­ტობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ლავ­რენ­ტი ბე­რია იყო. 1939 წლის 10 აპ­რილს ეჟო­ვი და­ა­პა­ტიმ­რეს და სწო­რედ "სუ­ხა­ნოვ­კა­ში" მო­ა­თავ­სეს, სა­დაც 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ნამ 1940 წელს არ დახ­ვრეტ­დნენ.

suxanovka-42705-1624797397.jpg

"სუ­ხა­ნოვ­კას" პა­ტიმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, ასე­ვე, იმ­დრო­ინ­დე­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი. მწე­რა­ლი ისა­აკ ბა­ბე­ლი და სერ­გეი ეფ­რო­ნი - თეთ­რი არ­მი­ის ოფი­ცე­რი და პოეტ მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ე.წ. "ნკვდ"-მ საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვა. გარ­და ამი­სა, ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რეს უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი სა­მე­ფო ოჯა­ხის მკვლე­ლებ­მა, ალექ­სან­დრე ბე­ლო­ბო­რო­დოვ­მა და ფი­ლიპ გო­ლოშ­ჩო­კინ­მაც.

სა­ი­დუმ­ლო ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ჟა­მად მო­ნას­ტე­რია, სა­დაც ოთხი ბერი და ხუთი მორ­ჩი­ლი ცხოვ­რობს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ დღე­ებს ლოც­ვა­სა და მუ­შა­ო­ბა­ში ატა­რე­ბენ.

suxanovka-2-42692-1624797445.jpg

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ლო­ცუ­ლო­ბენ თუ არა ბე­რე­ბი აქ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლე­ბის­თვის, ბერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ: "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის წევ­რებს მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის შე­უძ­ლი­ათ ლოც­ვა, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ათე­ის­ტე­ბი იყ­ვნენ და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ აწა­მეს, თვი­თო­ნაც იყო ჯა­ლა­თი.

ისი­ნი, რო­მელ­თაც არა­ვინ მო­უკ­ლავთ, მა­ინც იყ­ვნენ მკვლე­ლე­ბის იდე­ო­ლო­გი­ის მიმ­დევ­რე­ბი. ჩვე­ნი სწავ­ლე­ბა გვიკ­რძა­ლავს ათე­ის­ტე­ბის­თვის, გან­დგო­მი­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნის­ტე­ბის­თვის ლოც­ვას. ჩვენ ვლო­ცუ­ლობთ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მეფე ნი­კო­ლოზ მე­ო­რეს­თვის, რო­მე­ლიც ამ ქრის­ტეს მო­ღა­ლა­ტე­ებ­მა მოკ­ლეს! რუსი ხალ­ხის ყვე­ლა ცოდ­ვა ამ მკვლე­ლო­ბით და­ი­წყო... არ ვიცი, რო­დის მოგ­ვი­ტე­ვებს ამას უფა­ლი", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბერ­მა.